როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები - რა არის ამ დროს მშობლის ბრალი
ზარმაც შვილზე არცერთი მშობელი არ ოცნებობს და ამ ჩვევის შესაძენად შეგნებულად არაფერს აკეთებს. ამის მიუხედავად, ქვეყანა სავსეა ზარმაცი ადამიანებით. ეს თვისება პირველ რიგში ახალგაზრდებს აზარალებს - ხელს უშლის სწავლაში, აქტიურ მუშაობაში, ცხოვრებისეულ წინსვლაში. საბოლოოდ კი წარუმატებელი, შეუმდგარი და დეპრესიული ადამიანი ხდება. ძალიან ხშირად ამ თვისების გამომუშავებას მშობლები მათდაუნებურად უწყობენ ხელს. წარმოგიდგენთ მშობელთა იმ შეხედულებებს, რომლებიც ბავშვი თანდათან აყალიბებენ ძარმაც ხასიათს.
თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს წესები უკუღმა მოქმედებს. ისინი დაეხმარება ბავშვს გაიზარდოს მიზანმიმართული, ბეჯითი, მაგრამ ასე არაა და მიხვდებით რატომაც.

აქ წარმოდგენილი მსჯელობები სწორედ ის მცდარი გზაა, რომელსაც მშობლების დიდი ნაწილი მიჰყვება. არცერთი მათგანი არ არის სწორი. ნახეთ, როგორ არ უნდა ფიქრობდნენნ და აზროვნებდნენნ მშობლები:

1. ყველა ბავშცი ზარმაცი იბადება
თუ თავად არ შეაჩვევთ შრომას, ინიციატივას არასდროს გამოიჩენს. აიძულეთ ბავშვი გააკეთოს რამე "არ მინდას" მიუხედავად. ის მიეჩვევა და საბოლოო ჯამში შრომისმოყვარე ადამიანი გახდება. თუ ბავშვს ბავშვობიდან არ მიაჩვევთ შრომას, საოცრად ზარმაცი გაიზრდება.

2. ბავშვი უნდა იყოს დამჯერი
თუ ბავშვი არ გიჯერებთ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ დამჯერი გახდეს. თუ ეტყვით, რომ უნდა იმეცადინოს, მიალაგოს ოთახი ან გარეცხოს ჭურჭელი მან უნდა შეასრულოს თქვენი მითითება.
შედეგად თქვენი შვილი გაიზრდება შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და მეოჯახე ადამიანი.

3. დასჯა და ჩამორთმევა - ცუდი ჩვევის გადაჩვევის მიზნით
ჩამოართვით კომპიუტერი და ბავშვი კარგად სწავლას განაგრძობს. აუკრძალეთ ეზოში ჩასვლა თუ ცუდად მოიქცა და აუცილებლად გამოსწორდება.

4. მის ჭირვეულობას ყურადღება არ მივაქციოთ
თუ ბავშვი ჭირვეულობს ან თქვენი ნების წინააღმდეგ მოქმედება, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვები მოგიშალოთ. რა მიზეზი აქვს მის ჭირვეულობას? არანაირი. ბავშვი პატარა და სულელი არსებაა. უმჯობესია, დასაჯოთ იგი ზედმეტი კითხვებისა და გარჩევების გარეშე. მაშინ ბავშვი გადაეჩვევა ჭირვეულობას.

5. მშობლის ვალია დაიცვას ბავშვი შეცდომებისგან
თუ ბავშვი რაღაცას არასწორად აკეთებს, თავიდანვე გააფრთხილეთ. აუხსენით, რომ საშუალება, რომლითაც მიზნის მიღწევა სურს, არასწორია. აჩვენეთ საუკეთესო მაგალითი. დაიცავით ბავშვი შეცდომებისგან და მომავალში ის უფრო მეტს მიაღწევს.

6. მაღალი მოთხოვნა ბავშვისგან ნამდვილ ადამიანს გაზრდის
ბავშვი უნდა იყოს დამჯერი, ჭკვიანი, მიზადასახული, მართალი. კარგად უნდა სწავლობდეს სკოლაში. არ უნდა იყოს ეგოისტი. პატივი უნდა სცეს უფროსებს. უნდა იყოს დაკავებული სპორტით. მუდმივად შეადარეთ თქვენი შვილი მეტად წარმატებულ ბავშვებს და მიუთითეთ მის ნაკლოვანებაზე, ეს მოტივაცია იქნება ბავშვისთვის, რომ უკეთესი გახდეს.
mshoblebi
ეს იმდენად ძლიერი წესებია, რომ ერთის გამოყენებაც კი სტაბილურ და საიმედო შედეგს მოგიტანთ ზარმაცის გაზრდაში. ეს წესები მარცვლებივითაა. თუ მათ ნოყიერ ნიადაგში დარგავთ ძლიერი ხე გაიზრდება. ხოლო, თუ ყველას დათესავთ, მდიდრულ ბაღს მიიღებთ.
40050
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ani
6
ასე რომ ვიღაცამ დაგინახოს ჩამოგართმევენ ბავშვს,აშკარად ძალადობის ნიშნებია,ეტყობა სტატიის ავტორი ბავშვთა სახლში გაიზარდა იმ საბჭოთა ქვეყანაში,მეც იქ გავიზარდე მაგრამ მაინც ძალადობა მგონია,თითქოს ის სიყვარული რაც ბავშვმა უნდა იგრძნოს არც არსებობს.
18:11 / 23-09-2018
ნინო
4
აი მსგავსი სისულელე არ წამიკითხავს. შუა საუკუნეების აღზრდის მეთოდებია მგონი.
23:00 / 22-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?