5 პრობლემური სიტუაცია ქუჩაში ბავშვთან ერთად სეირნობისას და როგორ უნდა მოიქცეთ
5 პრობლემური სიტუაცია ქუჩაში ბავშვთან ერთად სეირნობისას და როგორ უნდა მოიქცეთ
ზოგჯერ ბავშვის გასეირნება სიამოვნების მაგივრად შიძლება ნამდვილ წამებად იქცეს. რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა ასეთ სიტუაციაში?
«გუშინ მშვენივრად გავერთეთ საბავშვო მოედანზე!“- ამბობს მეზობელი. „უკვე ისეირნეთ?“- კითხულობს ბებია. „იქნებ სკვერში წავსულიყავით, სუფთა ჰაერზე?“- გრანდიოზულ გეგმებს აწყობს მამა. თქვენ კი ამოიოხრებთ - მალე ხომ ჩვეულებრივი სეირნობა ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა. რატომ არ იქცევიან ბავშვები ისე, როგორც ჩევნ გვსურს და როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე კონფლიქტების რაოდენობა?

სიტუაცია 1: ერთი წუთი მოსვენების გარეშე
თქვენი პატარა გახარებული და კმაყოფილია, როდესაც მიგყავთ სასეირნოდ. არ აქვს მნიშვნელობა, იქვე ეზოში მიგყავთ
საქანელაზე თუ სუპერმარკეტში. ბავშვი სავსეა ენერგიით. თქვენ უკვე დაიღალეთ მისი „შესაძლებლობით“ - ყველაფერი გადმოაგდოს (მაგ: მარკეტში), ყველაფერს შეეხოს, გაიქცეს და კმაყოფილი იყოს, როდესაც დასაჭერად გამოეკიდებით. თქვენ გამუდმებით იცავთ, იჭერთ, მოუწოდებთ სიჩუმისაკენ, იხდით ბოდიშებს... ალბათ გერჩივნათ, ბავშვი სახლში დაგეტოვებინათ. არადა, როგორ გთხოვდათ და გპირდებოდათ, რომ კარგად მოიქცეოდა, ოღონდ თან წაგეყვანათ...

რა ვქნათ?
ზუსტად გააცანით წესები და შეთანხმდით წინასწარ. „დიდ მაღაზიაში შეიძლება დაიკარგო. ამიტომ იჯდები ურიკაში ან ჩამჭიდებ ხელს“. „სხვის ძაღლს ხელი არ მოკიდო, შეიძლება გიკბინოს“. გადასასვლელზე აუცილებლად მომკიდებ ხელს!“
სახლიდან გასვლა დაამთხვიეთ დროს, როდესაც ბავშვი მშვიდადაა და შეუძლია ინფორმაციის ადვილად აღქმა. შეახსენეთ, რომ ყველაფერს
თავისი დრო აქვს: სახლში ან საბავშვო მოედანზე მას შეუძლია იხმაუროს, ირბინოს. ხოლო ქუჩაში და მაღაზიაში უნდა მოიქცეს ჭკვიანად, გააკონტროლოს თავისი საქციელი. რა თქმა უნდა, ყველა ამ პირობის გამეორება არაერთხელ მოგიწევთ წლების მანძილზე, მაგრამ ადრე თუ გვიან თქვენი მოთმინება აუცილებლად „დასაჩუქრდება“.
დამატებითი მეთოდები: წინასწარ მიეცით დავალება ბავშვს. მაგალითად, დაითვალოს წითელი ფერის მანქანები, ძა]ღლები. ხშირად შეახსენეთ დავალება და დატკბით 5-წუთიანი სიჩუმით.
ჯერ კიდევ გუშინ დამჯერი ბავშვი უარს ამბობს ხელის ჩაკიდებაზე? არ გაგიკვირდეთ, მას დაეწყო ზრდის მორიგი ეტაპი. ქუჩაში მოქცევის წესების გამეორება უამრავჯერ მოგიწევთ დღის მანძილზე.

mshoblebi
სიტუაცია 2: ბავშვი ტირის ქუჩაში
თქვენი შვილის ტირილის ხმას უკვე მეზობლები ცნობენ. ის კაპრიზობს, გიყვირით და ლამის დაწვეს ასფალტზე. არადა, თქვენ უბრალოდ სთხოვეთ, სახლში დაეტოვებინა მეორე სათამაშო მანქანა, რადგან ორივე ხელში არ ეტეოდა. თხოვნაზე - „მომკიდე ხელი“ - პროტესტს აცხადებს.

