რა არის მთავარი, რაც უნდა ასწავლოს მშობელმა შვილს? - ფსიქოლოგის პასუხი
რა არის მთავარი, რაც უნდა ასწავლოს მშობელმა შვილს? - ფსიქოლოგის პასუხი
ვის ვზრდით - ჩვენი დროის მშობლების მისია

მოლოდინები...

გიფიქრიათ იმაზე, რომ ჩვენი ეპოქა ცვლილებების ეპოქაა? თურმე არსებობს ჩინური წყევლაც კი - „დაე ცვლილებების ერაში გეცხოვროს“.
ჩვენი მშობლები, დედები და მამები იზრდებოდნენ სხვა ბავშვობაში, სხვა დროს, სხვა ღირებულებულებებით, შესაბამისად ჩვენი გაზრდის დროს ისინი არაცნობიერად ცდილობდნენ იმ მესიჯების ჩადებას ჩვენში, რომლითაც ისინი გაიზარდნენ, რომლებიც მათ ბავშვობაში იყო აპრობირებული. ეს მოდელი მუშაობს იმ საზოგადოებაში, რომელიც სტაბილურია, მაგალითად 100 წლის მანძილზე ერთი მთავრობა, ერთი
მონარქია (ვთქვათ, ინგლისში).
ჩვენ კულტურასა და საზოგადოებაში კი ყველაფერი იცვლება, თან იცვლება რადიკალურად, არაბუნებრივად, წყვეტით, ამ შემთხვევაში ღირებულებების გადაცემა თაობიდან თაობაზე, იმის გათვლით, რომ ისინი იმუშავებს, ცოტა სარისკოა. რადგან არ ვიცით, რა ღირებულებები ექნება საზოგადოებას მაშინ, როდესაც ჩვენი სამი წლის შვილი გაიზრდება.
რა დაეხმარება მათ ადაპტაციაში?
დაეხამრება მათ ის, რომ იყვნენ მუშა ფუტკრები სისტემისთვის? - როგორც გვასწავლიდნენ ჩვენ.
დაეხმარება თუ არა მათ რადიკალური გაყოფა - როგორც ჩვენ გაყოფას ცდილობს საზოგადოება, მაგალითად ქალები - კაცები, ფერადკანიანი - თეთრკანიანი, პოლიტიკური ნიშნები, მორწმუნე - არამორწმუნე, დაეხმარება მათ ეს გახლეჩვა? თუ შეძლებენ საკუთარი ბალანსის პოვნას?
დაეხმარება ისეთი მიდგომა ჯანმრთელობისადმი,
როგორიც გავქვს ჩვენ?
ან ასეთი დამოკიდებულება ფულთან - როგორიც ჩვენ? რომ ფულზე ლაპარაკი უზნეობა და უწესობაა.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და გაზარდოს იმ საზოგადოებაში ადაპტირებული შვილი, რომელიც არც არავინ იცის, როგორი იქნება?

ვასწავლოთ ბავშვს, რომ იცხოვროს თავისი ცხოვრებით და იყოს ბედნიერი.
კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე
6536
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```