არავინ არ იბადება შვილის აღზრდის სწორი და სრულყოფილი ცოდნით. ყველას მოგვდის შეცდომები. ვიღაცამ დროულად შეცვალა თავისი დამოკიდებულება აღზრდის მიმართ, ვიღაც კიდევ აგრძელებს შვილების ფსიქიკის მოწამვლას. მშობლებს, რომლებიც არ აღიარებენ შეცდომებს შვილებთან ურთიერთობაში - ფსიქოლოგიაში "ტოქსიკურ მშობლებად" მოიხსენიებენ. ასეთი მშობლის გვერდით ბავშვები მუდმივ ემოციურ და გონებრივ სტრესში იმყოფებიან. ამ სტატიაში საუბარი იქნება იმ მშობლებზე, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად ამახინჯებენ ბავშვის ფსიქიკას. გთავაზობთ ასეთი მიდგომის 11 ნიშან-თვისებას.
ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის:
ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ შვილის ხასიათის გამოწრთობა აუცილებლად და მხოლოდ სიმკაცრით მიიღწევა. ეს მეთოდი საბჭოთა თაობის ადამიანების მეთოდად არის ცნობილი. ასეთი მშობლების შვილები გამუდმებით ცდილობდნენ დაემსახურებინათ მობლების სიყვარული. შექება, თანადგომა, ბავშვის მოსაზრების მოსმენა - ყოველივე ამას ტოქსიური მშობლები ბავშვის სისუსტედ მიიჩნევდნენ.
რეალურად ასეთი ბავშვები იზრდებოდნენ აგრესიულები და ემოციურად არამდგრადები.
დისციპლინა და წესრიგი აუცილებელია, მაგრამ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეს მშობლების. თუ ნებისმიერი ქმედებისთვის დაადანაშაულებთ ბავშვს, ის არასდროს არაფერს არ მოგიყვებათ. ძალიან დიდი სხვაობაა მშობლის მიმართ პატივისცემასა და შიშს შორის.
დაშინებით და არაპროგნოზირებადი ქმედებით მშობელი ვერასოდეს მიაღწევს შვილთან ახლო და გულწრფელ დამოკიდებულებას მომავალში.
გადაჭარბებული დატუქსვა, საშიში სახის ემოციური ძალადობა - ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას და სხვა ფსიქიკურ დარღვევებს სრულწლოვანებში.
ისინი არ აძლევენ საშუალებას ბავშვს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებისა, გამუდმებით აკისრებენ სხვადასხვა დავალებას. მშობლებს ავიწყდებათ, რომ ბავშვობა - ყველაზე ბედნიერი ხანაა და მალე მთავრდება.
შედეგად ბავშვი ჩაიკეტება, დაიბოღმება, არ ეცოდინება, ვინ არის და რა უნდა მას ცხოვრებაში.
ტოქსიურ მშობლებს შვილები დამოკიდებული და დავალებული ჰყავთ, რადგან თვლიან, რომ მათი გულისთვის ბევრი რამის დათმობა მოუწიათ. ისინი აიძულებენ შვილებს გამუდმებით მათ გვერდით იყვნენ, იზრუნონ მათზე და მათ ინტერესებზე.
ეს პარაზიტული დამოკიდებულება ბავშვებს აიძულებს უარი თქვან საკუთარ ინტერესებზე და დაკარგონ საკუთარი "მე".
ეს ყველაზე სულელური და არაჯანსაღი ურთიერთობის ფორმაა. "აღარ გელაპარაკები", - ხშირად თქმული ეს ფრაზა თავის თავში გულისხმობს პასიურ-აგრესიულ ქცევას, შედეგად ყალიბდება ინფანტილური და მოუმწიფებელი პიროვნება.
ტოქსიური მშობლები ასეთი სიჩუმით აიძულებენ ბავშვებს გადაატანინონ დამანგრეველი ემოციები, რაც ანადგურებს მათ თვითშეფასებას და უღრმავებს დანაშაულის გრძნობას.
