" რატომ, რატომ? ისევ გაუთავებელი ისტერიკები, წუწუნი და ტირილი..." ალბათ გქონიათ ასეთი სიტუაცია: ბავშვები ითხოვენ თქვენს ყურადღებას და საშინლად იქცევიან. თქვენ კი ფიქრობთ:" რატომ, რატომ? ისევ გაუთავებელი ისტერიკები, წუწუნი და ტირილი..."
დაბადებიდან სულ რამოდენიმე წლის არიან და ჩვენ მოვითხოვთ მათგან იდეალურ მოქცევას.
ჩვენი მოვალეობაა ვასწავლოთ მათ თავიანთი გრძნობების მართვა.
"ჩემმა მეგობარმა ზუსტად აღწერა ეს სიტუაცია თავის ჩანაწერებში: "ჩემი გოგონა მხოლოდ 6 წლისაა და მისგან ითხოვენ 26 წლის გოგოს ქცევას: თურმე უნდა იცოდეს, როდის ილაპარაკოს, როდის გაჩუმდეს, დაუჯეროს მშობლებს, მასწავლებლებს, მოიქცეს სანიმუშოდ, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი და ასევე მიიღოს გადაწყვეტილებები.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა - ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს
დღეში 6 საათს ატარებს მერხთან და უსმენს მასწავლებელს. სწავლობს ამოცანების ამოხსნას, ცდილობს იყოს მეგობრული და თავად შეარჩიოს მეგობარი. ცდილობს გაიგოს თუ რას ნიშნავს იყო კეთილი. ცდილობს გაერკვას, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო. და ასეთ დროს მისგან ითხოვენ, რომ უმცროს დას გაუნაწილოს თავისი საყვარელი სათამაშო.
ბევრი ხომ არ არის ამხელა ჩამონათვალი პატარა ადამიანისთვის? ბავშვს სურს გამოდევნოს დაგროვილი დაძაბულობა, რომლის დროსაც ის იქცევა აგრესიულად.
" ერთ- ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც ვუხსნი კონსულტაციაზე მოსულ მშობლებს, არის ის, რომ ბავშვის ნებისმიერი ქმედება არის ფორმა ჩვენთან კომუნიკაციისათვის. ჩვენ კი უნდა გავიგოთ, თუ რა გზავნილი აქვს ბავშვს ჩვენამდე მოტანილი თავისი კონკრეტული ქცევით.
ბავშვები, რომლებიც ცუდად იქცევიან, თავს გრძნობენ არასასურველად, დაუცველად და უსიყვარულოდ...
ის, რაც სჭირდებათ ასეთ ბავშვებს, არის არა გაძლიერებული კონტროლი, არა განსაკუთრებული დასჯის მეთოდები, არამედ თანაგრძნობა და სიყვარული".
"მოწყენილი ვარ და მეტირება" - დეპრესია ბავშვებსა და მშობლებში ფსიქოლოგის განმარტებებით
მთავარი რჩევა - ყოველთვის იყავით ბავშვის გვერდით მაშინ, როდესაც მას რთული პერიოდი აქვს. გახდით მისი უსაფრთოების სივრცე.
როდესაც იცით, თუ რა ხდება მის თავს, ხმამაღლა მოახდინეთ ამის ფორმულირება მისთვის, რათა მანაც გააცნობიეროს არსებული სიტუაცია. მოუსმინეთ და შეეცადეთ გაუგოთ. დაანახეთ, რომ გესმით მისი, ესაუბრეთ. მაგ:" პატარავ, ვიცი გაბრაზდი, რადგან შენი კუბებით აშენებული სასახლე დაინგრა". ან: " ვიცი მოწყენილი ხარ, რადგან ის გოგონა არ გეთამაშა".
ასეთ შემთხვევაში ბავშვები იღებენ "თანხმობას" გრძნობებზე: " ყველაფერი კარგადაა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ზოგჯერ ტირილი, გაბრაზება ან მოწყენილიბა. მე შენთან ვარ". ამის შემდეგ აუცილებლად ჩაეხუტეთ. თქვენი ასეთი ქმედებით ბავშვს უგზავნით გზავნილს:" შენ უსაფრთხოდ ხარ, მე შენთან ვარ".
შეიძლება თქვენთვის ზოგჯერ რთული იყოს, ნერვებმა გიმტყუნოთ და დაუყვიროთ:" აბა, დროზე ლოგინში და დაფიქრდი შენს საქციელზე..." მაგრამ ეს საუკეთესო არჩევანია, რაც კი შეგიძლია გააკეთოთ თქვენი შვილებისთვის, რომლებიც გსურთ, რომ გაიზარდონ მზრუნველები, დამოუკიდებლები, პასუხისმგებლიანები, მომთმენები, შეძლონ გაუმკლავდნენ სხვადასხვა ადამიანურ გრძნობებს.