სამყარო შეიცვალა და თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილი - დაეთანხმებით ამ ჩამონათვალს...
სამყარო შეიცვალა და თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილი - დაეთანხმებით ამ ჩამონათვალს:
გახდი ის, ვინც გინდა
დღემდე ზოგიერთი პროფესია განიხილება, როგორც მამაკაცური. არ არის აუცილებელი გახდე სტილისტი ან ბუღალტერი. თუ ნამდვილად გინდა, შეგიძლია გახდე, ვინც გინდა ის. ატარო მანქანა, თვითმფრინავი, ბოლოს და ბოლოს შეგიძლია დაკავდე ნებისმიერი სპორტით.
...არ ხარ ვალდებული იყო სრულყოფილი ყველაფერში
არ არის საჭირო ყველაფერი ერთდროულად აკეთო: გყავდეს 7 შვილი, გამოიყურებოდე მოდელივით და გქონდეს კარიერული წინსვლა.
არ დაუჯერო სოც. ქსელს
ყოველდღიურად ყველა დემონსტრირებას ახდენს თავისი მიღწევების. სინამდვილეში ცხოვრება ბევრად რთულია. შენს დღევანდელ შეუსაბამო წარმოდგენას იდეალზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეხედე 80-იანი წლები ფოტოებს. გინდა ასე გამოიყურებოდე ახლა? არადა იმდროინდელი გოგონები ტყავიდან ძვრებოდნენ ამისთვის. რეალურ ცხოვრებაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არც ეტალონები არსებობს. ის ვიღაც, იდეალი რომ შემოგყურებს, ან თავს იკლავს დიეტებით, ან ათასი ოპერაციის "შედეგია" ან სულაც - ფოტოშოპის. ნუ აედევნები უაზრო იდეალებს, დააფასე საკუთარი თავი, საკუთარი გარეგნობა და დაიჯერე, შენ ლამაზი ხარ, ყველასგან გამორჩეული და უნიკალური.
ზღაპრული ურთიერთობები მხოლოდ მულტფილმებშია
"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად" - მითია. ამიტომ ნუ დაელოდები პრინცს, ის არ არსებობს. იცხოვრე საკუთარი ჭკუით, ისწავლე ურთიერთობა რეალურ ადამიანებთან.
გოგონები ბიჭებზე ნაკლებად არ ერკვევიან მათემატიკაში
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გოგონები, რომლებსაც ტესტების დაწერამდე ახსენებდნენ მათ გენდერულ კუთვნილებას, ცუდად აბარებდნენ გამოცდას იმათთან შედარებით, ვისთანაც ამის შესახებ არ ულაპარაკიათ.
არ იურთიერთო გველაძუებთან
არ გააკრიტიკო ამხანაგებთან სხვა მეგობრების წარუმატებლობა. არ გააკრიტიკო მეგობარი გარეგნობის ან საქციელის გამო.
შენი სხეული შენ გეკუთვნის
შენ და შენი თანატოლები გრძნობენ სოციალურ ზეწოლას - დროა, დროა! სირცხვილია ქალიშვილობა? რაღა დროს მარტო სიარულია - დროა გათხოვდე! სისულელეა. მხოლოდ შენ წყვეტ, როდის და ვისთან გექნება ურთიერთობა, როდის შექმნი ოჯახს. თქვა კი ან არა - მხოლოდ შენი საქმეა.
თუ მოგინდება - იყოლიებ შვილებს
რაც არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ დრო გარბის და შვილი გააჩინეო, ეს მხოლოდ შენი ცხოვრებაა და თვითონ შეარჩევ დროს ამისათვის.
იცხოვრე შენი ცხოვრებით
ნაკლები იფიქრე იმაზე, როგორ მიაჩნიათ სხვებს. შენი უფლებაა იცხოვრო ისე, როგორც შენ ფიქრობ.