"კურატორი ბავშვს სულების არსებობაში არწმუნებს და მათი შიშით გარკვეულ დავალებებს ასრულებინებს"
"კურატორი ბავშვს სულების არსებობაში არწმუნებს და მათი შიშით გარკვეულ დავალებებს ასრულებინებს"
ბოლო დროს მშობლები და ფსიქოლოგები ახალ ინტერნეტთამაშზე ალაპარაკდნენ. მშობლები შიშობენ, რომ თამაში ე.წ ლურჯი ვეშაპის მსგავსად მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე.
ლიკა უროტაძე ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მის 6 წლის შვილს შენიშნა, რომ ამ თამაშში იყო ჩართული. აი, რას გვიყვება ახალგაზრდა დედა:
"ჩემი შვილი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, რამდენიმე წელია სპორტით არის დაკავებული და ხშირადარ მოიხმარდა კომპიუტერს, თუმცა დაახლოებით 7 თვის წინ ბავშვი გახდა ძალიან უცნაური -არავისთან კონტაქტობდა, ღამით ისტერიკულ ტირილს იწყებდა, იყო
სულ გაღიზიანებული.. დავიწყე მიზეზის ძებნა, პირველ რიგში ვკითხე ბავშვს, რატომ იყო გაღიზიანებული, რა აწუხებდა, რაზეც ვერ მივიღე პასუხი.როცა უმრავი კითხვა დავუსვი, მივხვდი, რომ ამით უფრო დიდ ზიანს ვაყენებდი და ვაშინებდი მას. შემდეგმივიყვანეფსიქოლოგთან, რომელთანაც ბავშვი ალაპარაკდა და უთხრა,რომ თამაშობდა რაღაც თამაშს, ე.წ "ჩარლის".
ლიკა უროტაძის თქმით, თამაშის მონაწილეებს ჰყავთ ე.წ კურატორი, რომელიც არწმუნებს ბავშვს სულის არსებობაში და მათი სახელით აკეთებინებს გარკვეულ დავალებებს. უროტაძის თქმით, აღნიშნული თამაშის შესახებ ინფორმაცია შვილმა მიაწოდა.
"ფსიქოლოგმა გამოიყვანა ბავშვი მდგომარეობიდან - სხვადასხვა თამაშს ათამაშებდა და უხსნიდა, რომ ცუდი თამაშის გარდა არსებობს კარგი თამაშებიც, ფსიქოლოგი ახატინებდა და აკითხებდა, რის შემდეგაც ნაკლები ინტერესი გაუჩნდა კომპიუტერის მიმართ, 3 კვირა დაგვჭირდა, რომ ბავშვი ჩვეულ
რიტმს დაბრუნებოდა" - განაცხადა ლიკა უროტაძემ.
სახიფათო თამაშების არსებობაზე საუბრობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინტერნეტთამაშები არაკონტროლირებადია, ამიტომ მშობლებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი შვილები.
"დედ-მამა ხშირად არ აკოnტროლებს, რას თამაშობს და რა საიტებზე რეგისტრირდება მათი შვილი. უამრავი ინტერნეტთამაში იწვევს ბავშვების გაღიზიანებას, ჩაკეტილობას და ზეგავლენის ქვეშ მოქცევას" - ამბობს ფსიქოლოგი.
Videomshoblebi
დედის მიმართვა, რომლის შვილიც ონლაინთამაშს ემსხვერპლა


მისი თქმით, ჯანსაღი განვითარების მექანიზმი არის სითბოსა და კონტროლის ბალანსი, რომელიც მშობლებმა უნდა დაიცვან.
"სითბო უნდა აჭარბებდეს კონტროლს, მაგრამ კონტროლიც აუცილებელია, ჯანსაღი განვითარების ასეთ დროს მშობელი ბავშვის წინაშე წარმოადგენს ავტორიტეტს, თუ მხოლოდ სითბო იქნება და არ იქნება კონტროლი, მაშინ მშობლის ავტორიტეტის დამყარება შეუძლებელია"- განაცხადა ნანა ჩაჩუამ.

მისი თქმით, ის პაციენტთან იკვლევს მიზეზს, თუ რამ აიძულა დაეწყო თამაში, რა ინტერესებს იკმაყოფილებს სოციალურ ქსელში ჩართულობის დროს. მისივე თქმით, აუცილებელია მშობლის ჩართულობა თამაშში ჩართული ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში.

თამაშ "ჩარლის" სახიფათოდ არ მიიჩნევს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იძიებდა ინფორმაციებს ე.წ საშიში თამაშების შესახებ თუმცა, მათი არსებობა საქართველოში მხოლოდ ილუზიას წარმოადგენს.
"მე ვნახე ინტერნეტში თამაში „ჩარლი“. თამაშს სიმღერის ხმა ადევს, "კის" ან "არას" გვპასუხობს მხოლოდ. გავხსენი და ვითამაშე, თუმცა საგანგაშო ვერაფერი ვიპოვე, მე ვფიქრობ, ისეთი სახიფათო თამაში, რომელიც სიცოცხლეს აზიანებს, საქართველოში არ დაფიქსირებულა. მშობლებს ურჩევნიათ, რომ მათი უბედურება კონკრეტულ თამაშებს დააბრალონ და რეალობას გაექცნენ, მათ უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებს და იზრუნონ მათ გარეთ გასვლაზე, თუმცა დღეს მშობლები უფრო მშვიდად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც მათი შვილები სახლში კომპიუტერთან არიან, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია ბავშვის განვითარებისთვის“ - განაცხადა მხეიძემ. 
სოფო მეფარიშვილი
ნატალი მიხაილოვა
2030
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```