"რატომ ღრიალებს თქვენი შვილი?" - როცა მშობელს რცხვენია შვილის საქციელის გამო
"რატომ ღრიალებს თქვენი შვილი?" - როცა მშობელს რცხვენია შვილის საქციელის გამო
1 / 2
Next
ეს ერთი გამოცდილი ქალის ჩანაწერებია, რომელსაც უკვე შვილიშვილი ჰყავს:

"არასოდეს არ შემრცხვენია ისე, როგორც იმ მომენტში, როდესაც ჩემი საყვარელი შვილი სუპერმარკეტში დაწვა იატაკზე და დაიწყო ყვირილი: "მინდა მიკროფონიიიიიიი!"

მსგავს სულელურ სიტუაციაში პრაქტიკულად ყოველი ჩვენგანი აღმოჩენილა. როდესაც ბავშვი ძირს ვარდება, ტირის, არაფრის მოსმენა არ უნდა... ამ დროს გამვლელი ბებია ეუბნება: "უი, აბა ვინ არის ყველაზე კარგი ბიჭი? ალბათ ჩემთან წავიყვან!"

არაფერი არ შველის: არც მოლაპარაკება, არც ხელის მოქაჩვა, არც თხოვნა და არც გაბრაზება. თავს გრძნობ საშინლად დაბნეულად და დაუცველად. ირგვლივ ხალხია.
ზოგი თანაგიგრძნობს, ზოგი კი გკიცხავს...

"შემრცხვა, როდესაც ჩემი მეორე - 5 წლის ბიჭი საბავშვო მოედანზე გოგონას ნიჩბით სცემდა. გოგონამ ძლივს აშენებული ქვიშის კოშკი დაუნგრია ჩემს შვილს. შემთხვევით კი არა, შეგნებით! გოგოს ბებია ბავშვების შუაში ჩადგა და ბოლო ხმაზე უყვიროდა ჩემს შვილს: "ის ხომ გოგოა!"
mshoblebi
მაშინ მე შემრცხვა ჩემი თავის. სასწრაფოდ გამოვიყვანე მოედნიდან ჩურჩულით, რომ ასე არ შეიძლება, რომ გოგონების ცემა არ შეიძლება. შინაგანად კი ოფლი მასხამდა, რადგან ის თავის მხრივ მართალი იყო. მაშინ ორმაგად შემრცხვა: ისიც მართალი იყო და მეც უნდა გამოვსულიყავი ამ სკანდალიდან რამენაირად.


ასევე იხილეთ: "ნუ მკითხავთ, რატომ ღრიალებს შუა ქუჩაში
ჩემი შვილი და რატომ წვება ძირს..." - ერთი ქართველი დედის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა


ერთხელაც ჩემი ქმრის საქციელის გამო შემრცხვა, როდესაც ჩვენმა უმცროსმა ბიჭმა სკოლიდან მოიტანა შენიშვნა: "დასვენებაზე დარბოდა". ჩემს კითხვაზე: "როდისღა ირბინოს ბავშვმა თუ არა დასვენებაზე?" მეუღლემ მიპასუხა, რომ უნდა იჯდეს იქ, სადაც მასწავლებელი დასვამსო...

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
4791
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
1
0
რა სიჩერჩეტეა
11:36 / 06-12-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?