ბავშვები აბუჩად ასაგდებად ისეთ პიროვნებას ირჩევენ, რომელიც ასე თუ ისე რაღაც თვისებებით მათგან განსხვავდება. ძალადობაში ანუ ბულინგში - კოლექტივის ერთ რომელიმე წევრზე დანარჩენების მიერ მუდმივი დევნა, დამცირება და ზეწოლა მოიაზრება. ეს განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებშია გავრცელებული.
ჩვეულებრივი კონფლიქტისგან ბულინგი 3 დამახასიათებელი ნიშნით განსხვავდება. ესენია: განზრახვა, განმეორებადობა, ძალების არათანაბარი გადანაწილება.
ბულინგი სხვადასხვა სახით გამოვლინდება: შესაძლებელია ბავშვი გააღიზიანონ, გაუფუჭონ ნივთები, წაართვან ფული, მასხრად აიგდონ და გაუვრცელონ ჭორები, შეარქვან დამამცირებელი ზედმეტსახელი და ა.შ.
ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ბავშვებს დამცირების და ძალადობის უამრავი საშუალებების არჩევა შეუძლიათ და ინტერნეტისადმი წვდომის გაადვილებამ ცხოვრებისეული ბულინგის ვირტუალურ, იგივე კიბერბულინგად გადაქცევა გამოიწვია, რაც ძირითადად სოციალური ქსელებით და მესენჯერებით ხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რუსეთის 11 წლის მოზარდებს პირველი ადგილი უჭირავთ ინტერნეტით ძალადობაში. კიბერბულინგის შემთხვევაში აგრესორები ქსელში ავრცელებენ უხამს ჭორებს, ცილისმწამლებურ ფოტოშოფით დამახინჯებულ უღირს სურათებსა და კოლაჟებს.
ინფორმაცია ელვისებურად ვრცელდება და აგრესორს ანანომიურობა კიდევ უფრო უძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს.
ყველაზე უფრო ხშირად ძალადობა 11-12 წლის ბავშვებიან კოლექტივში იწყება და პიკს 13-15 წლის ასაკში აღწევს.
ამ ასაკისთვის ბავშვებში სოციუმში შესაფერისი ადგილის დაკავების მოთხოვნა ჩნდება. ავტორიტეტის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა სხვის ხარჯზე თვითდამკვიდრებაა. ბავშვებიც აბუჩად ასაგდებად ისეთ პიროვნებას ირჩევენ, რომელიც ასე თუ ისე რაღაც თვისებებით მათგან განსხვავდება.
ვინ ხდება მსხვერპლი?
გარეგანი შეფასებით, თავდასხმის ობიექტი შესაძლოა გახდეს მსუქანი ან მაღალი ბავშვი. განსხვავებული ეროვნების, განვითარების თავისებურებების (ენის ბორძიკი ან ცუდი მხედველობა), მატერიალური მდგომარეობის.
არასწორია ფიქრი, რომ ბულინგის მსხვერპლი შესაძლოა ის ბავშვი გახდეს, რომელიც დანარჩენებისგან ცუდი მხარეებით განსხვავდება. თავდასხმის ობიექტი შესაძლოა გახდეს ყველაზე უკეთ ჩაცმული ან ყველაზე კარგი მოსწავლე, ან სულაც კლასში ახალგადმოსული ბავშვი.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბულინგთან გვაქვს საქმე?
ხშირ შემთხვევაში ბავშვები მალავენ, რომ სკოლაში სისტემატური აბუჩად აგდების და დამცირების ობიექტები არიან. ამის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს. მაგალითად სირცხვილი, შიში იმისა, რომ ჩამშვების იარლიყს მიაკერებენ, დედის და მამის წყენინება და მათი რეაქციის წინასწარ განსაზღვრის შეუძლებლობა.
გამოუცდელმა მასწავლებელმა შესაძლოა ვერც შეატყოს, რომ კლასში ვიღაცას ამცირებენ. აგრესორები საკმაოდ ეშმაკურად აკეთებენ ყველაფერს. მასწავლებელი ხედავს შედეგს, მაგრამ ვერ ხვდება მის გამომწვევ მიზეზს.
მშობელი უნდა გაფრთხილდეს შემდეგ შემთხვევებში:
ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა. სწავლის დონის გაუარესება.სხვადასხვა საგნის გაფუჭება ან დაკარგვა, რისი ახსნაც ბავშვს არ შეუძლია.
აგრესიულობა პატარა და-ძმასთან და შინაურ ცხოველებთან.
ჩალურჯებები და ნაჭდევები, რომლის ახსნაც ბავშვს არ შეუძლია. განმარტოების სურვილი და ჩაკეტილობა.
ძალიან პოპულარულია მშობელთა კონტროლის პროგრამა, რაც საშუალებას იძლევა კიბერბულინგის ფაქტის დროული გამოვლინებისათვის.
ასეთი პროგრამები დგება ბავშვის სმარტფონებზე, პლანშეტებზე და ბავშვის აქტიურობებს აკონტროლებს. მაგ სმს მიმოწერებს. მესენჯერს, სოციალურ ქსელს. სურათებს, ვიდეოებს და ა.შ.
ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში, მაგალითად, შეურაცხმყოფელი სმს-ის დროს, პროგრამა ინფორმაციას აწვდის მშობელს და აფრთხილებს საშიშროების შესახებ.
რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?
ჰკითხეთ ბავშვს, სურს თუ არა მას თქვენი პირდაპირი ჩარევა.
ბულინგის გაგებისთანავე მშობელს უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნა, რომ მაშინვე ჩაერიოს: შეარცხვინოს მოძალადე, დაელაპარაკოს მის მშობლებს, გაიტანოს საკითხე პედსაბჭოზე და ა.შ. ჯერ მოითმინეთ.
მოცდა არ შეიძლება მაშინ, როცა ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას. ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა ბავშვს ჰკითხოთ - სურს თუ არა მას თქვენი ღიად ჩარევა სიტუაციაში. შესაძლოა მას ურჩევნია თქვენ სტრესის გადატანაში დაეხმაროთ ან მორალურად გაამხნევოთ, ასწავლოთ დაცინვაზე სწორი რეაგირება და ა.შ.
აი რამდენიმე რჩევა, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს:
აუხსენით ბავშვს, რომ პრობლემა მასში კი არა ჯგუფშია. ბავშვი შესაძლოა არ დაჩაგრულიყო სხვა კოლექტივში ან სულაც იმავეში, ოღონდ სხვა ლიდერის არსებობის შემთხვევაში.
აუხსენით ბავშვს, რომ მოძალადე როგორ წესი, ყურადღებას მოკლებული ბავშვები და წარსულში თავად დაჩაგრული ყოფილი მსხვერპლები ხდებიან. დაეხმარეთ ბავშვს თვითშეფასების ამაღლებაში. მაგალითად შეგიძლიათ შეიყვანოთ რაიმე ისეთ წრეზე, სადაც თავის შესაძლებლობებს გამოავლენს. გაუჩნდება ჰობი და ნახავს თანამოაზრეებს. ეს დაეხმარება გაუძლიერდეს საკუთარი თავის რწმენა და თვითდამკვიდრების უნარი.
ასწავლით შეურაცხყოფაზე სწორი რეაგირება. გაირეთ სკოლაში მოსალოდნელი შესაძლო სცენარების რეპეტიცია. თუ მოძალადე სახელს უმახინჯებს, ბავშვმა უპასუხოს დინჯად და აუღელვებლად: "შენც გაქვს ზედმეტსახელი, მაგრამ მე მაინც ნამდვილი სახელით მოგმართავ". "დიახ, მე ნამდვილად გამხდარი ვარ, ისე როგორც შენ".
მიმართეთ ფსიქოლოგს. შესაძლოა სპეციალისტთან შეხვედრა მთელ ოჯახსაც დაგჭირდეთ. მსხვერპლის სინდრომის ფესვები ოჯახშიდა ურთიერთობებში იღებს სათავეს.
არავითარ შემთხვევაში არ შეაცოდოთ მოძალადეს მსხვერპლი. ამას შესაძლოა დადებითი ეფექტი დაწყებით კლასებში ჰქონდეს. საშუალო და უფროს კლასებში კი პირიქით. "ნახე როგორ ცუდადაა, ისედაც ძლივს სწავლობს და შენ კიდევ თავში ურტყამ". ამით თქვენ კიდევ უფრო ძირს დასცემთ მსხვერპლის რეპუტაციას და წაახალისებთ მოძალადეს, აღიარებთ რა მის უპირატესობას.
პრობლემის გადაჭრა "მოძალადე-მსხვერპლის" დონეზე შეუძლებელია. ძალადობა ჯგუფის ყველა მონაწილეს, მათ შორის დამკვირვებლებსაც ეხება. თუ თქვენი შვილი ბულინგში "უბრალოდ დამკვირვებელია" გამორიცხული არაა, რომ ერთხელაც ის ძალადობის აქტის შემსრულებელი გახდეს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის მასწავლებელს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კლასში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას. ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა პროექტებზე ჯგუფური მუშაობით და კლასგარეშე ღონისძიებების განხორციელებით.
თუკი ძალადობა არ წყდება ან მასწავლებელი ვერ უმკლავდება პრობლემას, საჭიროა უფრო ზედა ფენების ჩართვა - მაგალითად დირექტორი, განათლების სამინისტრო და ა.შ.
მთავარია, ყველაფერს შესაბამისი სახელი დაერქვას. ძალადობა ეს ის არა არის, რომ "ბავშვები გაიზრდებიან და ეს ყველაფერი გაივლის" ან თუნდაც - "ეს ყველა კლასში ხდება".
საბოლოო ჯამში შესაძლებელია სკოლის შეცვლაც და პარალელურად ბავშვის თვითშეფასების და თავდაჯერებულობის გაძლიერებაზე მუშაობა. ყურადღება მიაქციეთ ოჯახში ურთიერთობებს. მოეპყარით ყველა წევრს პატივისცემით. ნუ აჰყვებით ჭორებს და შურს. გამუდმებით უთხარით ბავშვებს, რომ ისინი საჭირო, მნიშვნელოვანი, ლამაზები და საყვარლები არიან.
გაუფრთხილდით თქვენს შვილებს.