გამოართვით გოგონებს თოჯინები და კონსტრუქტორებით ათამაშეთ - ახალი ხედვა გოგონას აღზრდისთვის
გამოართვით გოგონებს თოჯინები და კონსტრუქტორებით ათამაშეთ - ახალი ხედვა გოგონას აღზრდისთვის
"მშობლებმა მცირეწლოვან ქალიშვილებს თოჯინები უნდა გამოართვან და ისინი "ლეგოს" მსგავსი კონსტრუქტორებით ჩაანაცვლონ", - აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესორი ათენა დონალდი. მისი თქმით, თანამედროვე გოგონებს სათამაშოებს არასწორად ურჩევენ, რაც მათი განვითარებისთვის ხელისშემშლელია.
პროფესორი მიიჩნევს, რომ საჭირო სათამაშოები გოგონებს მეცნიერებისა და მშენებლობებისკენ ინტერესსაც გაუღვიძებს. ათენა დონალდი აკრიტიკებს საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გოგონებს გენდერული სტერეოტიპების შესაბამისად ზრდიან.
"გოგონებისა და ბიჭების განვითარების შესახებ შეხედულებები შესაცვლელია. თანამედროვე სამყარო მათ სერიოზულ გამოწვევებს
სთავაზობს და მათთან გასამკლავებლად ადრეული ასაკიდანვე საჭიროა საფუძვლის მომზადება. თავისი წილი როლი სათამაშოებსაც მიუძღვით. მათ სტერეოტიპულად ვურჩევთ სათამაშოს - გოგონას თავის შესაფერისს, ბიჭს - თავისას. გოგონების სათამაშოები ბავშვებს მოცემული სინამდვილისადმი პასიურად განაწყობენ. მაგალითად, ბარბისთვის ვარცხნილობის გაკეთება. გოგონები არაფერს აშენებენ, ნაკლებად ვთავაზობთ მათ წარმოსახვისა და კრეატიული იდეების განმავითარებელ თამაშებს, მაგალითად, კონსტრუქტორებს", - აცხადებს დონალდი.
თავად პროფესორი ძალიან წუხდა, რომ სტუდენტობის დროს მის ფაკულტეტზე გოგონები კონტიგენტის მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ. მისი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა და ამის მიზეზი ბავშვობასა და მშობლის გავლენაში იმალება.
4327
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
კობა
0
გამოდის რომ ყველა ბავშვმა კონსტრყქტორით რომ ითამაშონ, მომავალ მშობლებს სისხლში არ ექნებათ გამჯდარი თოთო შვილების მოვლა და დედობრივი მზრუნველობა. 100% კრეატიული აზროვნების მოსახლეობა კი მსოფლიოს არ ჭირდება , უმუშევრობა , რობოტიზაცია ყველაფრის ( მოსახლეობის გამრავლების შემცირების მიზნით ცდილობენ აღმოუფხვრან გოგოს და ბიჭის შეგრძნება "" გენდერული საკითხი")
11:54 / 14-08-2019
Anna
0
ძალიან კარგი სტატიაა. სამწუხაროა რომ ბევრი მშობელი ამას სხვა გვარად იგებს. საქმე იმაშია რომ ჩვენ კი არ უკრძალავთ გოგონებს თოჯინებით თამშს, უბრალოდ თოჯინებთან ერთად მანქანები და კოსტრუქტორებიც უნდა ქონდეთ.
23:04 / 14-07-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```