"ხანდახან მოზარდებთან მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე მათ მშობლებთან" - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს
"ხანდახან მოზარდებთან მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე მათ მშობლებთან" - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს
1 / 2
Next
ბოლო დროის ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ინტერნეტდამოკიდებულებაზე, გაჯეტებისადმი მიჩვევაზე, მოზარდებისა და მშობლების გაუცხოებაზე გვესაუბრება გამოცდილი ბავშვთა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ირმა ფეიქრიშვილი.

- ქალბატონო ირმა, ყველაზე ხშირად რა ფსიქოლოგიური პრობლემებით მოგმართავენ მშობლები, ასაკის მიხედვით? მაგალითად, უფრო რა აღელვებთ 6 წლამდე ბავშვების მშობლებს, 6-დან 12-13 წლამდე და შემდეგ – თინეიჯერებს?
- სამწუხაროდ, ბოლო დროს, 6 წლამდე ბავშვების მშობლები ყველაზე ხშირად მომმართავენ ქცევის დარღვევასთან, აუტისტური სპექტრის აშლილობასთან ან აუტიზმთან დაკავშირები. ამ მხრივ საკმაოდ დასაფიქრებელი და შეიძლება ითქვას, საგანგაშო მდგომარეობაა. ასევე ხშირია მშობლების სურვილი,
ხელი შეუწყონ ბავშვს, მისცენ მას თავისუფალი, ლაღი ცხოვრების საშუალება, მოამზადონ ბაღისთვის, სკოლისთვის, დაეხმარონ შიშის დაძლევაში, თვითშეფასების ამაღლებაში და თვლიან, რომ ფსიქოლოგის დახმარებით ამას უკეთ მოახერხებენ, ასეთი თანამშრომლობა კარგ შედეგს გვაძლევს. რაც შეეხება 6-დან 12-13 წლამდე ასაკს, ხშირია პრობლემები სკოლაში, კომპიუტერზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, შიშები...
ხშირად მომმართავენ მოზარდების, ანუ თინეიჯერების მშობლები, რომლებიც ზოგჯერ პირველ ვიზიტზე ძალით მოჰყავთ, მერე კი საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო ურთიერთობა გვიყალიბდება, ხშირად მოზარდებთან მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე მშობლებთან, რომლებიც თვლიან, რომ მათი შვილები გამოუსწორებლად ცუდად იქცევიან და ძალიან ბევრს აშავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებისგან განსხვავდებიან...
mshoblebi
- რამდენად საფუძვლიანია ხოლმე მშობლების ღელვა და ფორიაქი და პირიქით – ალბათ არის შემთხვევები, როცა ბავშვს სჭირდება
ფსიქოლოგიური დახმარება და მშობელი ვერ ხვდება ამას...
- ძირითადად მშობლების ეჭვი, ღელვა გამართლებულია და ერთად ვახერხებთ პრობლემის დაძლევას, თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვი უბრალოდ ლაღი და ცელქია, მშობელს კი ეს გადაჭარბებულად ეჩვენება, ან მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას, იცვლის გარეგნობას და ეს მშობლების ფორიაქის მიზეზი ხდება. არის შემთხვევევბი, როცა ბავშვს, მართლა სჭირდება დახმარება, მაგრამ მშობელს არ უნდა აღიაროს, რომ პრობლემის წინეშე აღმოჩნდა და აიგნორებს ყველაფერს, თუმცა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ბავშვის ფსიქიურ განვითარებაზე ზრუნვა, ბევრი მშობლის პრიორიტეტად იქცა. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი ინტერნეტსივრცეში კითხულობს უამრავ ინფორმაციას გავრცელებული პრობლემების, დარღვევების შესახებ და იმდენად შეშინებულია, რომ ყველა სომპტომს ხედავს თავის შვილში, მოდის შეშინებული, შეშფოთებული, დარწმუნებულია, რომ საგანგაშო მდგომარეობა აქვს და აღმოჩნდება, რომ ბავშვი აბსოლუტურად უპრობლემოა და ყველაფერი მხოლოდ მშობლის ფანტაზიის და ღელვის ნაყოფია.

- რამდენიმე სიმპტომი, რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და დაუყოვნებლივ გაიაროს ფსიქოლოგის კონსულტაცია.
- თუ ბავშვი არ გაქცეთ ყურადღებას, არ გიყურებთ თვალებში, არ ესმის მარტივი ინსტრუქციები, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. რაც შეეხება მოზარდებს, თუ თქვენი ურთიერთობა ჩიხში აღმოჩნდა, ვერ ახერხებთ დიალოგს შვილთან და მოზარდი გულჩათხრობილი ან აგრესიულია, მიმართეთ სპეციალისტს.


გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
58108
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
კატო
4
მე რასაც ვუყურებ, ეხლანდელი მშობლების უმრავლესობა ბავშვებზე ზედგადოყოლილია, თვითონ იკლებენ და ბავშვებს ცდილობენ მისცენ ყველაფერი. რთული სამუშაო რეჟიმისა და მცირე ანაზღაურების მიუხედავად, ცდილობენ ბავშვიც გაახარონ, არც ინგლისური და სხვა საჭირო უნარების შესწავლა გამორჩეთ. ეს ახალგაზრდა თაობა თუ გაზულუქდა და ვერ გამოიყენებს და ვერ დააფასებს მშობლების შრომას, დააბრალონ თავის თავს.ბევრ ბავშვს მშობლები არ ჰყავს, არც ვინმე გულშემატკივარი, მაგრამ მთელი დღე ეკრანსმიშტერებული არ არის და ცხოვრების მრავალფეროვნებას კარგად აღიქვამს.პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს ,,მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველას" პრინციპით.
08:52 / 23-12-2018
zura
3
21-ე საუკუნიდან ქვის ხანაში ბავშვებს ვერ დააბრუნებ, უკვე 1 წლიდან არიან ბავშვები მიჯაჭვული სმარტფონებსა თუ პლანშეტებზე და დიდი ხანია ტელევიზორებიც აღარ არის მათთვის საინტერესო. ისე ბავშვს რომ ბევრი დრო უნდა დაუთმო და ბუნებაში ასეირნო არ არის ახალი აღმოჩენა - ისედაც ყველამ იცის.
10:37 / 02-05-2018
Tata
5
მე მყავს სამი შვილი და მინდა ვთქვა რომ ძალიან რთულია ჩემთვის მოვწყვიტო ვირტუალურ სამყაროს. ვცდილობ ვესაუბრო,ვეთამაშო,მაგრამ სულ ცოტა ხანს გრძელდება ჩვენი ურთიერთობა(( მაინც ტელეფონისკენ უწევთ გონება და გული. რომ ჩამოვართმევ მერე გული წყდება და არის ერთი ალიაქოთი ძალა მე ვარ და ძალა ისინი სამწუხაროდ საბოლოოდ ისინი იმარჯვებენ,რადგან ნებისყოფა აღარ მყოფნის
18:22 / 27-02-2018
მირანდა
2
ეს ქალბატონი კარგ რჩევებს იძლევა. კომპიუტერში არ არის პრობლემა, პრობლემა ჩვენშია, მშობლებში და ოჯახის გარემოში. მეც მყავს შვილი (4 წლის) და ვახერხებ იმას რომ ეკრანს არ მიეჯაჭვოს. ამისთვის პირველ რიგში ჩემი თავი გავანთავისუფლე ეკრანისაგან. ტელევიზორს არ ვრთავთ სახლში (აკრძალული არ გვაქვს, უბრალოდ სანამ ბავშვი ჩვენს გვერდით არის ტელევიზორი გამორთულია). ´გარდა ამისა, როცა ბაღიდან ბრუნდება, ჩვენ მას ვეთამაშებით ოღონდ არა როგორც დიდები, არამედ ჩვენ მშობლებიც პატარებად ვიქცევით. ეს მნიშვნელოვანია (!) ბავშვს ვერ დააინტერესებ თამაშით თუ მის სამყაროში არ შეხვალ და ხანდახან მასთან მებრძოლი მეკობრე ან წვეულებაზე მიმავალი პრინცესა არ გახდები. მისი სამყარო როგორც რეალობა ისე უნდა მიიღო, მისი 'სადარდებელი' უნდა გაიზიარო. იყო მისი 'თოჯინა-ბავშვის' მამა (როცა სინამდვილეში დედა ხარ :) ) ხატო, იხტუნავო, ირბინო და აკეთო ის რასაც ის აკეთებს. აი მაშინ ეკრანის დრო სულ არ დარჩება. თუმცა მცირე რაოდენობით ეკრანსაც უყურებს ჩემი შვილი (ოღონდ უნდა 'დაიმსახუროს', მაგალითად თუ მიალაგებს მიმოფანტულ სათამაშოებს ან კბილებს დროულად გაიხეხავს, ან .. ან.. ) ეს მცირე რაოდენობა არის ერთი 15 წუთიანი საყვარელი მულტფილმის სერია ან სიმღერები (კვირაში 3-4 ჯერ). იცის რომ როცა დასრულდება გაითიშება და რომ სხვა დროს ისევ აუცილებლად ჩავურთავთ (რომ გული არ დაწყდეს). მესმის რომ რთულია საკუთარი თავის 'გაწვრთნა' ამ გადაღლილ გარემოში, თანაც ისეთ ოჯახში სადაც მრავალი თაობა ერთად ცხოვრობს მაგრამ სხვანაირად არ გამოვა...
14:41 / 27-02-2018
დათო
2
ან არასწორად იგებთ ან არ გინდათ რომ გაიგოთ. გარკვევით წერია რომ ბავშვმა რომ დაძლიოს გაჯეტზე დამოკიდებულება, უნდა ასეირნოთ, ბუნებაში გაიყვანოთ და სხვა დროის გასაყვანი მოუძებნოთ, მაგალითად დააკავოთ სპორტით ან ხელოვნებით. დღევანდელი ახალგაზრდა მშობლების უმეტესობის პრობლემა ის არის, რომ იმდენ დროს ვატარებთ სამსახურში რომ ჩვენი პირადი გართობისთვისაც ნაკლები დრო გვრჩება და როდესაც შვილები გვყავს უკვე ვიხლიჩებით, თავისუფალი დრო საკუთარ თავებს და გართობას დავუთმოთ თუ ჩვენს პატარებს. ამიტომ ხშირად ხდება რომ ჩვენი ყურადღების ნაცვლად პატარებს ჩვენს გაჯეტებს ვუთმობთ რომ ჩენც წყნარად დასვენების საშუალება მოგვეცეს, ნაცვლად იმისა რომ წიგნი დავათვალიეროთ მათთან ერთად, ფაზლი ავაწყოთ, მუსკა ჩავრთოთ და ვიცეკვოთ ან ყირაზე გადავიდეთ. მწარე რეალობაა მაგრამ ასეა. და მერე ვწუწუნებთ რომ რაღაც ისე ვერ არის. არავინ არავის არ დადნაშაულებს, უბრალოდ ასეთია რეალობა და რაც მალე შევცვლით ამას, მით უკეთესი.
14:49 / 08-02-2018
მსგავსი სიახლეები