ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: "მშობლები დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან..."
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ შვილების ცხოვრებაში მხოლოდ კეთილი სურვილებით ერევიან, საბოლოოდ კი ეს უკურეაქციას იწვევს. რა პრობლემებია დღეს ქართულ საზოგადოებაში, რატომ იმატა აგრესიამ მოზადრებში და სად არის გამოსავალი, ამ და სხვა მეტად საგულისხმო საკითხებზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ "რადიო ფორტუნას" ეთერში ისაუბრა.

- არავინ იფიქროს, რომ მშობლებს რამეს ვაბრლებ. მშობლები დღეს არიან ძლინ მძიმე მდგომარეობაში. რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლება, ასწავლონ იმისთვის,
რომ ისინი იყვნენ ძლიერები, პირველები, გაიკეთონ კარიერა და ა.შ. ასე ფიქრობს ყველა მშობელი, ამისთვის კი არაფერს არ იშურებს და მერე ძალიან უკვირს, როცა უკუღმა გამოდის. ეს არ არის სწორი ფიქრი. გვგონია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, იმიტომ უნდა ისწავლოს კარგად, რადგან ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ამაში. პირველივე კლასიდან ვფიქრობთ, რომ დრო არ დავუტოვოთ თვისუფალი, რადგან თავისუფალი დრო „კრიმინალია“ ჩვენი შვილებისთვის. მას არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, არ უნდა დაუშვას შეცდომები, რადგან ესეც „კრიმინალია“. ყველაფერი იწყება სწორედ აქედან. ეს არის ძალადობა ბავშვზე.

ჩვენი ფსიქოლოგია ისეა მოწყობოლი, ან უნდა მოკვდე, ან ადაპტაცია უნდა განიცადო. დაწყებით კლასს რომ გაივლის ბავშვი, უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებს და აღარაფერი აღარ უნდა დედამიწის
ზურგზე. მერე ჩივის მშობელი, რომ ინტერესი აღარ აქვს მის შვილს. როგორ ექნება ინტერესი, როცა პირველ კლასში დაგყავდა ინგლისურზე, ფრანგულზე, ცეკვაზე, ცურვაზე და ა.შ. სად შეუძლია პირველკლასელს ამდენი სიარული? თავისულაფი დრო არ უნდა დაუტოვო იმიტომ, რომ შენ არ გაქვს თავისუფალი დრო. შენ მიყვები ცხოვრების ნაკადს, გარბიხარ და შენი შვილიც მორბის შენთან ერთად. არასოდეს არ დაფიქრდები და არ იტყვი რა არის შენი საზრისი და შენი ცხოვრება. მე ლაპარაკი მაქვს მშობელზე. მშობელს ვეკითხები - თქვენ რას გრძნობთ? და მიყურებენ როგორც უცნაურ ადამიანს. რას ნიშნავს, რას ვგრძნობ? რას ფიქრობ, რომ მკითხო, მესმისო. რას ფიქრობს შეიძლება იცის, რას გრძნობს, სხეული რას ეუბნება, ეს არ იცის.

როცა მშობელს არ აქვს რეგულირებული ემოცია, შვილსაც არ ექნება რეგულირებული ემოცია. ჩვენ ასეთი ტემპერამენტის, საკმაოდ ფიცხი სახიათის მქონე ადამიანებს ემოცია ამოღებული გვაქვს ყველანაირი ცნობიერებიდან. ეს არის დამღუპველი. დღეს დასავლეთში ყველაზე დიდი ძალისხმევა იხარჯება, რომ ბავშვებს ასწავლონ ემოციური რეგულაცია. ჯერ ეს თვითონ უნდა ისწავლოს მშობელმა და შემდეგ ბავშვს ასწავლოს. რას ნიშნავს ემოციური რეგულაცია? ეს არის სხვისი ემოციის გაგება, თავისი ემოციის გაგება, ეს არის სიბრაზის მართვა. ჩვენმა საზოგადოებამ სიბრაზის მართვა არ იცის და მოვედით ბულინგამდე. მე რომ გავბრაზდები სხვაზე, თუ ვიპოვი ჩემზე სუსტ ადამიანს, ავდგები და და იმას დავჩაგრავ. სარკეში ჩავიხედოთ, ჩვენს სახეს შევხედოთ, დავაკვირდეთ რა ტონით ვლაპარაკობთ, როგორ ვესაუბრებით სხვა ადამიანს. ჩვენი საზოგადობა იცით როგორია? მშობელს, ბავშვს, სტუდენტს, ყველას საფრთხის განცდა აქვს. საზოგადოებას, რომელსაც მაღალი შფოთვა აქვს, მას არაფერს არ უპირებს, მაგრამ ის უკვე დგას მოკრივის პოზაში. სანამ ურთიერთობის თანამშრომლური მოთხოვნილება არ გაჩნდება და სანამ ერთმანეთს წაგება-მოგების ენით ვესაუბრებით, მე ვერაფერს ვერ ვურჩევ მშობლებს და მასწავლებლებს. ჯერ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გრძნობებში და ვისწავლოთ სიბრაზის მართვა.


"ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს"


დღეს უკვე ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში მისაღწევ მიზნად არის შეტანილი ემოციური რეგულაცია. აღმოჩნდა, რომ ცოდნის მიღებისთვისაც ეს არის მთავარი, კარიერის გაკეთბისთვისაც და ზოგადად ცხოვრებისთვისაც. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს აღიარეს, დაინახეს. სახელმწიფო კერძო ორგანიზაციებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ეს გადალახონ. ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ქვეყანა და ამის მოგვარება არ არის ძნელი. მთავარია იყოს ნება ყველა მხარის. მოდით, ჯერ უფროსებმა ვისწავლოთ ეს თანამშრომლობა და მაგალითი მივცეთ ბავშვებს.
თბილისის იმ სკოლაში, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა უბეურება, ერთი კვირით ადრე იყო კვირეული სახელწოდებით „არა ბულინგს, არა ძალადობას“. ეს იმას ნიშნვს, რომ ლოზუნგი რჩება ლოზუნგად. ეს ყველაფერი არის ფასადი. საბოლოო ჯამში ფასადის მიღმა ყველა ადამიანი არის უბედური და გარშემო რასაც ვუყურებ, ცხოვრება არავის არ უხარია. რატომ არ უნდა გვიხაროდეს ცხოვრება? ჩვენ ძალიან ვართ მატერიაზე მიწებებული. საწყალი მშობელი 24 საათი რომ მუშაობს, რათა თავისი შვილი უზრუნველყოს, მას უნდა ესმოდეს, რომ ამაში არ არის ბედნიერება. ჩემმა ნაცნობმა უცხოელმა პროფესორმა, ქართველ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ საქართველოში, საკუთარ მანქანებში რომ სხედანო. ქართველი პროფესორი ვერ მიხვდა, რას ნიშნავს წარმატებული. უცხოელმა პროფესორმა იგულისხმა, რომ ამ ახალგაზრდამ თავად შეიძინა ეს ავტომობილი. როცა გაიგო, რომ მშობლები ყიდულობენ მანქანებს, გაოგნდა. ასეთი რამე დაუშვებელია. შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვი იმიტომ, რომ შემდეგ ის შენი "მონა“ იყოს და რაც გინდა ის გააკეთო, გარიგება გაქვს მასთან. შეიძლება ახლა ძალიან ცუდ რაღაცას ვლაპარაკობ... ვერ აცნობიერებს ამას მშობელი. უნდა, რომ ეს გაუკეთოს შვილს, მაგრამ ისიც უნდა, რომ შვილი მისი უფლებებით ცხოვრობდეს. ამიტომ მშობელსაც არ უხარია ცხოვრება და ბავშვსაც არ უხარია ცხოვრება. ასეთ დეპრესულ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა იქნება, აგრესია.

...ცივილიზებულ სამყაროში მშობლები შვილებისთვის მანქანას აღარ ყიდულობენ, არც ხუთ წრეზე დაყავთ ერთად და არც იმას ეუბნებიან, რომ ყველაფერში პირველები უნდა იყვნენ..."
24548
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ბოლო აბზაცი მომეწონა განსაკუთრებულად! კიდევ რთ რამეს დავამატებ ქართულ პაკაზუხა საზოგადოებაში ყოველი მეორე ექიმი და იურისტი უნდა გამოვიდეს ეს ბებია ბაბუებს და მშობლებს უნდათ..არავინ არ ფიქრობს მოზარდს რა სურს რა აინტერესებს რისი ნიჭი აქვს..ძალიან სამწუხაროა
00:22 / 16-05-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```