"ახლა 45 წლის ვარ და მივხვდი, რომ ყველაფერი არასწორია. მე აღარ მრცხვენია" ეს ერთი გამოცდილი ქალის ჩანაწერებია, რომელსაც უკვე შვილიშვილი ჰყავს:
"არასოდეს არ შემრცხვენია ისე, როგორც იმ მომენტში, როდესაც ჩემი საყვარელი შვილი სუპერმარკეტში დაწვა იატაკზე და დაიწყო ყვირილი: "მინდა მიკროფონიიიიიიი!"
მსგავს სულელურ სიტუაციაში პრაქტიკულად ყოველი ჩვენგანი აღმოჩენილა. როდესაც ბავშვი ძირს ვარდება, ტირის, არაფრის მოსმენა არ უნდა... ამ დროს გამვლელი ბებია ეუბნება: "უი, აბა ვინ არის ყველაზე კარგი ბიჭი? ალბათ ჩემთან წავიყვან!"
არაფერი არ შველის: არც მოლაპარაკება, არც ხელის მოქაჩვა, არც თხოვნა და არც გაბრაზება. თავს გრძნობ საშინლად დაბნეულად და დაუცველად. ირგვლივ ხალხია. ზოგი თანაგიგრძნობს, ზოგი კი გკიცხავს...
"შემრცხვა, როდესაც ჩემი მეორე - 5 წლის ბიჭი საბავშვო მოედანზე გოგონას ნიჩბით სცემდა. გოგონამ ძლივს აშენებული ქვიშის კოშკი დაუნგრია ჩემს შვილს. შემთხვევით კი არა, შეგნებით! გოგოს ბებია ბავშვების შუაში ჩადგა და ბოლო ხმაზე უყვიროდა ჩემს შვილს: "ის ხომ გოგოა!"
მაშინ მე შემრცხვა ჩემი თავის. სასწრაფოდ გამოვიყვანე მოედნიდან ჩურჩულით, რომ ასე არ შეიძლება, რომ გოგონების ცემა არ შეიძლება. შინაგანად კი ოფლი მასხამდა, რადგან ის თავის მხრივ მართალი იყო. მაშინ ორმაგად შემრცხვა: ისიც მართალი იყო და მეც უნდა გამოვსულიყავი ამ სკანდალიდან რამენაირად.
ერთხელაც ჩემი ქმრის საქციელის გამო შემრცხვა, როდესაც ჩვენმა უმცროსმა ბიჭმა სკოლიდან მოიტანა შენიშვნა: "დასვენებაზე დარბოდა". ჩემს კითხვაზე: "როდისღა ირბინოს ბავშვმა თუ არა დასვენებაზე?" მეუღლემ მიპასუხა, რომ უნდა იჯდეს იქ, სადაც მასწავლებელი დასვამსო...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
კარგად რომ დავფიქრდეთ, მაშინ ჩვენში "ცხოვრობდნენ" სტერეოტიპები (უფროსი 21 წლისაა, უმცროსი 14): გოგონებს სამაგიერო არ უნდა გადაუხადო, მასწავლებელი ყოველთვის მართალია, ბებიებმა უკეთ იციან ყველაფერი - მათ ხომ დიდი გამოცდილება აქვთ და ა. შ.
ახლა 45 წლის ვარ და მივხვდი, რომ ყველაფერი არასწორია. მე აღარ მრცხვენია.
აღარ მრცხვენია, როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, რადგან მას აქვს ისტერიკა. ის დაიღალა, გაოფლიანდა და შია. ან სულაც როგორც ანეკდოტშია ნათქვამი:
- რატომ ტირის თქვენი შვილი, რა უნდა?
- მას უნდა ყვირილი.
- იტირებს, იყვირებს და გაჩერდება.
არ მრცხვენია, როდესაც ჩემი შვილი უპასუხებს აგრესიას, მაშინაც კი, თუ საქმე ეხება გოგონას. გოგონას უნდა დაუბრუნო "ხურდა" ისევე, როგორც ბიჭებს, როცა სხვაგვარად თავის დაცვა არ გამოგდის.
არაა სირცხვილი უთხრა მასწავლებელს, რომ ის არ არის სწორი. ბავშვს უფლება აქვს ირბინოს დასვენებაზე, იმღეროს. არ არის სირცხვილი, როდესაც თქვენი შვილი ზის სტომატოლოგიურ სავარძელში და ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა საპირფარეშოში.
თქვენ კიდევ გექნებათ ბევრი მიზეზი იმისა, რომ შეგრცხვეთ და პრაქტიკულად არც ერთი მათგანი არ იქნება ნამდვილი (დანაშაულის ჩადენის გარდა).
სამწუხაროა, რომ ამას მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან.
მაგრამ იცით რა?
თქვენ ხომ შვილიშვილები გეყოლებათ!
როდესაც ბებია ხარ - მაშინ არაფრის არ გრცხვენია! ეს ყველაზე მაგარია!"