სპეციალური მაგრამ, მარტივი ვარჯიშები წვრილი მოტორიკის გასავითარებლად სპეციალური მაგრამ, მარტივი ვარჯიშები უნდა გააკეთებინოთ ბავშვს. სახლში არსებული ნივთები გამოიყენეთ და იგი თამაშ-თამაშით შეაპარეთ პატარას. ჯაჭვი გააკეთეთ 5-10 სხვადასხვა ფერის საკანცელარიო სკრეპით. ფურცელზე მოხაზული ფიგურები გამოჭერით ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა ხელით. ძაფგამობმული ნემსზე ან ზონარზე ააცმევინეთ ღილები, მძივები. გადაახარისხებინეთ ლობიო, ბარდა, წიწიბურა და ბრინჯი. ასწავლეთ ღილების შეკვრა-გახსნა. კნოპების შეკვრა-გახსნა. ჭანჭიკზე დაამაგებინეთ ქანჩი. ამოაღებინეთ მძივი ჭიქიდან კოვზით. მძივები და ღილები გააცალკევებინეთ ერთმანეთისგან და ვიწრო ცილინდში მოათავსებინეთ. ასწავლეთ ძაფის კოჭზე დახვევა. ცოტა მოზრდილებს ძაფის ნემსში გაყრა. მიაკერებინეთ სხვადასხვა ტექნიკით ღილი ქსოვილზე. ნახატები წააშლევინეთ საშლელით. პიპეტით ააღებინეთ სითხე და პატარა ბოთლი (წვრილყელიანი) აავსებინეთ. ბეჭედი გააკეთებინეთ და მოახსნევინეთ. დაეხმარეთ, რომ საკანცელარიო კნოპები კორპში ჩაარჭოს. ცხვირსახოცი ერთი ხელის თითების გამოყენებით მეორე ხელის მუშტში მოაქციოს. სარეცხის სარჭები ჰორიზონტალურად გაჭიმულ ძაფზე დაამაგროს. ძაფზე აცმული მძივები ორივე ხელით სხვადასხვა მხრიდან ცენტრში მიუახლოოს ერთმანეთს. "მშრალ აუზში" - ვედროში ჩაყრილ ლობიოში, ბარდაში ან მარცვლეულში იპოვოს დამალული ნივთი.