ეჭვიანობა უმცროს-უფროსს შორის, ანუ საჭირო არ არის, ყველა შვილი ერთნაირად გიყვარდეთ
ეჭვიანობა უმცროს-უფროსს შორის, ანუ საჭირო არ არის, ყველა შვილი ერთნაირად გიყვარდეთ
ორი და მეტი შვილის მშობლებმა შესანიშნავად იციან, რას ნიშნავს, როცა ოჯახში ახალი წევრი იბადება, რამდენი სირთულე ახლავს უფროსი შვილისთვის „ახალი ბავშვის“ სწორად წარდგენას და მერე მათ შორის შესაბამისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

არცთუ იშვიათად უფროსი შვილები თავს დაჩაგრულად და მიტოვებულად გრძნობენ, ვინაიდან დედ-მამის მთელი ყურადღება უმცროს დაიკოზე ან ძამიკოზე გადადის. ეჭვიანობის გამო ისინი არაკეთილგანწყობილები და, უფრო მეტიც, აგრესიულებიც კი ხდებიან ოჯახის ახალი წევრის მიმართ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ამგვარი გართულება თავიდან აიცილოს და უფროსმა უმცროსი თბილად მიიღოს? გთავაზობთ რჩევებს დედებისა და
ბებიების პირადი გამოცდილებიდან, რომლებსაც ბავშვთა ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან.

1. უფროსი შვილი უმცროსის დაბადებამდე უნდა მოამზადოთ მასთან შესახვედრად. პატიოსნად უნდა უთხრათ, რომ მალე სახლში ჩვილი ბავშვი „მოვა“, რომელსაც ბევრი ყურადღება და ზრუნვა დასჭირდება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მას სჭირდებოდა, როცა ჩვილი იყო. ნუ წარუდგენთ მას უმცროს დაიკოსა თუ ძამიკოს როგორც პარტნიორს თამაშებში.


ასევე იხილეთ: როგორ დავეხმაროთ და-ძმას, მეგობრულად იცხოვრონ


2. ნუ ეტყვით უფროსს, რომ ახლა ის უკვე დიდია. უმცროსი შვილის დაბადება უფროსს არც ასაკს მატებს და არც ჭკუას. პირიქით, თავიდან ამას მისთვის მხოლოდ სტრესი მოაქვს და ხშირად, შესაძლოა, თავიც კი „მოიუმცროსოს“: სასეირნო ეტლში ჩაჯდომაც მოითხოვოს, სარწეველაში
ჩაწოლაც და საწოვარიანი ბოთლიდან წყლის დალევაც. ეს ნორმალური რეაქციაა და ამის გამო ბავშვს არ უნდა გაუწყრეთ. 3. დაიხმარეთ უფროსი უმცროსის მოვლაში. ოღონდ კი არ დააძალოთ, სთხოვეთ. მერე კი, თუ დაგთანხმდათ, ნაკლებად მკაცრად გააკონტროლეთ.

4. შეუნარჩუნეთ უფროსს ჩვეული მოვლენებისა და გარემოს თუნდაც ნაწილი, რომელიც მას უმცროსის დაბადებამდე ჰქონდა, მაგალითად, ერთად სეირნობა, მულტფილმების ერთად ნახვა, საკუთარი ოთახის მოწყობა… განაგრძეთ კითხვა
3435
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```