ჩუმი ტრაგედია, რომელზეც არავინ საუბრობს... - ეს თქვენს სახლშიც ხდება!
ჩუმი ტრაგედია, რომელზეც არავინ საუბრობს... - ეს თქვენს სახლშიც ხდება!
სწორედ ახლა ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ტრიალებს, რომელიც ეხება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს: ჩვენს შვილებს!!! ჩვენი შვილები არიან საშინელ ემოციურ მდგიმარეობაში.

საგანგაშოა ბოლო 15 წლის განმავლობაში ბავშვების ფსიქიკური შლილობის სტატისტიკა:
  • ყოველ მე-5 ბავშვს აქვს ფსიქიკური აშლილობა;
  • ბავშვების 43% იზრდება ყურადღების დეფიციტში;
  • ბავშვების 37% იზრდება მოზარდობის დეპრესიით;
  • 14-15 წლის ასაკში თვითმკვლელობის შემთხვევები 200%-ით გაიზარდა.

კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში?
  • არა, სადიაგნოსტიკო საშუალებების გაუმჯობესება არ არის გამოსავალი!
  • არა, ისინი არ იბადებიან ასეთები!
  • არა, ეს არ არის სკოლის ან სისტემის ბრალი!

რაშია პრობლემა?

თანამედროვე ბავშვები
მოკლებული არიან ჯანსაღი ბავშვობის საფუძვლებს, როგორიცაა:
  1. ემოციურად მდგრადი მშობლები;
  2. მკაცრად შემოსაზღვრული დარიგებები და საზღვრები;
  3. ბალანსირებული კვება და საკმარისი ძილი;
  4. მოძრაობა და სუფთა ჰაერი;
  5. შემოქმედებითი თამაშები, ურთიერთობა, თავისუფალი დროის რაციონალური გამოყენება.

ამის მაგივრად ბავშვებს აქვთ:
  1. მუდამ დაკავებული მშობლები;
  2. მშობლები, რომლებიც ბავშვებს ყველაფრის ნებას აძლევენ;
  3. დაუბალანსირებელი კვება და ძილის უკმარისობა;
  4. ჯდომითი ცხოვრების წესი.
  5. გამუდმებული სტიმულაცია, ტექნოლოგიური გართობები, წუთიერი დაკმაყოფილება.


alt10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!



ნუთუ შეიძლება ასეთ არაჯანსაღ პირობებში ჯანმრთელი თაობის აღზრდა? რა თქმა უნდა - არა!
ადამიანის ბუნებას ვერ მოატყუებ: მშობლის აღზრდის გარეშე სრულყოფილი ადამიანი ვერ გაიზრდება!

რა მოვიმოქმედოთ?


თუ გსურთ, რომ თქვენი შვილები გაიზარდონ
ლაღები და ბედნიერები, უნდა გამოფხიზლდეთ და დაუბრუნდეთ მთავარს. ჯერ კიდევ არის ამის დრო!

რა უნდა გააკეთოს მშობელმა:
  1. დააწესეთ საზღვრები და გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი და არა მეგობარი.
  2. უზრუნველყავით ბავშვები მათთვის მნიშვნელოვანით და არა იმით, რაც მათ სურთ! ნუ შეგეშინდებათ რაიმეზე უარის თქმის მაშინ, თუ მათი სურვილები არ მოდის თანხვედრაში აუცილებლობასთან.
  3. მიაჩვიეთ ჯანსაღ საკვებს.
  4. დღეში ერთი საათი გაატარეთ ბუნებაში.
  5. დააწესეთ ყოველდღიურად ოჯახური ვახშამი ელექტრონიკის გარეშე.
  6. ერთად ითამაშეთ სამაგიდო თამაშები.
  7. მიაჩვიეთ ყოველდღიურ საქმიანობას (თავისი კარადის დალაგება, სუფრის გაშლა, სათამაშოების დალაგება, სარეცხის გაფენა, და ა. შ.).
  8. დასაძინებლად დააწვინეთ ერთსა და იმავე დროს. აუკრძალეთ საწოლში გაჯეტით სარგებლობა.
  9. მიაჩვიეთ პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლობას, რაც დაეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვაში.
  10. ნუ გააკეთებთ მის მგივრად იმას, რაც თავადაც შეუძლია.
  11. ასწავლეთ მოთმინება და მიეცით თავისუფალი დრო, რათა გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები.
  12. ნუ მიაჩეჩებთ ტექნიკას მოწყენილობის დროს.
  13. ნუ წაახალისებთ გაჯეტებით ჭამის დროს, მანქანაში, რესტორანში, მაღაზიაში. დაე ბავშვის ტვინი მიეჩვიოს მოწყენილობის დამოუკიდებლად გაქარვებას.
  14. ასწავლეთ სოციალური უნარები.
  15. ნუ გადაიტანთ ყურადღებას ტელეფონზე ბავშვთან ურთიერთობის დროს.
  16. ასწავლეთ ბავშვს გაღიზიანების და სიბრაზის მართვა.
  17. ასწავლეთ მისალმება, დათმობა, განაწილება, თანაგრძნობა, სუფრასთან მოქცევის წესები...
  18. მუდამ გქონდეთ ემოციური კავშირი: გაიღიმეთ, მოეფერეთ, იცეკვეთ, წაკითხეთ, იხტუნეთ და იხოხეთ მასთან ერთად!
46019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მ.
0
წაუკითხეთ წიგნები, ესაუბრეთ წაკითხულის შესახებ. ათამაშეთ მოძრავი თამაშები (ეზო თუ გაქვთ).
18:46 / 17-10-2018
..
2
სამწუხაროდ ასეა ბავშვები გარეთ არ თამაშობენ ისე როგორც ადრე მშობლები უმეტესად მათხოვრულ ხელფასზე მუშაობენ. ურთიერთობები და ღირებულებები შეიცვალა, გულგრილობა სუფევს
22:49 / 10-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```