ასაკი, რომლის შესრულებამდეც ბავშვი არ უნდა დასაჯოთ
ასაკი, რომლის შესრულებამდეც ბავშვი არ უნდა დასაჯოთ
ბავშვთა ფსიქლოგები და პედიატრები თანხმდებიან, რომ არსებობს ასაკი, რომლის შესრულებამდეც ბავშვი არ უნდა დასაჯოთ. ამ დროს დასჯა არათუ უშედეგო, ზიანის მომტანიცაა.
სანამ დასჯას გადაწყვეტს (რასაკვირველია, ფიზიკური დასჯა არც კი იგულისხმება აქ), მშობელი ჯერ იმაზე უნდა დაფიქრდეს, რისი მიღწევა სურს ამ სასჯელით, რას მიიღებს ამ უსიამოვნო პროცესის შედეგად.
გააჩნია, რა არის სასჯელის მიზანი - ამა თუ იმ პრობლემაზე ბავშვის ყურადღების გამახვილება გსურთ თუ უბრალოდ გულის მოფხანა? იმედია, პირველ ვარიანტთან უფრო ხშირად გაქვთ საქმე და აი, რას გირჩევენ ამ დროს ფსიქოლოგები:

• ლოიალური
სასჯელი - ეს დასჯის ერთადერთი შესაძლო ვარიანტია, რომელიც ნებისმიერ ბავშვთან გამოდგება. ამ დროს საკმარისია, ავირჩიოთ ოჯახში ერთი სკამი, რომელზეც დასჯილი ბავშვი გარკვეული დროის განმავლობაში იჯდება და "იფიქრებს" ჩადენილზე. ეს საკმაოდ უწყინარი მეთოდია. მეტისმეტად მკაცრი სასჯელი ეფექტური არ არის, მხოლოდ შინაგან სამყაროს უხშობს ბავშვს, მშობლის მიმართ კი ნდობა საერთოდ უქრება.
• ასაკი. არც ერთი სასჯელი არ გაგიმართლებთ მოლოდინს, თუ ძალიან პატარა ბავშვის დასჯა გადაწყვიტეთ. 4-5 წლამდე ბავშვი ეს-ეს არის სწავლობს სიტყვა "არას" გაგებას. გარემოს შეცნობა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სრულიად ბუნებრივი ფრაზაა ბავშვის განვითარებაში. არ შეუზღუდოთ რაიმესადმი ინტერესის დაკმაყოფილების სურვილი. თუ საფრთხე ემუქრება ამ ინტერესისგან, მაშინ უბრალოდ,
მოაშორეთ ეს საგანი მისი თვალთახედვიდან. სასკოლო წარმატებებისთვის საფუძველი სწორედ ამ ასაკში იყრება, ზედმეტი სიმკაცრითა და აკრძალვებით კი ნიჭის განვითარება ფერხდება.
24771
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
xatia-ს
0
შენც კაი ბრძენი ჩანხარ ხოიცი
14:23 / 25-07-2018
xatia
0
ბრძენს აღსაზრდელად მიუყვანეს ჩვილი ბავშვი და მან მშობლებს უთხრა-ამისი აღზრდა უკვე დაგვიანებულიაო..დასჯა არაა აუცილებელი, მაგრამ პატარა თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა,საზღვარი ყველაფერს აქვს.მე ასე მგონია
16:34 / 15-07-2016
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```