როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი უხეშობს: 3 ნაბიჯის სტრატეგია
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი უხეშობს: 3 ნაბიჯის სტრატეგია
კლინიკური ფსიქოლოგი, წიგნის - "მშვიდი მშობელი"-ის ავტორი ლორა მარკემი გვთავაზობს სამი ნაბიჯის სტრატეგიას, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბავშვი უხეშობს, არ გვიჯერებს და ჯიუტობს.

უნდა გამოიყენოთ თუ არა იგნორირების სტრატეგია, როდესაც ბავშვი უხეშობს? მე ასე არ ვფიქრობ. როდესაც ბავშვი უხეშობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ცდილობს გითხრათ რაღაც და თუ ჩვენ არ მოუსმენთ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქცევის საპასუხოდ მშობელმა უნდა გაამკაცროს მასთან ქცევის წესები, რადგან ეს ზიანს მიაყენებს ბავშვთან ურთიერთობის დამყარებას და გაზრდის მომავალში მშობლის
უპატივცემულობას.

მიზანი არის კონსტრუქციული კომუნიკაციის დამყარება ბავშვთან, პატივისცემის სტანდარტის მშვიდად აღდგენა. გთავაზობთ სამი ნაბიჯის სტრატეგიას:


ნუ ეჩხუბებით ხშირად ბავშვებს! - აი, რატომ...


1. აკონტროლეთ თქვენი საუბარი და აჩვენეთ მაგალითი კეთილგანწყობისა და პატივისცემისა. თუ გააცნობიერებთ, რომ აკრიტიკებთ და უყვირით ბავშვს, შეჩერდით - რადგან ბავშვი სწავლობს იმას, რაც თქვენ თავად არ მოგეწონებათ მომავალში. შეძლებისდაგვარად დაიცადეთ მანამ, სანამ შეძლებთ მშვიდ და პატივისცემით საუბარს.

2. დაამყარეთ მჭიდრო ურთიერთობა ბავშვთან - გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა მასთან პოზიტიური ურთიერთობისა. თუ ბავშვი გრძნობს მშობელთან მჭიდრო კავშირს, ის ორჯერ დაფიქრდება მანამ, სანამ აწყენინებს მას. თითოეულ ბავშვთან (თუ რამდენიმე გყავთ) მინიმუმ ნახევარი საათი
გაატარეთ და დაუთმეთ მას მთელი ყურადღება.

3. თუ ბავშვი უხეშობს, მშვიდად უთხარით, რომ თქვენ ეს არ მოგწონთ. "ვხედავ, ნაწყენი ხარ. მე ხომ შენ ასეთი ტონით არ გელაპარაკები. იმის მაგივრად, რომ იყვირო, შეგიძლია მშვიდად ამიხსნა, რამ გაგაღიზიანა?" თუ თქვენთვის ცნობილია მიზეზი, უთხარით: "ვხედავ, ჩემზე გაბრაზებული ხარ. ვიცი რაც გეწყინა. მოდი ვილაპარაკოთ ამაზე, როდესაც ორივე დავმშვიდდებით".

გახსოვდეთ, ჩვენ ვასწავლით შვილებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. თუ იგნორირებას გავუკეთებთ უპატივცემულობას მისი მხრიდან, კარგს ის ვერაფერს ისწავლის. თუ ბავშვის უხეშობაზე უხეშობით ვუპასუხებთ, ის გააგრძელებს ასე მოქცევას. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ისინი სწავლობენ ჩვენგან.
5176
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?