როგორ მოვიქცეთ?
იყავით ლოგიკური ახსნის დროს: თუ ბავშვი ყვირის, ტირის და ასფალტზე ფეხებს აბაკუნებს, რთულია დაელაპარაკო და გააგებინო რამე. მკაცრად მოსთხოვეთ, აგიხსნათ, თუ რატომ გაბრაზდა და რა არ მოსწონს. შეპირდით, რომ შეეცდებით მისი პრობლემის მოგვარებას და ნუ დაგავიწყდებათ დაპირება: სათამაშოებს შეუძლიათ სასეირნოდ ჩვენთან ერთად წამოსვლა, ოღონდ მორიგეობით. რაც მთავარია, არ გამოიყენოთ ფრაზა: “შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის, რომ...“ დაანახეთ ირგვლივ ბავშვები, რომლებიც ხელჩაკიდებული დადიან დედასთან, ბებიასთან ერთად და არ თვლიან ამას საშინელებად. თუ ისტერიკას აგრძელებს, დაიხარეთ, თვალებში ჩახედეთ, ზურგზე მოუთათუნეთ ხელები (ეს დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვზე) და მშვიდად, ტკბილი ხმით აუხსენით სიტუაცია.
მას შემდეგ რაც ბავშვებით სავსე საბავშვო მოედანზე მიხვალთ, ერთხელ კიდევ შეახსენეთ წესები: “არ შეიძლება გაქცევა, ჩხუბი და სათამაშოების წართმევა. თუ რაიმე სათამაშო მოგინდება, კი არ უნდა იტირო, არამედ მითხრა“.
დამატებითი მეთოდი: სახლიდან გასვლის წინ სთხოვეთ ბავშვს, მოგცეთ ნიშანი, თუკი მოუნდება ყვირილი. მაგ: ასწიოს ხელი ან გამოყოს ენა. იმეცადინეთ ერთად. ამაზე გახალისდება და გადაერთვება, სინამდვილეში, აღარც იყვირებს.


სიტუაცია 3: ბავშვი იღლება მაღაზიაში
თავიდან ყველაფერი კარგად იწყება: ბავშვი წყნარად მოგყვებათ გვერდით, არ წუწუნებს და არ გთხოვთ სახლში წასmshoblebiვლას. მაგრამ გადის ცოტაოდენი დრო და მისი საქციელი კარდინალურად იცვლება: მას სწყინდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გაექცეს დედას და დაიმალოს ფერად ქილებთან, იხოხოს სრიალა იატაკზე ან ყოველ ორ წუთში შეგეკითხოთ: „მივდივართ?“რა თქმა უნდა, შეიძლება მას გავუგოთ: ხელსახოცებისა და ძეხვის ყიდვაში ვერაფერ საინტერესოს ვერ ხედავს. არადა, სალაროსთან დიდ რიგსა და ისედაც დაძაბულ გარემოს ბავშვის საქციელიც რომ ემატება, თქვენც ზღვარზე ხართ.

როგორ ვიმოქმედოთ?
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის ასეთი განვითარება, ნება დართეთ, თავად მიიღოს პროცესში მონაწილეობა: მიეცით ხელში პატარა პაკეტი, თვითოს აარჩიოს თავისთვის ორცხობილა საუზმისთვის, სალაროსთან შესთავაზეთ, თვითონ ამოალაგოს პროდუქტები. იგრძნობს, რომ ნამდვილად გეხმარებათ. თქვენ კი ნუ დაივიწყებთ შექებას. უთხარით, რომ ძალიან დაგეხმარათ, რომ უკვე დიდი ბიჭია (გოგოა) და მის გარეშე გაგიჭირდებოდათ. ბავშვი თავს მართლა საჭიროდ იგრძნობს და აღარ ექნება სურვილი, მაღაზიას შემოურბინოს.
დამატებითი მეთოდი: დანიშნეთ ბავშვი მთავარ პერსონად საყიდლებზე წასვლის წინ. მოამზადეთ ჯერ კიდევ სახლში ყოფნისას: ერთად ჩამოთვალეთ, თუ რა პროდუქტები უნდა შეიძინოთ მაღაზიაში. სთხოვეთ შეგახსენოთ ესა თუ ის პროდუქტი, რომ არ დაგავიწყდეთ მისი ყიდვა.

