"მოწყენილი ვარ და მეტირება" - დეპრესია ბავშვებსა და მშობლებში ფსიქოლოგის განმარტებებით
"მოწყენილი ვარ და მეტირება" - დეპრესია ბავშვებსა და მშობლებში ფსიქოლოგის განმარტებებით
დეპრესია, ზედმეტი შფოთვა თუ ცუდი განწყობა უამრავ ადამიანს აწუხებს. მათ შორის, მშობლებსაც.  არადა დედ-მამის განწყობა პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქოლოგიურ წონასწორობაზე. ფსიქოლოგი მარინა ბოსტოღანაშვილი mshoblebi.ge- ს დეპრესიის შესახებ ესაუბრა: 

- მსოფლიოში  მილიონობით ადამიანი იტანჯება დეპრესიით. ხშირად განწყობის შეცვლას ან დაღლილობას ჩვენ დეპრესიას ვეძახით. სინამდვილეში კი, დეპრესიული აშლილობა სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც უნდა განვასხვავოთ ცუდ ხასიათზე ყოფნისაგან და დაღლილობისაგან.

ექსპერტები დეპრესის ძირითად სემპტომებად მიიჩნევენ თვითშეფასების შემცირებას, საერთო ბუნება-განწყობილების დაქვეითებას , ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, მხიარული მომენტების განცდის უნარის შემცირებას და მოქმედებების შენელებას.

მეცნიერების აზრით,
დეპრესიის განვითარების ფენომენის ახსნა არ არსებობს. ერთი და იგივე ფაქტორმა შეიძლება ერთ ადამიანში გამოიწვიოს მძიმე დეპრესია, ხოლო მეორე ადამიანში იგივე ფაქტორმა მდგომარეობა არ შეცვალოს.

დეპრესიის სიმპტომები დაყოფილია ძირითად და დამატებით სიმპტომებად. დაავადების არსებობის შემთხვევაში ძირითადი ჯგუფიდან ორი სიმპტომი, დამატებითი ჯგუფიდან კი სამი ან მეტი სიმპტომი უნდა აღინიშნებოდეს.

ძირითადი ჯგუფი:
  1. ცუდი გუნება - განწყობა, რომლის გამომწვევი მიზეზი არ არსებობს და გრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს.
  2. სიამოვნების განცდის დაკარგვა იმ საქმის მიმართ, რომელიც ადრე საინტერესო და სასიამოვნო იყო (ჰობიზე უარის თქმა);
  3. სტაბილური უმოქმედობის და ძალების შესუსტების შეგრძნება .

დამატებითი სიმპტომებია:
  1. დაბალი თვითშეფასება.
  2. რეალობის უარყოფითი აღქმა.
  3. საკუთარი უსუსურობისა და უსარგებლობის
    განცდა, დანაშაულის გრძნობა , შფოთვა და შიში.
  4. ფიქრი შესაძლო სიკვდილის შესახებ.
  5. კონცენტრირების მოხდენის და გადაწყვეტილებების მიღების დაქვეითება.
  6. აზრები შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ.
  7. შიმშილის გრძნობის დარღვევა ან უმადობა.
  8. ძილის რეჯიმის დარღვევა, ჭარბი ძილიანობა ან უძილობა.
  9. მკვეთრი წონის დაკლება ან მომატება.

დეპრესიის დიაგნოზი დაისმევა, როდესაც ამ სიპტომების გამოვლენა ხდება ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.

- რა ასაკის ადამიანებს ემართებათ დეპრესია?


- ჩვენი პლანეტის ყოველი მეხუთე მკვიდრი, მინიმუმ ერთხელ, განიცდის დეპრესიულ აშლილობას. თუმცა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა ახალგაზრდებშიც. 10-16 წლის ასაკის მოზარდების დაახლოებით 10% განიცდის დეპრესიას. ასეთივე მაჩვენებელია 40 წლის ასაკის წარმომადგენლებშიც.
mshoblebi

- როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ბავშვებში დეპრესია და მისი გამომწვევი მიზეზები?

