"ხანდახან მოზარდებთან მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე მათ მშობლებთან" - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს
"ხანდახან მოზარდებთან მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე მათ მშობლებთან" - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს
1 / 2
Next
ბოლო დროის ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ინტერნეტდამოკიდებულებაზე, გაჯეტებისადმი მიჩვევაზე, მოზარდებისა და მშობლების გაუცხოებაზე გვესაუბრება გამოცდილი ბავშვთა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ირმა ფეიქრიშვილი.

- ქალბატონო ირმა, ყველაზე ხშირად რა ფსიქოლოგიური პრობლემებით მოგმართავენ მშობლები, ასაკის მიხედვით? მაგალითად, უფრო რა აღელვებთ 6 წლამდე ბავშვების მშობლებს, 6-დან 12-13 წლამდე და შემდეგ – თინეიჯერებს?
- სამწუხაროდ, ბოლო დროს, 6 წლამდე ბავშვების მშობლები ყველაზე ხშირად მომმართავენ ქცევის დარღვევასთან, აუტისტური სპექტრის აშლილობასთან ან აუტიზმთან დაკავშირები. ამ მხრივ საკმაოდ დასაფიქრებელი და შეიძლება ითქვას, საგანგაშო მდგომარეობაა. ასევე ხშირია მშობლების სურვილი,
ხელი შეუწყონ ბავშვს, მისცენ მას თავისუფალი, ლაღი ცხოვრების საშუალება, მოამზადონ ბაღისთვის, სკოლისთვის, დაეხმარონ შიშის დაძლევაში, თვითშეფასების ამაღლებაში და თვლიან, რომ ფსიქოლოგის დახმარებით ამას უკეთ მოახერხებენ, ასეთი თანამშრომლობა კარგ შედეგს გვაძლევს. რაც შეეხება 6-დან 12-13 წლამდე ასაკს, ხშირია პრობლემები სკოლაში, კომპიუტერზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, შიშები...
ხშირად მომმართავენ მოზარდების, ანუ თინეიჯერების მშობლები, რომლებიც ზოგჯერ პირველ ვიზიტზე ძალით მოჰყავთ, მერე კი საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო ურთიერთობა გვიყალიბდება, ხშირად მოზარდებთან მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე მშობლებთან, რომლებიც თვლიან, რომ მათი შვილები გამოუსწორებლად ცუდად იქცევიან და ძალიან ბევრს აშავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებისგან განსხვავდებიან...
mshoblebi
- რამდენად საფუძვლიანია ხოლმე მშობლების ღელვა და ფორიაქი და პირიქით – ალბათ არის შემთხვევები, როცა ბავშვს სჭირდება
ფსიქოლოგიური დახმარება და მშობელი ვერ ხვდება ამას...
- ძირითადად მშობლების ეჭვი, ღელვა გამართლებულია და ერთად ვახერხებთ პრობლემის დაძლევას, თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვი უბრალოდ ლაღი და ცელქია, მშობელს კი ეს გადაჭარბებულად ეჩვენება, ან მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას, იცვლის გარეგნობას და ეს მშობლების ფორიაქის მიზეზი ხდება. არის შემთხვევევბი, როცა ბავშვს, მართლა სჭირდება დახმარება, მაგრამ მშობელს არ უნდა აღიაროს, რომ პრობლემის წინეშე აღმოჩნდა და აიგნორებს ყველაფერს, თუმცა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ბავშვის ფსიქიურ განვითარებაზე ზრუნვა, ბევრი მშობლის პრიორიტეტად იქცა. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი ინტერნეტსივრცეში კითხულობს უამრავ ინფორმაციას გავრცელებული პრობლემების, დარღვევების შესახებ და იმდენად შეშინებულია, რომ ყველა სომპტომს ხედავს თავის შვილში, მოდის შეშინებული, შეშფოთებული, დარწმუნებულია, რომ საგანგაშო მდგომარეობა აქვს და აღმოჩნდება, რომ ბავშვი აბსოლუტურად უპრობლემოა და ყველაფერი მხოლოდ მშობლის ფანტაზიის და ღელვის ნაყოფია.

- რამდენიმე სიმპტომი, რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და დაუყოვნებლივ გაიაროს ფსიქოლოგის კონსულტაცია.
- თუ ბავშვი არ გაქცეთ ყურადღებას, არ გიყურებთ თვალებში, არ ესმის მარტივი ინსტრუქციები, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. რაც შეეხება მოზარდებს, თუ თქვენი ურთიერთობა ჩიხში აღმოჩნდა, ვერ ახერხებთ დიალოგს შვილთან და მოზარდი გულჩათხრობილი ან აგრესიულია, მიმართეთ სპეციალისტს.


გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
58124
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
lela
5
აქ ყველაფერი იყო რჩევების გარდა,სად პოულობთ ასეთ მრჩეველებს?-ალბათ ვიღაცის ნაცნობია.
10:45 / 30-01-2018
დედა
3
ბუბუს ვეთანხმები. მეც დიდი პრობლემების წინაშე დამაყენა ამ საზიზღარმა გამოგონებამ.მაგრამ ალბაათ შეუძლებელია უკვე მაგის გაქრობა.
23:00 / 29-01-2018
ბუბუ
1
ძალიან „ორიგინალური" რჩევებია, მაგრამ არანაირი შედეგის მომტანი. ეგ ყველაფერი დიდი ხანია იცის ყველა მშობელმა, მაგრამ გაჯეტებზე მიბმულ ბავშვებს სხვა აღარაფერი არ აინტერესებთ-არც ეზო უნდათ, არც სეირნობა. ეს ისეთი საყოველთაო სენია, რომელსაც აღარაფერი ეშველება, თუ კომპიუტერი არ გაქრება ამ სამყაროდან.
20:49 / 29-01-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი