ჩავატაროთ მარტივი ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ ბავშვების შესახებ
ბავშვები თუ უფროსები ხვადასხვა ფორმის ფიგურებს ხშირად ხატავენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ მარტივი ნახატებით ან ნახაზებით ადამიანის ამოცნობა ადვილად შეიძლება. ჩავატაროთ მარტივი ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ თქვენი შვილის შესახებ იმის მიხედვით, თუ რა ფორმის სხეულებს ხატავს მეცადინეობის ან უსაქმურობის დროს ყველაზე ხშირად. ერთად გააკეთეთ ეს სახალისო ტესტი და პასუხებიც ბავშვს წააკითხეთ.
წრეები და ბეჭდები
- ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთში ჩახატული წრეები იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მეგობრული ხარ.
ხეები
- თუ ხეები გაშიშვლებულია, ე.ი.ძალიან დაბნეული ხარ, ადგილს ვერ პოულობ. სქელი, დატოტვილი და ფოთლებიანი ხე კი შენს ენერგიულობასა და ხალისიან განწყობაზე მიანიშნებს.
სპირალები და ხვეულები
- ეს ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა გაქვს, ვერავის ეუბნები, თავად კი გიჭირს საქმის მარტო მოგვარება.
სახლები და გემები
- შენ ზუსტად იცი, რა გინდა და რა გჭირდება, მიზანდასახული ხარ და ყველაფერს თავად აგვარებ.
კვადრატები
- მეტყველებს, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილი ხარ, გიჭირს თანატოლებთან ურთიერთობა.