- ბავშვთა დეპრესია არის ფსიქოლოგიური დარღვევების ერთ-ერთი ტიპი, რომელიც გამოიხატება გარკვეულ ქცევაში და სომატურ სიმპტომებში . ამ დაავადებამ შეიძლება ადრეული ასაკიდან (3 წლამდე) იჩინოს თავი. მაგრამ უფრო ხშირად და უფრო მკაფიოდ გვხვდება მოზარდებში. ეს არის მოზარდებში თვითმკვლელობის ზრდის მიზეზი.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში დეპრესია შემდეგი სიმპტომებით ვლინდება :
  • ფიზიკური აქტივობების დაქვეითება, ენერგიის ნაკლებობა, ინტერესის დაკარგვა საყვარელი თამაშების მიმართ .
  • კონტაქტებიდან თავის არიდება და განმარტოვების სურვილი .
  • მწუხარება, რომელიც ბავშვისთვის გაუაზრებელი შეგრძნებაა და იგი ამას შემდეგ ნაირად ხსნის - "მოწყენილი ვარ და მეტირება„
  • სიბნელის, მარტოობისა და სიკვდილის შიში .
  • მიმიკის ნაკლებობა სახეზე, ხმა დაბლა საუბარი, ხანდაზმული ადამიანის მსგავსად სიარული .
  • სხვადასხვა სახის ფიზიკური ( სომატიკური ) ჩივილები (მუცლის ტკივილი, კუჭის გაღიზიანება, სხეულის ტკივილი , თავის ტკივილი).

mshoblebi

ფსიქოლოგიური მიზეზები:

დეპრესიის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიური მიზეზი არის - ოჯახური გარემო და აღზრდის სტილი. ბავშვი, რომელიც ჰარმონიულ გარემოში იზრდება და აღზრდის სტილი სწორად არის შერჩეული, იღებს იმუნიტეტს და დაცულია რაიმე სახის ნევროზულ დარღვევებისაგან . არის მშვიდი და თავდაჯერებული. სულ სხვა ვითარებაა, თუ ოჯახში ხშირია ჩხუბი, მშობლები არიან განქორწინების ზღვარზე და ბავშვს ზრდიან ყვირილით და ფიზიკური ძალადობით. ეს მდგომარეობა იწვევს ნევროტიზაციას .

სოციალური მიზეზები.

ბავშვი იწყებს სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ბავშვებთან ურთიერთობას (ბაღი, სკოლა) . განიცდის კონფლიქტს თავისი სურვილების და სხვისი მოთხოვნების გათვალისწინების აუცილებლობის გამო .

- როგორ უნდა დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ბავშვს?


- დეპრესიაში მყოფი ბავშვისთვის აუცილებელია შეიქმნას მისთვის ხელსაყრელი პირობები, უნდა ვიზრუნოთ მისი ფიზიკური, ემოციური და გონებრივი განვითარებისთვის (დაწყებული დღის რეჟიმიდან , დამთავრებული , ოჯახური ურთიერთობით ).
გადამწყვეტ როლს თამაშობს ოჯახის თანამშრომლობა ფსიქოლოგთან (ფსიქოთერაპევტთან ). ოჯახში ხელსაყრელი ფსიქო-კლიმატის შექმნა და აღზდრდის ჰარმონიული მოდელი - ნევროლოგიური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება ბავშვს .

- რამდენად ხშირია, ან თუ ვლინდება ჩვილ ბავშვებში დეპრესიის შემთხვევები და როგორ ხდება ამის იდენტიფიცირება? რა უნდა იცოდეს მშობელმა ?


- ყველაზე ხშირად, დეპრესიას ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს , მაგრამ 3 წლამდე ბავშვებში მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა იყოს , რომ დეპრესია განვითარდეს . პირველ რიგში ეს არის ნაყოფის განვითარების დარღვევები , ადრეულ ასაკში გადატანილი დაავადებები, მემკვიდრეობითი მიზეზები , როდესაც ოჯახის ზოგიერთ წევრს ფსიქიატრიული ან ნევროლოგიური დარღვევები ჰქონდა . ეს არის ბიოლოგიური ფაქტორები , რის შედეგადაც დეპრესია მცირეწლოვან ბავშვებში ვითარდება.


ასევე ემოციური კავშირის დარღვევა, ბავშვის დედისგან მოცილება დედასთან (ბავშვთა სახლში მოთავსება ან სხვა მიზეზის გამო) ბავშვი კარგავს დაცულობის და უსაფრთხოების განცდას. ასევე მძიმე ვითარებაში თუ უწევს ბავშვს გაზრდა, სადაც მშობლები ალკოჰოლზე დამოკიდებულნი არიან ან სულ ჩხუბობენ . ეს მიზეზები შეიძლება განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიური .

ჩვილ ბავშვთა დეპრესიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:
mshoblebi
  • მადის შემცირება, ხშირად ღებინება და რეგურგიტაცია
  • წონის მომატების პრობლემა
  • მოძრაობების შემცირება
  • განვითარებაში ჩამორჩენა
  • ბავშვის უმიზეზოდ ჭირვეულობა
თუ არის ეს სიმპტომები , ბავშვი უნდა აჩვენოთ პედიატრს და ნერვოპატოლოგს.

- როგორ აისახება დეპრესიული მშობლებისა და უფროსების გავლენა ბავშვების ფსიქიკაზე?


ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ოჯახებში, სადაც მშობლები სხვადასხვა ფსიქოლოგიური დარღვევების მსხვერპლნი არიან, ბავშვები უფრო მეტად მიდრეკილები არიან ფსიქოლოგიური პრობლემების კენ . ადრე მიიჩნევდნენ ,რომ მხოლოდ დედა ახდენდა ასეთ გავლენას ბავშვსზე, თუმცა ახალი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ, მამის ფსიქიკურმა აშლილობამ შეიძლება უფრო ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე .

- თქვენი აზრით, მართლა ასეთ დეპრესირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, როგორც გვესმის, თუ უბრალოდ მარტივად ვარქმევთ ჩვენს მდგომარეობას დეპრესიას?

- განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქციაა ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის. 
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის — მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები გარკვეული მიზეზების გამო იმყოფებიან უხასიათოდ და თვლიან რომ ეს არის დეპრესია . ისინი ცდილობენ თვით დეაგნოზის დასმას და თვით მკურნალობასაც კი , რაც ყოვლად დაუშვებელია. დეპრესია, ეს არის საკმაოდ სერიოზული ფსიქიკური აშლილობა და საკუთარ თავში გარკვეული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოდ სპეციალისტს.

ზოგიერთი ადამიანი, დეპრესიას, ცივილიზაციის დაავადებას უწოდებს. ცივილიზაცია უყენებს ადამიანს ისეთ მოთხოვნებს, რომ ადამიანი ძლიერი ფსიქო-ემოციური გადატვირთვის გამო ხდება უძლური.

დეპრესიის მთავარი მიზეზი თვითონ ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანია. დეპრესია არის ადამიანის რეაქცია გარე ფაქტორებზე, სიტუაციაზე, შექმნილ ვითარებაზე. დეპრესიას , რომელიც გამოწვეულია ადამიანის რეაქციით გარე ფაქტორების მიმართ, რეაქტიული დეპრესია ეწოდება. ჩვენ განსხვავებულად ვრეაგირებთ სხვადასხვა გარე სტიმულზე , და ეს დამოკიდებულია ჩვენს ხასიათიზე, ინტელექტუალურ დონეზე და ასევე ჩვენს  მზაობაზე ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ. სხვა სიტყვებით, დეპრესია არ არის ყველასთვის ერთნაირი. სუსტ ადამიანებს უფრო აქვთ მიდრეკილება დეპრესიისადმი ვიდრე ძლიერ ადამიანებს და ამიტომ პრობლემა მათთვის ზუსტად მათი სუსტი ხასიათია, რომელიც მათ უნდა გააძლიერონ . ადამიანს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიური იმუნიტეტი დეპრესიის წინააღმდეგ და მაშინ ის ვეღარ ჩავარდება ამ მდგომარეობაში.


