სხვების თანდასწრებით შენიშვნა არ მომცეთ 1. ნუ მანებივრებთ, ამით მაფუჭებთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ რასაც მოვისურვებ, ყველაფრის შესრულება არ არის საჭირო, მაგრამ გცდით.
2. სიმკაცრის ნუ გეშინიათ, ამით მეხმარებით, რომ ზომიერება ვისწავლო.
3. ჩემთან დაკავშირებით ძალის გამოყენებას ნუ ეცდებით, თორემ ვიფიქრებ, რომ საქმე მხოლოდ ძალადობით კეთდება.
4. ნუ შემპირდებით ისეთ რამეს, რასაც ვერ შემისრულებთ, თორემ ვეღარ გენდობით.
5. ძალიან ნუ იდარდებთ, თუ ზოგჯერ გეტყვით, რომ მძულხართ. განა მართლა ასეა, უბრალოდ მინდა ინანოთ, რომ მაწყენინეთ.
6. ისე ნუ იზამთ, რომ თავი იმაზე პატარა მეგონოს, ვიდრე ვარ.
7. ჩემთვის და ჩემს მაგივრად ისეთს ნურაფერს გააკეთებთ, რისი გაკეთებაც თავად შემიძლია. თუ არადა, მშობლებს კი არა, მსახურებს დაემსგავსებით.
8. სხვების თანდასწრებით შენიშვნა არ მომცეთ.
9. ნუ მოგინდებათ საქმის გარჩევა ზუსტად მაშინ, როცა ვბრაზობ. ამ დროს ჩემს გონებაში არაფერი შედის. მაცადეთ, რომ დავწყნარდე და მერე ვისაუბროთ.
10. ნოტაციები არ გამაგონოთ. გაგიკვირდებათ, ისე კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთო და რა - არა, ცუდი რა არის და კარგი რა არის.
11. როცა რამეს ვაშავებ, ისე ნუ მაგრძნობინებთ თავს, თითქოს სასიკვდილო ცოდვა ჩავიდინე. შეცდომების უფლება მეც მაქვს.
12. არასოდეს მითხრათ, რომ თქვენ ჩემს ასაკში "ანგელოზები" იყავით. მაინც არ დავიჯერებ.
13. იმაზე კი ნუ წუხართ, რომ შვილთან ცოტა დროს ატარებთ. მთავარია, როგორ ატარებთ ამ მცირე დროს.
14. ჩემს შიშებზე ძალიან არ ინერვიულოთ, თორემ უარესად შემეშინდება.
15. ყურადღების, მოფერებისა და მოთმინების გარეშე გარეშე ჩემი გაზრდა შეუძლებელია.
16. ისე ძალიან მიყვარხართ, ისე, ისე რომ... გთხოვთ, თქვენც ასეთი სიყვარულით მიპასუხეთ.
17. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ექსპერიმენტები მიყვარს. სამყარო უნდა შევიცნო და გთხოვთ, ხელს ნუ შემიშლით.
18. მინდა დავწმუნდე, რომ მართლაც სიყვარულის ნაყოფი ვარ და არა უბრალო სქესობრივი კავშირის.
19. ნუ მემალებით, როცა თამამ კითხვებზე გულახდილ პასუხებს ვითხოვ.
20. ყველაფერზე პასუხს ნუ მომთხოვთ, ზოგჯერ თავადაც ვერ ვხვდები, როდის და დოგორ ჩავიდინე რამე.