სერიული მკვლელების უმრავლესობა ადრეულ ბავშვობაში იქცეოდნენ გადახრებით - რასაც სამწუხაროდ, ვერავინ ამჩნევდა მომავალი ფსიქოპათი 3 წლის ასაკში შეიძლება ამოვიცნოთ. ეს ნიშნები მშობელს სრულიად უმნიშვნელოდ ეჩვენება. სერიული მკვლელების უმრავლესობა ადრეულ ბავშვობაში იქცეოდნენ გადახრებით - რასაც სამწუხაროდ, ვერავინ ამჩნევდა.
დავიწყოთ "მაკდონალდის ტრიადით". ეს არის 3 განსაკუთრებული ნიშანი ბავშვის ქცევიდან, რაც დიდი ალბათობით აქვთ ბავშვებს, რომლებიც განწყობილნი არიან განსაკუთრებით სასტიკი დანაშაულებებისკენ. ეს ტრიადა გამოყო ახალზელანდიელმა ფსიქიატრმა ჯონ მაკდონალდმა მას შემდეგ, რაც გააანალიზა 100 დამნაშავის ქცევა.
1. ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა - აშკარა გამოხატულებაა ფსიქოპათიური გადახრებისა ბავშვებში. საუბარია კონკრეტულ ზოოსადიზმზე, რაც ამა თუ იმ ცხოველის სიკვდილით მთავრდება. ამგვარად, მომავალი სერიული მკვლელი თავის სიბრაზესა და წყენას ანთხევს დაუცველ ცხოველებზე. გარდა ამისა, მომავალში ისინი მიდრეკილნი არიან მოკლან თავიანთი მსხვერპლი ზუსტად ისე, როგორც კლავდნენ ცხოველებს.
შეხედეთ ფოტოს. ეს ჯეფრი დამერია, რომელსაც მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ უჭირავს კატა.
2. ცეცხლის სიყვარული
პირომანია, ან სხვადასხვა სახის ცეცხლთან თამაში - მეორე ნიშანია. ეს არის ერთ- ერთი საშუალება სასოწარკვეთისა და აღშფოთების გამოსახატავად.
3. ენურეზი
როდესაც 6 წელს ზემოთ მყოფი ბავშვი საწოლში უნებლიეთ შარდავს - ეს ფაქტი საკმარისი არ არის იმის სათქმელად, რომ იგი მომავალი მანიაკი გაიზრდება. თუმცა, ხშირად სწორედ ეს დაავადება ხდება მაპროვოცირებელი სხვადასხვა აშლილობისა: ცხოველებთან სასტიკი მოპყრობა, თანატოლების დამცირება, მშობლების არაადექვატური რეაქცია ბავშვის უნებლიე შარდვაზე, თანატოლებისაგან დაცინვა - მსგავსმა ქმედებებმა შეიძლება ბავშვის ქცევაში გადახრები გამოიწვიოს.
მაგ: ენურეზით ანდრეი ჩიკატილო იტანჯებოდა (საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი მანიაკი), რისთვისაც დედა გამუდმებით სცემდა. მოგვიანებით, ის სიამოვნებას იღებდა იმ ბავშვებით, რომლებიც ავადმყოფობით იტანჯებოდნენ.
ამით დამთავრდა "მაკდონალდის ტრიადა". გადავიდეთ იმ საერთო პუნქტებზე, რომლებსაც გამოყოფენ ფსიქოლოგები.
4. წესებისა და აკრძალვების დარღვევა
ვის არ გაუტეხავს ბავშვობაში დედის საყვარელი ჭიქა ან სახლში მოსვლა არ დაუგვიანია? ასეთი პატარ-პატარა დარღვევები დამახასიათებელია ნებისმიერი ბავშვისათვის. მაგრამ ბავშვები ფსიქოპათიური დარღვევებით, ასეთ ქცევებს შეგნებულად სჩადიან და ადრენალინს და სიამოვნებას იღებენ.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
5. ტყუილის თქმა მონანიების გარეშე
თუ ბავშვი იტყუება იმიტომ, რომ დასჯის ეშინია - ეს დასაშვებია. თუ ბავშვი პრინციპულად და რეგულარულად შენიღბული სახით იტყუება - ეს უკვე არის მიზეზი იმისა, რომ მშობელმა მიმართოს ფსიქოლოგს. როდესაც ბავშვს ფსიქოპათიურ ნიშნებზე "იჭერენ", იგი ბრაზდება და ისტერიკაში ვარდება (რითაც მანიპულირებს მშობლებით). ის გაბრაზებულია იმაზე, რომ მშობელმა გაბედა და გამოააშკარავა ის.
როგორ ოჯახებში იზრდებიან "ხულიგნები" - ფსიქოლოგის მოსაზრება
6. დამცირებით მიღებული სიამოვნება
რა თქმა უნდა, ყველა მცირეწლოვანი ხულიგანი მომავალი მანიაკი არ არის. ხულიგანი შეიძლება გახდე სხვადასხვა მიზეზით: ეს არის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ძალაუფლების წყურვილი, და სხვა. ამ მიზეზებიდან არის ერთი, რომლისგანაც შეიძლება ხულიგანი განვასხვავოთ ფსიქოპათისგან: ეს გახლავთ ბანალური სიამოვნების მიღება სხვისი დამცირებით.
7. გრძნობების გარეშე
ბავშვები ფსიქოპათიური გადახრებით ვერ ხვდებიან, რა არის თანაგრძნობა.
ფსიქოლოგ ჰიზერ ირვინის სიტყვებით, ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაში. მაგ: "თუ პირველი 6 თვე ბავშვი ტირის, ყურადღებას არავინ აქცევს, არ აჭმევს მაშინ, როდესაც შია - ტვინი იმახსოვრებს და აფიქსირებს ამ მომენტებს და ამ შემთხვევაში გრძნობებს აღარ აქვს მნიშვნელობა. ტვინის დანარჩენი სტრუქტურები იწყებენ ფორმირებას ამ კონცეფციის გარშემო".
კიდევ ერთი ფაქტი: თუ ბავშვი გაიზარდა კარგ გარემოში, მაგრამ 5 წლის შემდეგ ძალადობის მსხვერპლი გახდა, მაშინ მას ნაკლები შანსი აქვს ფსიქოპათიური შტრიხების განვითარებისა, რადგან მისმა ტვინმა ასე თუ ისე უკვე მოასწრო ჩამოყალიბება.
თუ ბავშვს შეამჩნევთ მსგავს გადახრებს, ნუ ეცდებით პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას. აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.