როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილების კვნეტას
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილების კვნეტას
ფრჩხილების კვნეტის დაწყება, როგორც წესი, ნერვული დაძაბულობის, სტრესის, შფოთვის შედეგია. თუმცა შემდეგ ის მავნე ჩვევაში გადადის და ადამიანი მოწიფულ ასაკშიც ვერ ანებებს თავს. გარდა იმისა, რომ ამგვარი ფრჩხილები საშინლად არაესთეტიკურია " მოჭმული და დასისხლული ფრჩხილების შეხედვა არავის სიამოვნებს, მას ბევრი სხვა მავნე შედეგიც მოაქვს " დიზენტერია, ჰეპატიტის სხვადასხვა სახეობა, ჭიები და ა.შ.
პირველ რიგში, სანამ ამ მავნე ჩვევას შეებრძოლებით, მიზეზი უნდა დაადგინოთ. როგორც წესი, ეს ნერვიულობის დროს ხდება. მაგალითად, ბავშვები ფრჩხილების კვნეტას იწყებენ, როცა ბაღში შედიან ან სკოლაში " ფრჩხილებზე
გადააქვთ სტრესული სიტუაცია. ან რაიმე სხვა ძლიერი ემოციის დროს. შემდეგ ეს ჩვევა, რომელსაც ხშირად თავადაც ებრძვიან, ავტომატური ხდება " მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას, განსაკუთრებით, თუ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ან მულტფილმია, განსაკუთრებულად ეთიშებიან გარემოს და ფრჩხილების კვნეტით ადევნებენ თვალს სანახაობსას. უფრო ხშირად ეს ჩვევა ბიჭებს ახასიათებთ, რომლებსაც ხანდახან უფრო სუსტი ნებისყოფა აქვთ, თანაც, მათ ემოციების გამოხატვა გოგონებივით არ შეუძლიათ, ამიტომაც გადადიან ფრჩხილებზე.
ბავშვთან ერთად ებრძოლეთ ამ მავნე ჩვევას, ოღონდაც არა მუქარით და ჩხუბით. მიაკვლიეთ ჯერ მიზეზს, მოარიდეთ ნერვიულობას და სტრესებს. შეგიძლიათ, ფსიქოლოგსაც მიმართოთ დახმარებისთვის. არსებობს ასევე მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ დროს:
  • მაქსიმალურად ეცადეთ, როცა ფრჩხილებს იკვნეტს,
    კი არ დაუყვიროთ და მიუთითოთ, უბრალოდ, ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. შეიძლება, ხელში რამეც დააჭერინოთ " ვთქვათ, კალამი ან პატარა ბურთულა და ატრიალოს.
  • ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ ასევე რაიმე სასუსნავი, ხილის ან ბოსტნეულის მირთმევა. ოღონდ არა ისე, რომ ფრჩხილების კვნეტას გადაეჩვიოს და სამაგიეროდ, გასუქდეს. ზომიერება დაიცავით ყველაფერში.
  • შესაძლებელია, ფრჩხილებზე რაიმე საშუალება წაუსვათ, ეს ძველების გამოცდილი მეთოდია " ცუდი გემო მაშინვე აფხიზლებს და ფრჩხილების კვნეტას აწყვეტინებს.
  • კარგი საშუალებაა ლიმონი. რამდენიმე წვეთი ლიმონი ფრჩხილზე დააწვეთეთ. ლიმონის წვენი ფრჩხილებს კიდეც აჯანსაღებს, სიმაგრეს აძლევს.
  • ასევე კარგი საშუალებაა რაიმეს შეჰპირდეთ, რასაც აუცილებლად შეუსრულებთ, თუ ამ მავნე ჩვევას დაამარცხებს. ოღონდ, აუცილებლად უნდა აუსრულოთ და პირობის შეუსრულებლობა ახალ სტრესად არ უქციოთ.
  • აჩვენეთ კომპიუტერში ფოტოები, თუ როგორ ჩანს მოჭმული ფრჩხილები, რა საშინელი სანახავია და როგორ არ მოსწონთ ეს გოგონებს (ან ბიჭებს " თუ გოგოა). ამგვარი დარწმუნების მეთოდებიც მოქმედებს.
20345
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
cico
0
დიდს ვერ მოატკუებ ვერაპრიტ
09:15 / 24-04-2015
cico
0
რა ვკნა არ ვიცი
09:13 / 24-04-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი