ბავშვის "ჭიჭყინის" საიდუმლო - როგორ გადავაჩვიოთ პატარა უმიზეზო ჭირვეულობას
ბავშვის "ჭიჭყინის" საიდუმლო - როგორ გადავაჩვიოთ პატარა უმიზეზო ჭირვეულობას
ბავშვის ჭირვეულობას მოთმინებიდან ხშირად გამოვყავართ. თუმცა თუ კარგად გააცნობიერებთ, რა უდევს საფუძვლად მათ "უზნეო" ქცევას, ამ მძიმე წუთების უფრო მშვიდად გადატანასაც მოახერხებთ. მაინც რომელია ბავშვთა ჭირვეულობის ყველაზე გავრცელებული მზეზები?

ჭირვეულობა ყურადღების მისაქცევად სჭირდება
18 თვის ასაკიდან ბავშვი ძირითადად ასე ცდილობს უფროსების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. ამ ასაკში საკუთარი პრობლემებისა და გრძნობების გამოხატვის სხვა ხერხს ვერ პოულობს. ასე რომ, ტირილით, ღნავილითა და "უმიზეზო" ჭინჭყლობით აგრძნობინებს პატრონს, რომ რაღაც "სჭირს" - მოშივდა, ძილი
დააკლდა, ან სულაც ხასიათზე ვერ არის. რაც მალე დაადგენთ მიზეზს, მით სწრაფად შეწყდება ეს წუწუნი.

დისკომფორტი
გადაიღალა, ახალმა შთაბეჭდილებებმა ზედმეტად აღაგზნო და უხასიათობა გამოიწვია. შეიძლება სულაც ავად ხდება. ამ "კაპრიზებს", როგორც წესი, ეპიზოდური ხასიათი აქვთ და თუ ყურადღბას გამოიჩენთ, მალევე გაუვლის.

ჭირვეულობა - მიზნის მისაღწევი საშუალება
ეს ბავშვთა ჭირვეულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. "ეს არ მინდა, ის მინდა, ეს მიყიდე" - უკვე გამიზნული ქცევის ნაწილია, რომლის შედეგადაც იცის, რომ რაღაცას მიაღწევს.
ბავშვი-მანიპულატორები მშობელთა არასწორი ქცევის პირდაპირი შედეგები არიან. უფროსები სხვადასხვა მიზეზის გამო თავად უბიძგებენ პატარას ასეთი საქციელისკენ. ურჩევნიათ
ბავშვის ახირება შეასრულონ, ვიდრე თავი შეიწუხონ და ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინონ. საბოლოოდ კი ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ხასიათსა და გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულებაზე.
ბავშვი ეჩვევა რომ ტირილითა და ფეხების ბაკუნით სურვილის ასრულება. შესაძლებელია, ეს ჩვევა (რომელიც ასაკის მიხედვით დაიხვეწება) მოზრდილობაშიც გაჰყვეს. აი მაშინ კი მოთხოვნების დაკმაყოფილება უფრო და უფრო გაგიჭირდებათ.
ასე რომ არ მოხდეს, ჭირვეულობა უნდა შეაწყვეტინოთ. თუმცა არა ყვირილით, სასჯელითა და მუქარით. მოთმინებით აღიჭურვეთ და იგნორირება გაუწიეთ მის მორიგ ახირებას. სხვა ოთახში გადით და ცოტა ხნით მარტო დატოვეთ. მისი მცდელობა ხომ "მაყურებელზეა" გათვლილი - თუ ვერავინ ხედავს მის ისტერიკას, მისი მოწყობის სურვილიც იკლებს.
მეორე გამოსავალიც არის - მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანოთ. რაც მთავარია, "კაპრიზის" აღკვეთისადმი ასეთი მკაცრი დამოკიდებულება ოჯახის ყველა წევრმა ერთად უნდა გამოიჩინოს. შედეგი ვერ გექნებათ, თუ დედის "იგნორირების პოლიტიკას" ბებია და ბაბუა ძველებურად "ასრულების პოლიტიკით" ჩაანაცვლებენ.

ჭირვეულობა - ნევროზის ნიშანია
ზოგგერ ბავშვის უმიზეზო უხასიათობა და "ჭიჭყინი" ნერვული სისტემის მოშლილობის ბრალია. ამიტომ ბავშვი დაძაბულობის, შიშის და შფოთვის გნმო საკუთარ თავსა და ემოციებს ვერ აკონტროლებს.
ამ პრობლემის მქონე ბავშვები სწრაფად აღგზნებადები არიან, ჰიპერაქტიურები, აქვთ ძილის დარღვევა, უარს ამბობენ ჭამაზე, ზოგჯერ თავს იტკიებენ.
თუ შვილს მსგავს სიმპტომებს ამჩნევთ, აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან. ბავშვის ფსიქიკა ძალიან "მოქნილია" და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებით კორექციას ადვილად ექვემდებარება.
არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ჭირვეულობის წუთები არ ჰქონია. ეს სრულიად ბუნებრივია. ამის მიუხედავად, მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ საშიში სიმპტომი არ გამოეპაროს.
25652
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?