თავისუფალი დრო რომ ბავშვებმა მხოლოდ სახლის არევ-დარევას და ტელევიზორის ყურებას არ მოახმარონ არდადეგები დაიწყო და ბავშვებს უამრავი თავისუფალი დრო აქვთ. იმისთვის, რომ ეს დრო კომპიუტერულ თამაშებს ან სახლის არევ-დარევას არ მოახმარონ, ჯობს, თამაშის იდეები თავადაც მიახმაროთ, მაგალითად, ასეთი:
გოლიათის ფეხსაცმელი
სირთულე: საშუალო
მონაწილეები: 2 ბავშვი ან 2 გუნდი
დაგჭირდებათ: ორი წყვილი დიდი ფეხსაცმელი
ლახტი, თოკი ან ცარცი
1. სტარტი და ფინიში მონიშნე ლახტით ან თოკით, ან ცარცით დახაზე. დადე ფეხსაცმელი სტარტის ხაზთან მოთამაშის ან გუნდის წინ.
2. როცა წამყვანი იტყვის, "დაიწყეთ", სწრაფად ჩაიცვი ფეხსაცმელი და ფრთხილად გაემართე ფინიშის ხაზისკენ. იქმადე რომ მიაღწევ, მობრუნდი და სტარტისკენ გამოიქეცი.
3. თუ გუნდები თამაშობენ, მაშინ სტარტის ხაზთან გაიხადე ფეხსაცმელი და შენი გუნდის წევრს გადაეცი თამაშის გასაგრძელებლად.
მოგებულია ის მოთამაშე ან გუნდი, რომელიც პირველი მიაღწევს სტარტს. თუ მოთამაშეს ფეხიდან ფეხსაცმელი გასძვრება, უნდა ჩაიცვას და მერე გააგრძელოს სირბილი.
და კიდევ...
შეგიძლია, სტარტსა და ფინიშს შორის სხვადასხვა დაბრკოლებები დაალაგო და დიდი ფეხსაცმლით გადალახო ისინიც.
თუ ძალიან მოუსვენარი ბავშვები არიან და ენერგია მეტისმეტად მოჭარბებული აქვთ, გაურთულეთ თამაში გვერდული ან უკუღმა სირბილით. თუ ესეც გაუადვილდათ, მაშინ ხელში კოვზზე დადებული კვერცხი დააჭერინეთ, ოღონდ მოხარშული...
ამგვარი თამაშები იხილეთ გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნში "ვითამაშოთ გარეთ".