თუ ბავშვს პატარაობიდანვე არ განვუვითარეთ ყურადღება, სკოლაში შესვლის წინ ამის გაკეთება გაგვიჭირდება, თუმცა, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
ხელითა და გონებით
როცა ყურადღების განვითარებაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ვგულისხმობთ მისი მართვის ცოდნასა და უნარს. ადრე თუ გვიან ამ უნარს იძენს ყოველი ადამიანი, თუმცა ყურადღების"ხარისხი"ყველას განსხვავებული აქვს. ამასთან, ის შეიძლება განვავითაროთ და სრულვყოთ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სპეციალური მეცადინეობითაც. იყიდება წიგნები და სამუშაო რვეულები დავალებებით, რომლებიც საშუალებას იძლევა,
რა სარგებლობა მოაქვს გონებრივ თამაშებს?
ალბათ ყველა დაგვეთანმება, რომ ძალიან ძნელია საქმეზე კონცენტრირება, თუ მისი კეთება არ გვინდა. ამ დროს ნებისყოფის ჩართვა გვიწევს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო უჭირს, დაემორჩილოს სიტყვას"საჭიროა". ამიტომ ყურადღების განვითარებისას პირველი ნაბიჯია პროცესისადმი ინტერესის გაღვიძება. შეგიძლიათ,
1."იპოვე ასეთივე"- თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე წყვილი ერთნაირი სურათი ან ღია ბარათი (მაგ., ორი კურდღლებიანი, ორი დათუნიებიანი და ა.შ.). ყოველი წყვილიდან აიღეთ თითო და ისე დააწყვეთ, რომ პატარა ყველას კარგად ხედავდეს, დანარჩენები კი აურიეთ. შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, უპოვოს"გაქცეული"ცალი თითოეულ ბარათს.
2."ააწყვეთ სურათი". აიღეთ ორი წყვილი ერთნაირი სურათი. თითოეული წყვილიდან თითო რამდენიმე ნაწილად გაჭერით და აურიეთ. შემდეგ აჩვენეთ ბავშვს ერთ-ერთი ფრაგმენტი და სთხოვეთ გამოიცნოს, რომელ სურათს ეკუთვნის და სად უნდა მოთავსდეს. პატარა ბავშვს შესთავაზეთ, დაადოს"ამოცნობილი"ფრაგმენტი მთლიან სურათს, ხოლო მოზრდილს - დააკვირდეს ნიმუშს და ფრაგმენტებისგან სურათი ააწყოს.
3."ცივა-ცხელა". სთხოვეთ ბავშვს, გავიდეს ოთახიდან, თქვენ კი ამ დროს სადმე დამალეთ სათამაშო. ბავშვის ამოცანაა, მოძებნოს სათამაშო თქვენი კარნახით. როცა სამალავს მიუახლოვდება, უნდა თქვათ"თბილა"ან"ცხელა", ხოლო როცა დაშორდება -"ცივა".
ეს თამაში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ის ბავშვს არა მხოლოდ"მხედველობით", არამედ"სმენით"ყურადღებასაც უვითარებს. გარდა ამისა, ასწავლის, მართოს თავისი ქცევა გაგონილის შესაბამისად. იმის მიხედვით, როგორ დაძლევს ბავშვი მარტივ ამოცანებს, მიაწოდეთ უფრო რთული, მაგრამ უარი არ უთხრათ დახმარებაზე, თუ დასჭირდა. მეცადინეობამ შესაძლოა მაშინვე არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ შეამჩნევთ, რომ ბავშვი უფრო მობილიზებული გახდება, ხოლო როცა სკოლაში მივა, გაკვეთილზე ყურადღების მოკრება აღარ გაუჭირდება.
საბავშვო ჟურნალები
ყურადღების კონცენტრაციისა და დაკვირვების უნარის გასავითარებელ სავარჯიშოებს საბავშო ჟურნალებიც გვთავაზობენ. ბავშვი, რომელიც თავიდანვე მიჩვეულია მარტივი ამოცანების შესრულებას, წესების დაცვით შეუძლია თავის გაართვას სირთულეს, ის სასკოლო გარემოს და სწავლების პროცესს ადვილად ეგუება. გარდა ამისა, გასართობ ბეჭდურ გამოცემასთან სისტემატური კონტაქტი მას წიგნისადმი და კითხვისადმი სწორ დამოკიდებულებასაც უყალიბებს. თავადაც ხომ შეგიმჩნევიათ, კარგი მოსწავლეები ყოველთვის არიან გატაცებულნი წიგნებითა და ჟურნალებით.
მომზადებულია mkurnali.ge-ს მიხედვით.