სიტუაცია 4: პატარა ონავარი ამ წუთას აქ იყო...
ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხდეს: სახლიდან გასვლისას, მაღაზიაში, ბავშვთა პოლიკლინიკაში. ძალიან რთულია, თუ მეორე ბავშვიც გყავთ ხელში.

როგორ მოვიქცეთ?
იპოვეთ? შეინარჩუნეთ სიმშვიდე. როდესაც პირველი ტალღა გადაგივლით, მერე დალეპარაკეთ: „უცხო ადგილას მარტო დარჩენა სახიფათოა“; „ არ გადახვიდე მანქანიდან პირველი - შეიძლება მომავალი მანქანა დაგეჯახოს". განუმარტეთ წინასწარ, რა საფრთხეებს შეიცავს დედის გარეშე სადმე აღმოჩენა.
დამატებითი მეთოდი: როცა დაკავებული ხართ და გსურთ, რომ ბავშვმა არაფერი დააშავოს, სთხოვეთ ხმამაღლა იმღეროს ან თქვას ლექსი - ასე ადვილი იქნება მისი გადაადგილების გაკონტროლება. შემოიღეთ „მატარებლის წესი“ ლიფტში შესვლისა და გამოსვლის დროს. მხოლოდ ერთმანეთზე ხელის მოკიდებით, წინ იდგება უფროსი (თქვენ), შემდეგ მიჰყვება პატარა (ის) და ა. შ. დაიცავით ბალანსი საკუთარ ემოციებსა და ახსნას შორის, თუ რატომ არ შეიძლება მშობლებისაგან გაქცევა არავითარ შემთხვევაში.

სიტუაცია 5: პატარა მსუნაგი ქუჩაში გთხოვთ შოკოლადებს, ჩიფსებს, მაღაზიაში - მანქანას და სათამაშოს
თქვენ, რა თქმა უნდა, არ ხართ წინააღმდეგი გაახაროთ თქვენი პატარა, მაგრამ ჯერ ერთი თქვენი გეგმები გაქვთ, მეორეც, შეიძლება იმ მომენტში არ გყოფნიდეთ თანხა მათ საყიდლად. ან კიდევ, უბრალოდ უსარგებლოდ მიგაჩნდეთ ეს ხარჯები და არაჯანსაღად ის პროდუქტი, რასაც ბავშვი გთხოვთ.

როგორ მოვიქცეთ?
წინასწარ შეათანხმეთ სეირნობის გეგმის დეტალები. დაგეგმეთ გასავალი ერთად: “თანხა გვეყოფა აუცილებელ პროდუქტებზე. თუ რამე დაგვრჩება, ერთად შეგვეძლება შევარჩიოთ რაიმე გემრიელი ყველასთვის". შეძლებისდაგვარად თან ატარეთ გარეცხილი ვაშლი, ორცხობილა ან ხილის წვენი. შეიძლება ბავშვს მართლა მოშივდა, ფერად-ფერადმა შეფუთვებმა კი გაუძლიერა შიმშილის გრძნობა.
დამატებითი მეთოდი: გამოყავით კვირაში ერთი დღე, რათა გარეთ სეირნობის დროს ბავშვმა თავის სურვილით იყიდოს რაც მოესურვება - ოღონდ განსაზღვრული თანხით.
13113
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
ზირს ქალიშვილობის ინსტიტუტი ქარტველი კაცი არ ვარგა საწოლში ჩმორია ჩმორიიიიი
18:24 / 18-09-2015
nini
0
ძაან მაგარი სტატიაა +++++ და მაგარი რჩევები
12:21 / 09-09-2015
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```