სადაც არ არის ბავშვის პირადი სივრცის პატივისცემა, იქ არ არის საპასუხო პატივისცემა მშობლების მიმართ. ბავშვის ოთახში დაუკაკუნებლად შესვლა, პირადი დღიურის წაკითხვა, პირადი საუბრების ნახვა სოციალურ ქსელში, ტელეფონზე საუბრის დროს კარზე მიყურადება - ასეთი ქმედებებით მშობლებს ჰგონიათ, რომ იცავენ შვილს საფრთხისგან. ხშირად ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალები (რომელიც მშობელმა შვილის უჩუმრად მოიპოვა), ცნობილი ხდება ნათესავების, მეზობლების და მასწავლებლებისათვის. ამის შემდეგ მშობლებს უკვირთ, თუ რატომ არ ენდობა შვილი მათ. ბავშვები იძულებული არიან მოატყუონ მშობლები და მესაიდუმლე ნაცნობ-მეგობრებში მოძებნონ.
დიდობამდე აცილებს სკოლაში და მოჰყავს სკოლიდან, აჭმევს, აცმევს, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, ურჩევს მეგობრებს, პროფესიას და ცოლსაც კი. თავიდან ბავშვი ვერ აცნობიერებს და არ აწუხებს მშობლის ჰიპერმზრუნველობა. როდესაც ის მოიზრდება და უკვე მზრუნველობა წნეხში მოაქცევს, მაშინ მისი უკმაყოლება აისახება თანატოლებთან ურთიერთობაში -სკოლაში, ინსტიტუტში და მომავალში სამსახურში კოლეგებთან. შედეგად ბიჭები თავის თავში ჩაკეტილები იზრდებიან და თავს გრძნობენ მარტოსულად. იწყება დეპრესიები და ფსიქიკური აშლილობები.
აიძულო ბავშვი გააკეთოს ის, რაც მისთვის არ არის საინტერესო - ეგოიზმის მწვერვალია. ტოქსიურ მშობელს სწამს, რომ უკეთ იცის თავისი შვილის რეალური მოთხოვნილებები, როდესაც სპორტულ სექციაში ან ცეკვის სექციაზე ჩაწერს მას. ის ბავშვში ხედავს თავისი თავის გაგრძელებას და არა დამოუკიდებელ პიროვნებას. ასე ანგრევენ შვილის მომავალს ტოქსიური მშობლები.
ბავშვი რომ სრულფასოვანი გაიზარდოს, მისთვის საჭიროა უპირობო სიყვარული. თუ მას ჩაუნერგეს, რომ ის "ცუდია", რომ "ყველა ნორმალური ბავშვი მასავით არ იქცევა" და თავისი ქცევით მან მშობლის სიყვარული უნდა "დაიმსახუროს", მას ყოველთვის ეგონება, რომ ვერ გახდა მშობლებისთვის სასურველი. "რატომ 9-იანი და არა 10-იანი?" "შეგეძლო პირველი ადგილი დაგეკავებინა", 'აი, შენი ძმა ათოსანია, შენ კი მაჩანჩალა", "კარგად კი ხატავ, მაგრამ ცხოვრებაში არ გამოგადგება", "ჩემს გარშემო ყველას ნორმალური შვილები ჰყავს, მარტო შენ ხარ უმადური"... ასეთ მომენტებში ბავშვი თავს გრძნობს ზედმეტად, კარგავს საკუთარი თავის რწმენას და უქვეითდება თვითშეფასება. მოზრდილობაში ასეთი მშობლების შვილები ვერ უძლებენ პრობლემებს. ეძალებიან სასმელს და ნარკოტიკებს.
გამორიცხული არ არის, რომ ჩვენი უსიამოვნებები - შეუხორცებელი ჭრილობაა, რომელიც ტოქსიურმა მშობლებმა მოგვაყენეს. იმედია ამ სტატიამ ჩაგაფიქრათ და გიბიძგათ ცვლილებებისაკენ.