ყველაზე კითხვადი
"ან მარადიული ჩმორი ხარ, ან ჩამშვები დედიკოს ბიჭი ან დამჩმორებელი მოძალადე" - რა არჩევანი აქვთ მოზარდებს
"ან მარადიული ჩმორი ხარ, ან ჩამშვები დედიკოს ბიჭი ან დამჩმორებელი მოძალადე" - რა არჩევანი აქვთ მოზარდებს
1 / 2
Next
რაც დრო გადის, უფრო მეფიქრება იმ ამბავზე. თავიდან განზრახ გულქვად მივუდექი. ახლა დამნაშავეებიც თითქმის გარკვეულია და ამბის წამომწყები ბავშვიც იდენტიფიცირებული. მთავარი სიძულვილის ობიექტებიც ჩასაქოლად გამზადებული. უმკაცრესი სასჯელი რომ ეკუთვნით ცხადია, დამფარავებსაც მათ შორის. ოღონდ ყველა ამბავს თავისი მრავალი მხარე აქვს და მგონი ამ თემაზე დიდხანს და ყველა რაკურსით უნდა ვიმსჯელოთ, ტვინი ვიჭყლიტოთ და საკუთარი როლები წარსულშიც და მომავალშიც გავაცნობიეროთ.
სიუჟეტს დავუბრუნდეთ. რა მოხდა, პროკურატურის ვერსიაზე დაყრდნობით.
ბავშვი #1 რომელსაც ესროლეს პნევმატური ტყვია,
დასახმარებლად ურეკავს უფროს დეიდაშვილს, რომელიც მოდის ძმაკაცებთან ერთად და მერე ხდება ის, რაც უკვე ვიცით.
ჩხუბის დროს ვინ ვის აკუწავს, როცა აფექტი, სიკვდილის შიში და დაგროვილი ჰორმონები ერთმანეთშია გადაზელილი, უკვე რთულად პროგნოზირებადი და შესაჩერებელი პროცესია. ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ ბავშვ #1-ს არ დაერეკა დეიდაშვილისთვის ან ისინი არ მოსულიყვნენ საომარი შემართებით და საქმე აქამდე საერთოდ არ მისულიყო. მაგალითად ასე:

სცენარი პირველი.
ბავშვი #1 რეკავს დეიდაშვილთან, მაგრამ ის ბავშვები არ მოდიან შეიარაღებული. მაგრამ ამ დროს და ამ რეალობაში, რა გარანტია ჰქონდათ, რომ დამხვედრს არ ექნებოდა იარაღი? თქვენ გარისკავდით, ზრდასრული ადამიანები ხელცარიელი მისვლას? ვერა. თუ საერთოდ არ მიხვიდოდით? მერე დეიდაშვილი? ძმობა, მეგობრობა, გასაჭირში
დახმარება? ის ყველაფერი რასაც წიგნებში ასწავლიან?

სცენარი მეორე.
ბავშვი #1 საერთოდ არ ურეკავს არავის და იტანს დამცირებას დღეს და ამიერიდან მოუწევს აიტანოს ხვალაც. მერე ფულსაც შეაწერენ. მერე გაიზრდება და ბევრჯერ წამოაძახებენ რომ სკოლაში ჩმორი იყო, და თუ ოდესმე ძალაუფლებას ჩაიგდებს, ალბათ თვითონ გახდება სასტიკი და დაუნდობელი და ისევ აუცილებლად ზიზღით გაუხსენებენ, როგორ აჩმორებდნენ სკოლაში.

