"მე ორი შვილის მამა ვარ და სამწუხაროდ შვილებს ვარჩევ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და როგორ ხსნიან ამას
"მე ორი შვილის მამა ვარ და სამწუხაროდ შვილებს ვარჩევ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და როგორ ხსნიან ამას
დედობრივი სიყვარული ყველაზე ძლიერი და წმინდაა - ასე გვესმის ყველას და ამაში სჭვის შეტანა რთულია. თუმცა ქვეყნად უამრავი ანომალია არსებობს და ეს დედა-შვილურ სიყვარულზეც აისახება. არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს არჩევენ და თანაბრად არ უნაწილებენ მათ სითბოს.
Mshoblebi.ge-მ ამ საკითხზე ფსიქოლოგ მარიამ შოვნაძესთან სტატია მომზადა (რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს?), რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარები გულახდილად დაწერეს ადამიანებმა, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვათ გულისტკივილი. გთავაზობთ ამ კომენტარებს.

  • "დედაჩემმა ეს სტატია რომ ნახოს ალბათ თავს ცუდად
    იგრძნობს... ალბათ თავი საუკეთესო დედა ჰგონია, როცა ჩემ დას ჩვენზე წინ აყენებს, შვილების გარჩევა მასზე კერგად არავის გაგამოსდის, ჩემი აზრი სულაც არ აინტერესებს. სახლში დიდი უსამართლობაა. ყოველთვის ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. შემაქოს? სასაცილოდაც არ მყოფნის"
  • "მე ორი შვილის მამა ვარ და სამწუხაროდ შვილებს ვარჩევ. ამაზე დიდი იდიოტიზმი რა უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია. არ შემიძლია სხვანაირად!!! ეტყობა საქმე ხასიათშია. ისე, ვინც შვილები სიმკაცრეში გაზარდა(და არა ტერორში), მას სიბერე არ გაუმწარდა. მოფერებით გაზრდილი შვილი, სავარაუდოდ, უქნარა და უვარგისი გამოდის პატარა გამონაკლისის გარდა"

2018/deda/mkacri-deda.jpg" border="0" width="656" style="border: 0px none;" alt="mshoblebi" title=""მე ორი შვილის მამა ვარ და სამწუხაროდ შვილებს ვარჩევ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და როგორ ხსნიან ამას" />

  • "მე სამი შვილი მყავს. სამივეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. ასაკობრივ სხვაობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 2 წლის ბავშვს იმას ვერ მოსთხოვ, რასაც 7 წლისას. ჩემი უფროსი და უმცროსი გოგონები დიდად "გაქექილები" ბრძანდებიან, შუათანა ბიჭი მორჩილი და თვინიერი ბავშვია. რა გავაკეთო, თუ შუათანა არასდროს არაფერს აშავებს, გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევებისა, როცა უფროსი აქეზებს? ტყუილად ხომ არ დავსჯი და ვუსაყვედურებ? ამიტომ დანარჩენებმა უნდა იფიქრონ, რომ მეტად მიყვარს? მატერიალურად თუ მივუდგებით, ჩემს უფროს შვილს ბევრად მეტს ვუკეთებ, ვიდრე პატარებს, სკოლის მოსწავლეა და სჭირდება. სტანდარტულად ვერ მიუდგები ყველაფერს. მე ყოველთვის ვუხსნი ჩემს შვილებს, რა გააფუჭეს და რის გამო ისჯებიან, ყოველთვის ვახალისებ, როცა კარგად იქცევიან, ვცდილობ, არაფერი მოვაკლო, არ ვიყო უსამართლო. უშეცდომო რაღა თქმა უნდა არავინაა და ვერც მე ვიქნები, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ბოდიშს ვიხდი. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ერთი შვილი მეტად გიყვარდეს, ვიდრე მეორე, მაგრამ ისე ნამდვილად შეიძლება ხდებოდეს, რომ ხასიათის თავისებურებების გამო, ერთი მეტად იმსახურებდეს შენიშვნებს, ან საჭიროების გამო, მეტ მატერიალურ მხარდაჭერას იღებდეს. ეს არ ნიშნავს შვილების გარჩევას."

