დედა ერთი წუთით რომ გაჩერებულიყო და აღმოეჩინა თავისი თავი განრისხებულ მდგომარეობაში, მას გადაუვლიდა მრისხანება... როგორ მოვერიოთ ძლიერ ემოციებს? ამ პრობლემის გადასაჭრელად ცნობილმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა დიმიტრი ზიცერმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილი მეთოდები.
სხეული იმახსოვრებს, თუ როგორ ექცევიან მას.
გაიხსენეთ, პირველად როგორ გიყვირათ დედამ ან მამამ. "ამ მომენტში შევეცადე დავპატარავებულიყავი და თავი ჩავრგე მხრებში, გამიშრა ყელი. შემდეგ იგივე განვიცადე სკოლაში მასწავლებლისგან". სხეულმა ათჯერ მაინც უნდა განიცადოს ასეთი ემოციები, რომ მოხდეს დამახსოვრება.
რაღაც მომენტში ჩვენ ვხდებით დიდები და აი უკვე ჩემს წინ დგას პატარა ბიჭუნა. ჩემმა სხეულმა ყველაფერი დაიმახსოვრა და მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია.
მოადუნეთ სახის კუნთები და სიბრაზეც გაივლის
გააზრება იმისა, თუ რა ხდება ჩვენს თავს, მხოლოდ ფიზიკურ დონეზეა შესაძლებელი. ფრაზა "ძალიან ვნერვიულობ" - არაფერს ნიშნავს. ეს საკმაოდ აბსტრაქტული ცნებაა. საჭიროა შეიგრძნო ის, რაზეც საუბრობ. მაგ: დედამ უყვირა გოგონას, რომელმაც დააგდო ბოთლი. შეეძლო დედას სხვანაირად მოქცევა? გარანტიას გაძლევთ, დედა ერთი წუთით რომ გაჩერებულიყო და აღმოეჩინა თავისი თავი განრისხებულ მდგომარეობაში, მას გადაუვლიდა მრისხანება. ოდესმე დაგინახავთ სარკეში საკუთარი თავი მაშინ, როდესაც გაბრაზებული ხართ? დედა ფიზიკურად ვეღარ უყვირებს ბავშვს, თუ იმ მომენტში მოადუნებს ხელებსა და ტუჩებს და მოიშორებს გრიმასას, რაც იმ წუთას აქვს.
ამოსუნთქვით გაუშვით ნეგატიური ემოციები
განრისხების მომენტში დააკვირდით საკუთარ თავს - რა გემართებათ: თუ ყელი გაგიშრათ, მოსვით ერთი ყლუპი წყალი, თუ მუშტები შეგეკრათ - გახსენით. პირველ ეტაპზე დააკვირდით საკუთარ თავს.
პირველი, რაც ამ დროს გვემართება, სუნთქვის რიტმის შეცვლაა. "რატომ შევაჩერე სუნთქვა, როდესაც მამამ დამიყვირა?" - ეს ინსტინქტია. მე ბიოლოგიურ დონეზე ვაკეთებ ამას, მინდა, რომ გავხდე უჩინარი, არავინ მხედავდეს და არავის ესმოდეს ჩემი. სურვილი მიჩნდება გავხდე უჩინარი და ვწყვეტ სუნთქვას.
უშედეგოა უთხრა საკუთარ თავს: "დამშვიდდი"... ამ დროს უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ საკუთარ სუნთქვას. თუ აღმოაჩენთ, რომ სუნთქვა შეკავებული გაქვთ - ამოისუნთქეთ. იმ მომენტში, როდესაც ამოისუნთქებთ, ყურადღება გაამახვილეთ ხელებსა და ფეხებზე, ანუ ფიზიკურ შეგრძნებებზე. ამის შემდეგ აირჩიეთ რა ქნათ: გინდათ ყვირილი? - იყვირეთ. მაგრამ თქვენდა გასაოცრად აღმოაჩენთ, რომ სულაც აღარ გსურთ ყვირილი.