სცენარი მესამე:
ბავშვი #1 არ ურეკავს დეიდაშვილს, ურეკავს მშობელს და მშობელი იწყებს პრობლემის მოგვარებას არსებული გზებით.
აქ უკვე ქვესცენარებია, მაგალითად ბავშვების მშობლები საქმეს არჩევენ ერთმანეთში და ამიერიდან ბავშვი #1 ხდება დედიკოს ბიჭი.
ან მშობლები აგვარებენ რაღაც არსებული პროცედურების დაცვით სკოლის საბჭოების და დირექტორის მეშვეობით და ბავშვი #1 ხდება ჩამშვები დედიკოს ბიჭი.
ორივე ქვესცენარის მიხედვით გრძელდება მისი დამცირება პირში თუ ზურგსუკან და ამიერიდან ის აღარასოდეს ამოიღებს ხმას დამცირებაზე, ან თუ ისევ ამოიღებს, ივლის ამ ჩაკეტილ წრეზე და ბოლოს მივიღებთ ალბათ მეორე სცენარით გათვალისწინებულ შედეგს - სასტიკ და დაუნდობელ მოძალადეს ან მარადიულ ჩმორს.
იმ რეალობაში, რომელშიც ბავშვებს უწევთ გაზრდა, დიდი არჩევანი არ არის. ან ჩმორი ხარ, ან დამჩმორებელი. ან ამ როლებიდან თავის დასაძვრენად გამუდმებით იბრძვი.
მათი ბავშვური რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენი. მათ რეალობაში ფიზიკური ტკივილის ფასად გვარდება ის, რასაც ჩვენ სიტყვიერად ვაგვარებთ. მათ "ცხოვრება ენგრევათ" იმის გამო, რასაც ჩვენ უკვე იოლად ვყლაპავთ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
13628
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (12)
23:59 / 06-12-2017
tea iobashvili
უნდა დაისაჯოს დირექტორი რომლის სკოლაშიც ბავშვს აქვს გაზის პისტოლეტი, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს თავის შვილს და იმას თუ რა სასაკლაო თამაშებს თამაშობს მისი შვილი ინტერნეტში, უნდა მოუსმინოთ სკოლის ბავშვებს თუ რა პრობლემები აქვთ სკოლაში.. მკვლელი უნდა დაისაჯოს სამუდამო პატიმრობით და არავითარი ამინისტია არ უნდა შეეხოს 50 წლის განმავლობაში და უნდა დაისაჯოს მკვლელის მშობლებიც ... მიკვირს საერთოდ თავს რატომ არ იკლავს მკვლელის დედა რომლის შვილმაც 3 წლის უნახავი შვილი დაუჩეხა დედას...
20:59 / 06-12-2017
ლია
ბავშვის აღზრდა და ჩამოყალიბება ყველამ ერთად, ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ უნდა იტვირთოს. კარგია როცა ბავშვი ეკლესიაში დადის, მაგრამ იქნებ უკეთესი ყოფილიყი სკოლაში, თუნდაც კვირაში ერთი საათი დაეთმოს ფსიქოლოგს. ეს ყველა ბავშვს დაეხმარება აღზრდა-ჩამოყალიბებაში.
17:48 / 06-12-2017
,,,
სასკოლო ასაკის ყველა მოსწავლემ უკვე იცის, რომ ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ძალადობენ. რატომ? გაუდით და იმიტომ, შესაბამისი ახსნა და ზომების მიღება აკლიათ და იმიტომ, და საერთოდ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ვფიქრობ, კანონსაც აკლია დაზუსტება. რას ნიშნავს არასრულწლოვანია და ვერ დავიჭერთო, სრულწლოვანებამდე გავაჩეხინოთ თანატოლები? არ შეიძლება არსებობდეს ინტერნატივით ცალკე დაწესებულება, სადაც მშობლებს ექნებათ მონახულების უფლება და როცა სრულწლოვანი გახდება თავისი დანაშაულისათვის დაისაჯოს შესაბამისად? ეს უკვე საკმაოდ დააფიქრებს ყველას თორემ ვფიქრობ არასრულწლოვანის ხელით დღეს სრულწლოვაანებიც ჩადიან დანაშაულს, მაინც დაუსჯელი დარჩებაო.
12:46 / 06-12-2017
მარიამი
რადგან მართლმადიდებელ ქვეყანაში სკოლას უფლება არ აქვს ღვთისნიერი,სახარებისეული განათლება მისცეს მოსწავლეებს,ეს აუცილებლად ოჯახმა უნდა ითაოს,რადგან "ყოველი მოცემაი კეთილი უფლისაგან არს".ეს ძალიან მარტივია:ან თითონ წაიკითხოს,ან თქვენ წაუკითხეთ სახარება,ძველი აღთქმა,ამ წიგნების შოვნა ძალიან ხელმისაწვდომია.ჩემი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია.ყოველგვარი ბოროტება იმის ბრალია,რომ ადამიანებს არ უნდათ ,ან არ იციან ღვთის მცნებებით ცხოვრება,სამწუხაროდ,ჩვენ ისევ წარმართობის ხანაში ვცხოვრობთ,თანამედროვეობის კერპი არის ფული,სიმდიდრე.ადრე თუ უშუალოდ ღმერთს უარყოფდნენ,ახლა ღმერთის მცნებებს უარყოფენ,ეს ორივე ერთი და იგივეა,მცნებების უარყოფა იმაში გამოიხატება,რომ რაც ღვთიური სამართლით ცოდვაა,იმას ადამიანები ცოდვად არ მიიჩნევენ.ყველა ადამიანი ცოდვილია,მაგრამ მთავარია დადგეს თითოეულის ცხოვრებაში დრო,როდესაც გავიაზრებთ ცოდვის საზიზღრობას და აღარ ჩავიდენთ–ესაა სინანული,მონანულ ცოდვილს ღმერთი იწყნარებს და განწმენდს.შეგვეწიოს ღმერთი,რომ ვიყოთ მონანული ცოდვილები.
11:54 / 06-12-2017
***
რასაც ცდილობდნენ და დღესაც აგრძელებენ-სკოლებში თაობების გარყვნას, მიაღწიეს და შედეგიც ეს არის
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15.12.2017
"გული ამიჩქარდა, ვიგრძენი, როგორ გავხურდი სიბრაზისგან ჩემს შვილზე..." - ერთი დედის გულისტკივილი
10.12.2017
სამყარო შეიცვალა და თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილი - დაეთანხმებით ამ ჩამონათვალს...
03.12.2017
"ახლა 45 წლის ვარ და მივხვდი, რომ ყველაფერი არასწორია. მე აღარ მრცხვენია"
06.11.2017
საბოლოო შედეგი ძალიან საინტერესოა
04.11.2017
ბავშვი ჩვილობიდანვე შეისწავლის თავის სხეულს, ეროგენულ ნაწილებს...




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31