4 რამ, რაც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ - მათი სუპერნიჭი გაგაოცებთ
4 რამ, რაც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ - მათი სუპერნიჭი გაგაოცებთ
ჩვილები ერთი შეხედვით უმწეოები ჩანან, სინამდვილეში კი საოცრების ჩადენა შეუძლიათ. გთავაზობთ 3 წლამდე ბავშვების "სუპერშესაძლებლობების" ხუთეულს.

1. წყლის ინსტინქტი

დაბადებიდან ადამიანს თან დაჰყვება გარკვეული ინსტინქტები, რომლებიც საკმაოდ კარგად "მუშაობენ" მანამ, სანამ ტვინი არ განვითარდება საიმისოდ, რომ თავად უზრუნველყოს თვითგადარჩენა. ასეთი ინსტინქტია ცურვა და ყვინთვა, რომელსაც წყლის ზოგიერთი ცხოველიც ფლობს. რაში გამოიხატება ეს: თუ წლი-ნახევრამდე ბავშვი წყალში ჩავარდა, ის რეფლექსურად შეიკავებს სუნთქვას. ამ დროს შენელდება გულის კუნთის მუშაობა, ჟანგბადი სისხლში შენარჩუნდება და
მთავარ სასიცოცხლო ორგანოებს - გულსა და ტვინს შორის იწყებს ცირკულაციას. ამ რეფლექსის წყალობით, ჩვილი უფრო დიდხანს ძლებს წყალში, ვიდრე მოზრდილი ადამიანი. ამით მისი ჯანმრთელობა არ ზიანდება.

2. ათვისება
ბავშვები ცოდნას საოცარი სისწრაფით ითვისებენ, რადგან ყოველი ახალი გამოცდილება ტვინში ნეირონებს შორის კავშირს ამყარებს. 3 წლისთვის ამ კავშირების რაოდენობა 1000 ტრილიონს აღწევს, რაც მოზრდილი ადამიანის იგივე მაჩვენებლის ნახევარია. 11 წლიდან ტვინი ზედმეტი კავშირებისგან გათავისუფლებას იწყებს, ცოდნის მიღების უნარიც ქვეითდება.

3. რიტმის გრძნობა
რიტმის გრძნობა თანდაყოლილია. ეს ჯერ კიდევ 2009 წელს სამეცნიერო ექსპერიმენტით დამტკიცდა. 2-3 დღის ბავშვებს თავზე მიერთებული გადამცემი ელექტროდებით დოლის ხმას ასმენინებდნენ. როგორც კი
მეცნიერები დარტყმას რიტმიდან ამოაგდებდნენ, ბავშვების ტვინი დარტყმის "მოლოდინს" ზუსტად შესაფერის დროს აფიქსირებდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რიტმის გრძნობა ბავშვებს მშობლების საუბრისას ინტონაციის ამოცნობაში ეხმარება. ამიტომ "ესმით" ბავშვებს უფროსების მაშინაც კი, როცა სიტყვების მნიშვნელობა არ იციან. ამის გამო ძალიან კარგად არჩევენ მშობლიურ ენას უცხოურისგან.

4. სიყვარული გამოწვევა
დიახ, იყო ძალიან საყვარელი და ყველას დადებითი ემოციები მოჰგვარო, ესეც სუპერნიჭია. მეცნიერების ვარაუდით, რომ არა ეს გრძნობა, ბავშვები საცოდავ, უმწეო, სულელ და მოსაწყენ არსებებად მოგვეჩვენებოდნენ.
4436
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```