ხშირად ამ თვისების გამომუშავებას მშობლები მათდაუნებურად უწყობენ ხელს ზარმაც შვილზე არც ერთი მშობელი არ ოცნებობს და ამ ჩვევის შესაძენად შეგნებულად არაფერს აკეთებს. ამის მიუხედავად, ქვეყანა სავსეა ზარმაცი ადამიანებით. ეს თვისება პირველ რიგში ახალგაზრდებს აზარალებს - ხელს უშლის სწავლაში, აქტიურ მუშაობაში, ცხოვრებისეულ წინსვლაში. საბოლოოდ კი წარუმატებელი, შეუმდგარი და დეპრესიული ადამიანი ხდება. ძალიან ხშირად ამ თვისების გამომუშავებას მშობლები მათდაუნებურად უწყობენ ხელს. წარმოგიდგენთ მშობელთა იმ შეხედულებებს, რომლებიც ბავშვი თანდათან აყალიბებენ ზარმაც ხასიათს.
თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს წესები უკუღმა მოქმედებს. ისინი დაეხმარება ბავშვს გაიზარდოს მიზანმიმართული, ბეჯითი, მაგრამ ასე არაა და მიხვდებით რატომაც.
აქ წარმოდგენილი მსჯელობები სწორედ ის მცდარი გზაა, რომელსაც მშობლების დიდი ნაწილი მიჰყვება. არც ერთი მათგანი არ არის სწორი. ნახეთ, როგორ არ უნდა ფიქრობდნენნ და აზროვნებდნენნ მშობლები:
1. მშობელი ფიქრობს: ყველა ბავშვი ზარმაცი იბადება
"თუ თავად არ შევაჩვევე შრომას, ინიციატივას არასდროს გამოიჩენს. ბავშვმა უნდა გააკეთოს რამე "არ მინდას" მიუხედავად. ის მიეჩვევა და საბოლოო ჯამში შრომისმოყვარე ადამიანი გახდება. თუ ბავშვს ბავშვობიდან არ მიაჩვევთ შრომას, საოცრად ზარმაცი გაიზრდება."
2. მშობელი ფიქრობს: ბავშვი უნდა იყოს დამჯერი
"თუ ბავშვი არ გიჯერებთ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ დამჯერი გახდეს. თუ ეტყვით, რომ უნდა იმეცადინოს, მიალაგოს ოთახი ან გარეცხოს ჭურჭელი, მან უნდა შეასრულოს თქვენი მითითება. შედეგად თქვენი შვილი გაიზრდება შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და მეოჯახე ადამიანი."
3. მშობელი ფიქრობს: დასჯა და ჩამორთმევა ცუდ ჩვევას გადააჩვევს
" უნდა ჩამოართვათ კომპიუტერი და ბავშვი კარგად სწავლას განაგრძობს. აუკრძალეთ ეზოში ჩასვლა თუ ცუდად მოიქცა და აუცილებლად გამოსწორდება."
4. მშობელი ფიქრობს: მის ჭირვეულობას ყურადღება არ მივაქციოთ
"თუ ბავშვი ჭირვეულობს ან თქვენი ნების წინააღმდეგ მოქმედებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვები მოგიშალოთ. რა მიზეზი აქვს მის ჭირვეულობას? არანაირი. ბავშვი პატარა და სულელი არსებაა. უმჯობესია, დასაჯოთ იგი ზედმეტი კითხვებისა და გარჩევების გარეშე. მაშინ ბავშვი გადაეჩვევა ჭირვეულობას."
5. მშობელი ფიქრობს: მშობლის ვალია დაიცვას ბავშვი შეცდომებისგან
"თუ ბავშვი რაღაცას არასწორად აკეთებს, თავიდანვე გააფრთხილეთ. აუხსენით, რომ საშუალება, რომლითაც მიზნის მიღწევა სურს, არასწორია. აჩვენეთ საუკეთესო მაგალითი. დაიცავით ბავშვი შეცდომებისგან და მომავალში ის უფრო მეტს მიაღწევს".
6. მშობელი ფიქრობს: მაღალი მოთხოვნა ბავშვისგან ნამდვილ ადამიანს გაზრდის
"ბავშვი უნდა იყოს დამჯერი, ჭკვიანი, მიზადასახული, მართალი. კარგად უნდა სწავლობდეს სკოლაში. არ უნდა იყოს ეგოისტი. პატივი უნდა სცეს უფროსებს. უნდა იყოს დაკავებული სპორტით. მუდმივად შეადარეთ თქვენი შვილი მეტად წარმატებულ ბავშვებს და მიუთითეთ მის ნაკლოვანებაზე, ეს მოტივაცია იქნება ბავშვისთვის, რომ უკეთესი გახდეს."
აი, ასე მსჯელობენ მშობლები, ვისი შვილებიც ყველაზე ხშირად იზრდებიან ხელმოცარულ ადამიანებად. თუ საკუთარი შვილისთვის ასეთი სავალალო მომავალი არ გსურთ, ნურცერთ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას ნუ აჰყვებით. მეტიც, თუ აღმოაჩინეთ, რომ თუნდაც ერთი მაინც თქვენთვის მისაღებია, თუ ერთ მოსაზრებას მაინც ეთანხმებით, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ რამე.
ბავშვი რომ ზარმაცი არ გაიზარდოს - როგორ უნდა მიაჩვიოთ შრომას "გეშინოდეთ არა ექიმის და საავადმყოფოსი, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობის" "ქართველი კაცები ცოტა ზარმაცები ხომ არ არიან?” - ქართველი ძიძის გულახდილი ჩანაწერების დასასრული