ყველაზე კითხვადი
''მეტსახელის გამო ბავშვი შეიძლება ჩაგვრის ობიექტი გახდეს..." - რჩევები მშობლებს, გამოცდილი ადამიანებისგან
''მეტსახელის გამო ბავშვი შეიძლება ჩაგვრის ობიექტი გახდეს..." - რჩევები მშობლებს, გამოცდილი ადამიანებისგან
1 / 2
Next
ჩვილობის ასაკიდან მოყოლებული, მშობლები და არამარტო მშობლები ბავშვებს მოფერებით თუ ხანდახან დამცინავ მეტსახელებსაც ეძახიან. წლების შემდეგ ხდება ისე, რომ ხანდახან ბავშვის მეტსახელი უფრო ახსოვთ და მისი ნამდვილი სახელი ბევრისთვის უცხოც ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობისთვის სასიამოვნო და თბილ ემოციებთან არის დაკავშირებული შვილებისთვის მოფერებით შერჩეული სახელების დაძახება, ჩვენ მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებულმა პატარა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია:

,,მე ნია მყავს და მიას ეძახიან, რაც ძალიან მაღეზიანებს, მაგრამ ვერ გავაგებინე ზოგიერთს.”

,,ხალხს ის ვერ გავაგებინე, რომ
ჩემს შვილს დემეტრე ჰქვია და არა დემე. რა ზედმეტსახელზეა საუბარი”.

,,არ მიყვარს მოფერებითი სახელები. ორივეს ისეთი დავარქვი, რომ მაქსიმალურად ვერ შეძლონ გადაკეთება და დამახინჯება”.

’’ ვეძახი პეპელას, პრინცესას, ბაჭიას, ფისოს, პეპა გოჭს... გააჩნია რა მულტფილმია აქტუალური”.

’’მოფერებით ვეძახი ბუთქუნას, წიწილას, ფუნთუშას, გოდორს, მუთაქას, ზღარბუნას და ყველაფერს რაც ენაზე მომადგება. პატარაა ჯერ და სანამ გამდის, ყველაფერს ვეძახი’’.

’’წრუწუნას ვეძახი შვილსაც და მეუღლესაც”.

"ჩემს დედამთილს ბავშვობაში უმცროსი ძმა "გოგოს" ნაცვლად "დოდოს" ეძახდა და ეს სახელი შერჩა აქამდე. მისი ნამდვილი სახელი ლამის თვითონაც აღარ ახსოვს".

"მე ძალიან მაღიზიანებს, მით უმეტეს, დამცინავი მეტსახელები, რაც ხანდახან ბულინგის თემაც ხდება".


იმის გასარკვევად, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგების გამომწვევი შეიძლება
იყოს თვითონ ბავშვის ფსიქიკისთვის მასთან მეტსახელით ურთიერთობის დამყარება, mshoblebi.ge - ბავშვთა ფსიქოლოგ ეკა ნინოშვილს დაუკავშირდა.

- მეტსახელის შერჩევა ბავშვისთვის ზოგადად ხდება იმის მიხედვით, თუ რას ან ვის ამსგავსებენ ბავშვს. ამ დროს ყურადღების გამახვილება ხდება ფიზიკურ მონაცემებზე. თანატოლები ხშირად გვარებიდან გამომდინარე არჩევენ მეტსახელს. ზოგადად, ბავშვისთვის მეტსახელის შერჩევისას სტიგმატიზირება ხდება და ერთ გამორჩეულ ნიშანზე კეთდება აქცენტი. არ არის დიდად რეკომენდებული, ბავშვებს მეტსახელებით მივმართოთ, მით უმეტეს, როცა სახელს აქვს რაღაც საკრალური მნიშვნელობა. კონკრეტულად, როცა რაღაც სახელს არქმევ ბავშვს, ამით ხდება ბავშვის იდენტიფიცირება. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სახელი ჰქვია ადამიანს და როცა ამ სახელის ჩანაცვლება ხდება სხვა კნინობითი, მოფერებითი სახელით, ეს ხშირად პირდაპირ აისახება ბავშვის თავმოყვარეობაზე (სახელებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ იხილეთ ვრცლად). აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, თანატოლებთან ურთიერთობისას ბავშვის მიმართ მეტსახელის გამოყენება არ არის დიდად სასურველი. ამიტომ უმჯობესია, ბავშვს მიმართონ იმ სახელით, რას მას რეალურად ჰქვია. არის შემთხვევები, როცა მეტსახელად იყენებენ დადებითი პერსონაჟების სახელებს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, როცა ჩანაცვლება ხდება ნამდვილი სახელის რომელიღაც კონკრეტული გმირის სახელით, ეს არასასურველია.
ხშირად არის შემთხვევები, როცა მეტსახელები ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს და უკვე ქმნის საფუძველს, წარმოიქმნას მასში კომპლექსები საკუთარი გარეგნობის მიმართ. თუნდაც ხუმრობით რომ დავუძახოთ ბავშვს, ჩემი ყურპარტყუნა. ეს პირდაპირი მესიჯია იმისა, რომ ბავშვში ჩამოყალიბდეს კომპლექსები. გამომდინარე იქიდან, რომ მშობლები არიან პირველები, რომლებიც ზრუნავენ ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე, ნებისმიერი ასეთი მიმართვა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და კარგი იქნება, თუ პირიქით ბავშვის დადებით მხარეებზე გავმახვილებთ ყურადღებას მეტსახელის შერჩევისას. მაგალითად, ჩემო ლამაზთვალება. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ მიერ შერჩეული მეტსახელის გამო შეიძლება ბავშვი გახდეს ჩაგვრის ობიექტი, ეს ასეც რომ არ მოხდეს, თვითონ ბავშის შინაგანი განწყობა იქნება დამძიმებული და შეწუხებული.