mshoblebi

  • "შვილების გარჩევა ყველაზე ხშირია, თან ქართველ დედაში... მას ხომ თავისი ცხოველი და საქონელი ბიჭი ყველაზე მეტად უყვარს გოგო კი მის და მისი ბიჭის მოსამსახურედ უნდა"
  • მშობლების უმეტესობა თვლის, რომ შვილებს არ არჩევენ. ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ მშობელი ვერც კი ამჩნევს, რა ხშირად აძლევს შენიშვნას ერთს და მეორეს თითქმის არასდროს. გააკეთეთ ტესტი: ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი შენიშვნები შვილების მიმართ და შედეგი გაგაოცებთ!!!!!! მერწმუნეთ, დედებო და მამებო, ბავშვი ამას მარტო თქვენთან დამოკიდებულებაში კი არა, "კონკურენტ" და-ძმასთან დამოკიდებულებაშიც გამოავლენს და თანაც ს ა მ უ დ ა მ ო დ
მშობლებო, ვინც ამ დრომდე არ დაფიქრებულხართ ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ დააკვირდით თქვენს დამოკიდებულებას შვილების მიმართ. თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს შვილებს მომავალში როგორი ურთიერთობა ექნებათ, დაეხმარებიან თუ არა ერთმანეთს რთულ პერიოდებში თუ პირიქით?! და ბოლოს, ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და მშობლებო, თქვენზეა დამოკიდებული, თქვენი შვილები როგორი მშობლები იქნებიან.
7323
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ტტტ
0
ჩემმა ქმარმაც გამოარჩია თავიდან როგორც კი უმცროსი დაიბადა,ქერა და ძალიან ლამაზი,ბებია-ბაბუებმაც აშკარად არჩევანი უმცროსზე გააკეთეს,მაგრამ,წამში ავუკრძალე ყველას თავიანთი უაზრო გამოხტომები,მეუღლეს შევახსენე რომ უფროსი 4 წლის გოგო არაფრით ცამოუვარდება ჩვენს უმცროს გოგოსთქო,გაიხსენე ის შენი ნებიერაა,ასე თუ გააგრძელებ ბაშვებს ერთმანეთს დაუპირისპირებ მეთქი,კიდევ კარგი დამიჯერა.უფროსი პატარაზე ეჭვიანობდა,ამის გასაქარწყებლად პატარასთვის რასაც ვიყიდდი იმასვე ვყიდულობდი დიდსთვისაც,თან ვუხსნიდი რომ ეს პატარებისთვისაა განკუთვნილი მაგრამ შნც შგიძლია გამოიყენო თქო,ახლა საუკეთესო მეგობრები არიან,უფრთხილდებიან ერთმანეთს.
15:04 / 18-04-2018
ანა
0
ჩემი ქმარი არჩევს შვილებს :( გოგო გაცილებით მეტად უყვარს ვიდრე ბიჭი. ეს იმდენად აშკარაა რომ უკვე შეშფოთებული ვარ. ბავშვიც ხვდება სამწუხაროდ ამას:( უკვე ათი წლის არის და საკმაოდ გონიერია. რამდენჯერმე მივეცი ჩემ ქმარს შენიშვნა ამასთან დაკავშირებით, დაველაპარაკე კიდეც თუმცა პსუხი აქვს მკვეტრად აგრესიული რა შენი საქმეა, მე როგორც მინდა ისე გავზრდი ჩემ შვილს, თითქოს მე უცხო ვიყო და არა ბავშვების დედა:( მართლა ძალიან მაწუხებს ეს ამბავი და ვერც გამოსავალს ვპოულობ :(
12:47 / 18-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```