მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები 5 წლის ასაკში: საჭიროა თუ არა ლოგოპედი?
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები 5 წლის ასაკში: საჭიროა თუ არა ლოგოპედი?
ჩემი ბიჭი 5 წლისაა, მაგრამ აქამდე გაურკვევლად ლაპარაკობს. მის ჯგუფში კიდევ ორი ბიჭია, რომლებსაც ჩემი შვილივით აქვთ მეტყველების პრობლემები. თითქოს ვმეცადინეობთ ერთად სიტყვების თამაშს, მაგრამ როდესაც აღარ გამოსდის რთული სიტყვების გამოთქმა - აღარ გვეთამაშება. შედეგი ჯერ არ გვაქვს. სკოლაშიც პრობლემები შეექმნება. რას გვირჩევთ კიდევ, დაველოდოთ თუ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები? - ასეთი შეკითხვა ბევრ მშობელს აქვს.

შეკითხვას პასუხობს ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი:

- ბავშვს სჭირდება არა ლოგოპედი, არამედ მშობლები და ახლობლები,
რომლებიც მას გამუდმებით ელაპარაკებიან. მთელი კაცობრიობა და მისი მისი ცივილიზებული ნაწილი ეჯახება რეალურ პრობლემას - ბავშვებს უფრო ხშირად ესმით ტელევიზორისა და კომპიუტერის ხმა, ვიდრე დედ-მამის. ბავშვები ურთიერთობენ არა ადამიანებთან, არამედ გაჯეტებთან. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბავშვი მხიარულად და კარგად გრძნობს თავს არა მშობლებთან, არამედ სმარტფონებთან. სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. უფროსებმა უნდა აჩუქონ მათთვის ყველაზე ძვირფასი - თავიანთი თავისუფალი დრო. მშობლებს ხშირად არ ესმით, ისინი ურთავენ ბავშვებს გაჯეტებს, რათა მოიპოვონ თავიანთი თავისუფალი დრო. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად ყიდულობენ ბავშვებისთვის ახალ-ახალ ელექტრონულ მოწყობილობებს, ასწავლიან მათ მოხმარებას. შემდეგ კი თავიანთ თავისუფალ დროსა და ოჯახის ბიუჯეტს ხარჯავენ ლოგოპედთან ვიზიტებში.
mshoblebi
ესაუბრეთ ბავშვებს, კომენტარი
გაუკეთეთ იმას, რასაც ხედავს, უმღერეთ სიმღერები, ერთად დაათვალიერეთ საბავშვო ჟურნალები, წაუკითხეთ ძილის წინ ზღაპრები, დაუსვით კითხვები, მოთმინებით დაელოდეთ პასუხებს, ნუ დაიზარებთ უპასუხოთ ბავშვის შეკითხვებს და მნიშვნელოვნად შემცირდება ლოგოპედთან ვიზიტის აუცილებლობა.
21645
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
იანგ თაგი
0
არაუშავს’ ჩემი ძმაკაცი 17 წლისაა და ისიც გაურკვევლად ლაპარაკობს
16:50 / 28-11-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```