ზოგჯერ მშობლის ნათქვამი მათ სულ სხვანაირად ესმით მშობელი რის მშობელია, თუ ბავშვს შენიშვნა არ მისცა. დიახ, მშობელმა უნდა მიაჩვიოს ბავშვი წესრიგსაც და დროის განაწილებასაც. მაგრამ სანამ მკაცრად შევუდგებით ბავშვის წვრთნას, ჯობია კარგად გავაანალიზოთ, რა მოჰყვება ჩვენს შენიშვნას. ბავშვი რომ შენიშვნით იზრდებოდეს, სამყარო ნამდვილად სრულყოფილი იქნებოდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი ძალიან სასარგებლო და ჭკვიანური რჩევა-დარიგებები დიდად არ მოქმედებს ხოლმე ჩვენს საყვარელ შვილებზე. მიზეზი ისაა, რომ ზოგჯერ მშობლის ნათქვამი მათ სულ სხვანაირად ესმით. ვნახოთ, სინამდვილეში როგორ აისახება მათ ცნობიერებაში ჩვენი შენიშვნები