- რამდენად მწვავედ დგას დეპრესიის პრობლემა ახალგაზარდებში?

- სხვადასხვა ფიზიოლოგიური მიზეზის გამო მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან გარშემო სიტუაციების მიმართ . ნათესავები ხშირად განიცდიან მოზარდის ცუდ განწყობას, უხასიათობას, განიხილავენ როგორც "გარდატეხის ასაკს" და "ასაკობრივ ბუნტს". ჰორმონალური ფონი მუდმივად იცვლება, რაც იწვევს მოზარდში ან აგრესიას ან პირიქით ბუნება განწყობის დაქვეითებას . ამდენად, დეპრესიის მთავარი მიზეზი მოზარდების ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია.

-  როგორ უნდა დავაღწიოთ თავი დეპრესიას?

- დეპრესიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. ორივე მეთოდი ეფექტურია, ხოლო მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი საუკეთესოა.

- რამდენად გამართლებულია მედიკამენტებით მკურნალობა დეპრესიის დროს?


ანტიდეპრესანტები არიან ფსიქოტროპული მოქმედების მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. ეს პრეპარატები „ათანაბრებენ“ პათოლოგიური ნივთიერების ცვლას, რომელიც ირღვევა დეპრესიის დროს. ამ პრეპარატების მიღების შედეგად პაციენტთს აღენიშნება განწყობის ამაღლება, სევდის, ემოციური დაძაბულობის და აპათიის შემცირება. ამასთან ერთად ფიზიკური აქტივობა ნორმამდე მიდის და ასევე ხდება მადის და ძილის დარეგულირება.

- როდის აღწევს დეპრესია საშიშ ზღვარს?


- დეპრესიის ყველაზე საშიში ზღვარი თვითმკვლელობის მცდელობამდე მისვლაა. სტატისტიკის მიხედვით, ჩადენილი თვითმკვლელობების 40-დან 60% -მდე დეპრესიული პაციენტების მიერ ხორციელდება. სუიციდის მცდელობა მამაკაცებში გაცილებით ხშირია, ვიდრე ქალებში . ეს არის ფსიქოლოგიური მახასიათებლების გამო . ქალები საუბრობენ მათ შიშებზე , უარყოფით ემოციებზე , მამაკაცები კი პირიქით არ საუბრობენ თავის განცდებზე ,რის შედეგადაც უძლიერდებათ თვითმკვლელობაზე ფიქრები . გარდა ამისა, მამაკაცები უფრო დამოკიდებულნი არიან ალკოჰოლზე ვიდრე ქალები, ამ დროს იზრდება რისკი ალკოჰოლური დეპრესიის და თვითმკვლელობის მცდელობის.

-  დამატებით ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიამ ?


დეპრესია ადამიანში შემდეგი დაავადებების განვითარებას იწვევს :
  • 1. ორგანიზმის დაავადებების მიმართ ბრძოლის უნარიანობის დაქვეითებას .
  • 2. ოსტეოპოროზის განვითარებას .
  • 3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს აორმაგებს.
  • 4. იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, უყურადღებობის გაძლიერებას და სხვა ფსიქიკური პროცესების დარღვევას.
  • 5. დეპრესიული ადამიანი გრძნობენ ემოციური ტკივილის .
დეპრესია აისახება მთელი სხეულის ფუნქციებზე. ამდენად, დეპრესია გავლენას ახდენს როგორც სხეულიზა, გონებაზე ასევე სულზე .


რუსკა კილასონია





1958
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```