- არის მშობელთა კატეგორია, რომელიც ცდილობს შვილის ’’დაცვას’’ მეტსახელისგან, რას ურჩევთ მათ?
- თუ ოჯახის წევრია ის ადამიანი, ვინც ბავშვს მეტსახელს ეძახის, თუნდაც ბებია ან ბაბუა, მშობელმა გულწრფელად უნდა აუხსნას და დაელაპარაკოს, რომ ეს არ არის კარგი ბავშვისთვის. რაც შეეხება თანატოლების მიერ მეტსახელის შერქმევას, მშობელმა მათთან სათითაოდ საუბარი შეიძლება ვერ შეძლოს, ამიტომ საჭიროა საკუთარ შვილთან საუბარი, რომ მან თავად შეძლოს თავის დაცვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალური ხასიათის არის. ზოგადი რეკომენდაცია რომ მივცეთ მშობლებს, ეს არის ბავშვს ასწავლონ იგნორი, მაშინ როცა მის გამოწვევას ცდილობენ თანატოლები მეტსახელის გამოყენებით. მეორე მომენტია, თუ ბავშვს მეტსახელს ფიზიკური ნაკლის გამო ეძახიან, მაგალითად, ეძახიან "ყურშას’’, "აჩკარიკს" - შვილს უნდა მოვუყვანოთ ისეთი მაგალითები, საიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი იყო ისეთი, რომელიც სათვალეს ატარებდა, ან დიდი ყური, დიდი ცხვირი ჰქონდა და ა.შ., და ეს სულაც არ არის დასაცინი. ხშირად მთელი ცხოვრება გაჰყვება ადამიანს შინაგანი კომპლექსის სახით ის, რომ მაგალითად, ბავშვს ბავშვობაში ეძახდნენ მოფერებით გლობუსას მრგვალი თავის გამო.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ, რას ამბობს ამ თემაზე მამა პეტრე კოლხი
1 / 2
Next
3924
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
15:58 / 05-12-2017
ანა
მე, მეტსახელის კი არა, საკუთარი სახელის გამო ვხდებოდი დაცინვის ობიექტი. საბუთებში არსებული სახელის გამო!!დაძახებით არავინ მეძახდა, მაგრამ დღემდე კარგად მახსოვს , თუ როგორ მძულდა მომენტი, როცა მასწავლებელს ჟურნალიდან სია უნდა ამოეკითხა. მშობლებო ნუ დაარქმევთ შვილს ბებიის ან ბაბუის სახელს, თუ იცით რომ თქვენ თვითონაც არცერთხელ დაუძახებთ მას.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15.12.2017
"გული ამიჩქარდა, ვიგრძენი, როგორ გავხურდი სიბრაზისგან ჩემს შვილზე..." - ერთი დედის გულისტკივილი
10.12.2017
სამყარო შეიცვალა და თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილი - დაეთანხმებით ამ ჩამონათვალს...
03.12.2017
"ახლა 45 წლის ვარ და მივხვდი, რომ ყველაფერი არასწორია. მე აღარ მრცხვენია"
06.11.2017
საბოლოო შედეგი ძალიან საინტერესოა




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31