"კარგი, რისი გეშინია, მშიშარა ხარ?" - რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, როცა რამის ეშინია
"კარგი, რისი გეშინია, მშიშარა ხარ?" - რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, როცა რამის ეშინია
ბავშვები ემოციური არსებები არიან, განსაკუთრებით მაშინ,  როცა სამყაროს შემეცნებას იწყებენ. შემეცნების პროცესში კი მათთვის უცნობი, საგნები თუ ფაქტები ხშირად შიშს იწვევს. პატარებში შიშის გამომწვევი მიზეზი საკუთარი ჩრდილიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. თუ რა რეაქციები აქვთ ბავშვებს საკუთარი ჩრდილის დანხვისას, ეს მოცემულ ვიდეოშიც კარგად ჩანს.


რამდენად ხშირად, როგორ და რა ასაკში ვლინდება პატარა ბავშვებში საკუთარი ჩრდილის მიმართ შიში და რა უნდა ქნას ასეთ დროს მშობელმა, mshoblebi.ge-ს ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის ცენტრ "დიალოგის" დამფუძნებელი ქეთი მესხიშვილი ესაუბრება.

-

შიში ბავშვებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. კონკრეტულად, ჩრდილების შიშის შემთხვევებით მომართვიანობაც არის, თუმცა ძალიან ხშირად არა. უმეტესად 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხდება, სკოლამდელ ასაკზეა საუბარი, როდესაც ბავშვი იწყებს სამყაროს შეცნობას.



არ შეაშინოთ ბავშვი "ბუათი" და "გუდიანი კაცით" - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ნერვულ სისტემაზე?


- რა უნდა იცოდეს  მშობელმა ?


- მშობელმა უნდა იცოდეს რომ შიში ბუნებრივი რეაქციაა, როდესაც ბავშვი მისთვის უცხო მდგომარეობაში ან სიტუაციაში აღმოჩნდება. ასეთ დროს ისინი კარგავენ უსაფრთხოების განცდას. მნიშვნელოვანია რომ მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის ამ რეაქციას, დაიჯეროს, რომ ეშინია, არ გამოიყენოს მაგ. ასეთი  ფრაზა: "კარგი, რისი გეშინია, მშიშარა ხარ"?  შეუქმნას

ბავშვს  უსაფრთოხების განცდა. თუ კონკრეტულად ჩრდილებზე ვისაუბრებთ, მაშინ მშობელმა უნდა გააცნოს ჩრდილი, უთხრას რა არის და საიდან ჩნდება. როგორც კი ბავშვი დარწმუნდება რომ საშიში არაფერია, დაუბრუნდება დაცულობის შეგრძნება და მაშინვე დამშვიდდება. მშობლის ვალდებულება ასეთ დროს არის სწორედ ამ დაცულობის შეგრძნების შექმნა. კატეგორიულად მიუღებელია მათი მხრიდან ამ შიშით მანიპულირება. სამწუხაროდ, ზოგჯერ უფროსები აშინებენ ბავშვს მაგ, "გუდიანი კაცი მოვა" და ა.შ. მსგავსი ქცევით, მშობელმა შესაძლოა ფობიის ჩამოყალიბებას შეუწყოს და ბავშვს მიაყენოს ტრავმა.


როდის სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება - ეს სიმპტომები მშობელს არ უნდა გამოეპაროს!

- როგორ შეიძლება დავაძლევინოთ ბავშვს, მაგალითად, ჩრდილის შიში?


- ბავშვი შიშს ავტომატურად დაძლევს, როდესაც დარწმუნდება, რომ ჩრდილი საშიში არაა. ზოგჯერ მშობლები ჩრდილებით თამაშსაც კი ასწავლიან თავიანთ შვილებს. მაგრამ თუკი ბავშვს შიში აქვს ჩამოყალიბებული და მისი ეს რეაქცია ჩრდილის ყოველი დანახვისას მეორდება, ან უკვე სიტყვა "ჩრდილისაც" კი ეშინია, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს და ითხოვოს დახმარება.

საერთოდ შიში არის ადამიანის თავდაცვის - ბუნებრივი, ბიოლოგიური და ემოციური რეაქცია რომელიც თანდაყოლილია. თავს იჩენს მაშინ როდესაც იკარგება დაცულობის შეგრძნება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვი პირველად ხედავს ჩრდილს, მისი შიში ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ეშინოდეს ჩდილების, თუნდაც პირველივე დანახვაზე.


რუსკა კილასონია

4632
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?