რატომ გვთხოვენ ბავშვები ერთი და იმავე ზღაპრების კითხვას, იგივე ფილმების თუ მულტფილმების ჩართვას?
რატომ გვთხოვენ ბავშვები ერთი და იმავე ზღაპრების კითხვას, იგივე ფილმების თუ მულტფილმების ჩართვას?
დაფიქრებიულხართ ალბათ, რა აიძულებს ბავშვს, მეათედ წაგაკითხოთ ის ზღაპარი, რომელიც ზეპირადაც კი იცის.
თუ გვინდა, რომ ზღაპრის კითხვამ ბავშვს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს, გაითვალისწინეთ, რომ კითხვისას ბავშვები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ მთავარ გმირთან (იშვიათ შემთხვევაში, სხვა რომელიმე პრესონაჟთან რაღაც ნიშნის გამო).

თუ თქვენი შვილი გთხოვთ, წაუკითხოთ რომელიმე კონკრეტული ნაწარმოები რამდენჯერმე, ე.ი. მოცემულმა წიგნმა ჰპოვა გამოძახილი პატარას სულში და სრულიად შეესაბამება მის ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობას. მაინც დაინტერესდით, ბავშვისთვის წიგნში ყველაფერი გასაგები და
მისაღებია თუ არა, ხომ არ დარჩენილა გაურკვეველი და გაუგებარი მომენტები, რაც აშინებს მას.
ჩვენ გვგონია, რომ უფრო სასარგებლოა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, წავუკითხოთ რაც შეიძლება ბევრი, რათა გაიზარდოს და განვითარდეს, არა ყოველდღიურად, არამედ ყოველ საათში.
ფაქტი, რომ ბავშვმა იცის, თუ რა მოხდება შემდეგში, რითი დასრულდება ისტორია, მის ცნობიერებაში აყალიბებს მომავლის რწმენას, დადებითი შედეგის მოლოდინს. ის დარწმუნებული იქნება, რომ სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება.
ალბათ არავინ დაობს იმაზე, რომ ოპტიმისტები ბევრად უფრო მხიარულები და პროდუქტიულები არიან, ვიდრე პესიმისტები! ამგვარად, ერთი და იგივე სცენარის მრავალჯერ გათამაშებით ბავშვი მყარად ითავისებს აზრს, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს.
როდესაც ბავშვს ზღაპარს უკითხავთ, ირთვება წარმოსახვა, ფანტაზია, ბავშვი განიცდის
გმირთან ერთად, გაითამაშებს ემოციურად მის ყველა თავგადასავალს, ანუ განიცდის ემოციების წყებას და ყოველ ჯერზე ეს ემოციები უფრო და უფრო დახვეწილი და სრულყოფილი ხდება.
განმეორებითი კითხვა შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის. პირველ რიგში, ერთი და იგივე სიტყვების გამეორება შესანიშნავად ავსებს ლექსიკურ მარაგს, მეორეც, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად წაკითხვით თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო ხარისხიანი მეტყველების განვითარებას. მას შემდეგ, რაც თქვენ რამდენიმეჯერ წაუკითხავთ ბავშვს ზღაპარს და დარწმუნდებით, რომ მისთვის ყველაფერი ბოლომდე გასაგებია, წაუკითხეთ იგივე უფრო სწრაფად, მომდევნო ჯერზე - კიდევ უფრო სწრაფად და ასე შემდეგ, სანამ არ მიხვალთ სწრაფი საუბრის ტემპამდე - ამგვარად თქვენ ასწავლით ბავშვს აღიქვას ვერბალურად მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა ვარიაციით.
კიდევ ერთი ხერხი წიგნთან მუშაობისა, არის პერიოდულად გაჩერება და ბავშვისთვის შეკითხვის დასმა - თუ რა მოხდება შემდეგ. ეს შესანიშნავი ხერხია არა მხოლოდ მეტყველების პრაქტიკული უნარების გამოსამუშავებლად, არამედ ასევე არის მეხსიერების წვრთნაც. 
გამოიყენეთ განმეორებითი წაკითხვა ბავშვის წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის. წაიკითხავთ რა გარკვეულ მომენტამდე, სთხოვეთ ბავშვს, მოიფიქროს გაგრძელება.
შეთხზეთ მასთან ერთად თქვენი ზღაპარი. ეს მეთოდი შეიძლება წარმატებით გამოიყენოთ რამდენიმეჯერაც: თავიდან დაე პატარამ მოიფიქროს სხვა დასასრული, შემდეგ ცოტა უფრო ადრე შეწყვიტეთ კითხვა და მოიფიქრეთ ცოტათი უფრო მეტი და ა.შ. შესაძლოა ბავშვს მოეწონოს ეს თამაში და დაიწყოს ზღაპრის შეთხზვა სიტყვებიდან „იყო და არა იყო რა...“
რა თქმა უნდა, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მეთოდია სურათების განხილვა. მოაყოლეთ ბავშვს, ვინ ან რაა გამოსახული სურათზე, რას აკეთებს ის, ზღაპრის რომელ მონაკვეთს ასახავს მოცემული ილუსტრაცია. 
იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთ მოცემული მეთოდები დაგეხმარებათ, განმეორებითი კითხვა აქციოთ გასართობ და სასარგებლო საქმიანობად!
კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე
33983
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?