როგორ „გამოვაფხიზლოთ“ არდადეგებისას მოდუნებული ბავშვის გონება
  როგორ „გამოვაფხიზლოთ“ არდადეგებისას მოდუნებული ბავშვის გონება
სასწავლო წლის დაწებამდე ბევრი მშობელი იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ "გამოაფხიზლოს“ არდადეგებისას მოდუნებული ბავშვის გონება და ცდილობს უკეთესი ნიშნებისთვის მოამზადოს.
გაჯეტებთან ხშირი ურთიერთობების გამო მოზარდების უმრავლესობას გონებაც გაზარმაცებული აქვს და სწავლისთვის ყურადღების დათმობაც უჭირს.  შეწუხებული მშობლები შვილებს სმარტფონებს, პლანშეტებს, ნოთბუქებს ართმევენ და აიძულებენ ცოტა ხნით გარეთ გავიდეს და გაისეირნოს. როგორი უნდა იყოს გასეირნება, რომ ბავშვის ჯანმრთელობას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს და უფრო მეტიც, დადებითი გავლენა ჰქონდეს მის შემეცნებით შესაძლებლობებზე?- ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ოკლენდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა სცადა.

სპეციალისტებმა 7-13 წლის ასაკის, 305
მონაწილე ბავშვისთვის ჩაატარეს კვლევა.
თავიდან ბავშვები გონებრივი შესაძლებლობები შეამოწმეს ტესტების საშუალებით, რომელიც შედგენოდა 6 დავალებისაგან. ექსპერიმენტით ცდილობდნენ გამოევლინათ, როგორი მახსოვრობა ჰქონდათ მონაწილებს და როგორ სწრაფად აღიქვამდა მათი ტვინი მიღებულ ინფორმაციას. ეს მოცემულობა საჭირო იყო იმისათვის, რომ გაეგოთ ბავშვის უნარ-ჩვევების განვითარება აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული უნარების მხრივ.

ექსპერიმენტისაას ბავშვები გაიყვნენ ორ ჯგუფად. თითოელი მათგანისთვის შემუშავდა სატრენინგო სისტემა . პირველ ჯგუფს, რომელშიც გაწევრიანებული იყვნენ პატარები, დაევალათ ეს ყოველ დილით, ათი წუთის განმავლობაში ინტესიური ფიზიკური დატვირთვით ვარჯიში. ასე გრელდებოდა 1,5 განმავლობაში. მეორე ჯგუფისთვის რეკომენდებული იყო აერობიკის ვარჯიშები (მსუბუქი ფიზიკური აქტივობა ლაშქრობისა და სხვების სახით).

ექსპერიმენტის დასასრულს,
ბავშვებს ისევ ჩაუტარდათ ტესტი, რომელითაც კვლევის დასაწყისში გამოსცადეს. ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, იმ ბავშვებს განუვითარდათ ყველაზე აქტიურად შემეცნებითი შესაძლებლობები,რომლებიც ყოველდღიურად ინტესიურად იყვნენ დაკავებული ფიზიკური ვარჯიშებით. ხოლო იმ ბავშვების შემეცნებით განვითარებაზე, რომლებიც მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშებით იყვნენ დაკავებული სასიკეთო ცვლილებები არ დაფიქსირდა.

აქდედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ზომიერ ტრადიციულ ფიზიკურ დატვირთვას ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის არანაირი ეფექტი არ მოაქვს. თუ გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთესად აღიქვან სკოლაში მიღებული ინფორმაცია, ამისათვის საჭიროა აქტიურად დაკავდეს ის სპორტით ან გასეირნების დროს დაიტვირთოს ფიზიკურად. ველოსიპეტით გასეირნება, ფეხბურთი, ფრენბურთი, რეზინობანა და მსგავსი მოძრავი თამაშები მის სწავლაზე ისევე დადებიტად მოქმედებს,  როგორც დამატებითი სავარჯიშოების კეთება. თუმცა ისეც ნუ იფიქრებთ, რომ მეცადინეობის ნაცვლად თამაში მოუტანს ბავშვს სკოლაში წარმატებებს, უბრალოდ, გონებრივი და ფიზიუკური დატვირთვა ჰარმონიულად შეუხამეთ ერთმანეთს. 

წაიკითხეთ აამავე თემაზე: სპორტის რომელი სახეობა ეხმარება ბავშვს სწავლაში

ველოსიპედის შესახებ ეს ბევრმა არ იცის - რაში სჭირდება ბავშვს ეს "სათამაშო"?
2941
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```