ძალიან დიდია მშობლისა და მასწავლებლის როლი, რომ ადრეულ ასაკში შეატყობს ბავშვს განსაკუთრებული ნიჭიერება მაღალგანვითარებულ ბავშვებსაც კი სჭირდებათ საგანმანათლებლო გარემო, რომელშიც ბოლომდე გაიხსნება ბავშვი და მისი პოტენციალი.
ამერიკელი ფსიქოლოგები და მკვლევარები 1971 წლიდან მოყოლებული აგერ უკვე 45 წელია, აკვირდებიან 5000 ინტელექტუალური, მაღალგანვითარებული ბავშვის ცხოვრებას. ეს ყველაზე ხანგრძლივი ექსპერიმენტია, რაც კი ოდესმე ჩაუტარებიათ. ამ ბავშვების უმეტესობა ძალიან წარმატებული გახდა სხვადასხვა დისციპლინაში - ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, სამეცნიერო-ტექნიკურ დისციპლინებსა და ინჟინერიაში.
ამ ბავშვებმა წარმატებას მიაღწიეს არა მარტო მეცნიერებაში, არამედ პოლიტიკასა და ბიზნესში. ბევრი მათგანი დღეს მილიარდერია. მათ შორის არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და Google-ის დამაარსებელი სერგეი ბრინი. "გინდა თუ არა ჩვენი ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობა ამერიკული საზოგადოების მაღალ-ინტელექტუალურ ფენას მიეკუთვნება, რომლებიც აკონტროლებენ მთელ მსოფლიოს", - ამბობს ინტერვიუში ერთ-ერთი ფსიქოლოგი და კვლევის ავტორი ჯონათან ვაი.
რა არის საჭირო მაღალი IQ-ს მქონე ბავშვისთვის, რათა მან შეძლოს თავისი პოტენციალის გამომჟღავნება? პირველ რიგში ასეთი ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურაღება მასწავლებლების მხრიდან. ისინი არ უნდა სწავლობდნენ სხვა ბავშვებთან ერთად. საჭიროა ინდივიდუალური სწავლების სისტემა - რათა გათვალისწინებული იქნას მათი ინტერესები. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება კლასიდან კლასში "გადახტომისა".
ასეთ ბავშვებს ბევრი რამ გამოარჩევთ სხვათაგან, რაც მშობელს და მასწავლებელს თავიდანვე არ უნდა გამოეპაროთ. აგალითად, მათ სირთულის გარეშე შეუძლიათ წარმოიდგინონ, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის ობიექტი სხვადასხვა პროექციაში.
კვლევის ავტორებმა ასევე შეამჩნიეს, რომ როგორც წესი, ეს ნიჭი ბავშვებში თავს იჩენს ძალიან ადრეულ ასაკში. მშობლის მოვალეობაა - ხელი შეუწყოს ბავშვის ნიჭის შემდგომ გაღრმავებასა და რეალიზებას.