იზრუნეთ, თქვენ გარშემო ძირითადად ისეთი ხალხი იყოს, ვინც მასზე კარგ გავლენას მოახდენს 1. პირველ რიგში ჩვენ, მშობლები. ოღონდ არა იმდენად იმ მომენტში, როცა ბავშვს ნოტაციებით დავდევთ უკან, არამედ მაშინ, როცა ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული, სხვა ადამიანებთან ვურთიერთობთ თუ თავგამოდებული ვალაგებთ სახლს.
2. გამვლელები. საოცრად საინტერესოა ფენომენი, რომ უცხო ადამიანების სიტყვები სამუდამოდ აღიბეჭდება ხოლმე ბავშვის მეხსიერებაში.
3. მასწავლებლები, ოჯახის მეგობრები და სხვა უფროსები. ალბათ საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ – სხვის შვილს, რომელთანაც არ ხარ დაკავშირებული ამდენი ემოციითა და განცდით, როგორც საკუთართან, გაცილებით იოლია რაღაც აუხსნა, მიაღწიო საჭირო რეაქციას. ამიტომ იზრუნეთ, თქვენ გარშემო ძირითადად ისეთი ხალხი იყოს, ვინც მასზე კარგ გავლენას მოახდენს.
4. ბავშვების კოლექტივი. რა თქმა უნდა, ცალკეული მეგობრები ახდენენ მასზე გავლენას. კარგია, ბავშვს თავისუფლება მისცეთ და სხვადასხვა ბავშვთან იურთიერთოს, თავად გააკეთოს დასკვნები. თუმცა ოჯახურ იდეალებსა და ფასეულობებს ყველაზე მეტ მეტოქეობას უწევს ბავშვების მყარი ჯგუფი, რომელშიც პატარას რეგულარულად უწევს ყოფნა – კლასი, ბაღის ჯგუფი, ეზოს პატარები.
5. წიგნების, მულტფილმებისა და ფილმების საყვარელი გმირები. თანაც, ეს "საყვარელი" სულაც არ ნიშნავს, რომ მისი რჩეული გმირები აუცილებლად დადებითები ან მთავარი გმირები არიან.
6. ბუნებრივი შედეგები. საკუთარი შეცდომები შესანიშნავი აღმზრდელები არიან, ამიტომ ბავშვს ხანდახან დართეთ ნება, როცა ეს შესაძლებელი და უსაფრთხოა, შეცდომებიც დაუშვას.
7. ოჯახის ისტორია და ტრადიციები. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ჩვენი მშობლები, როგორებიც არიან, ან ვიკამათოთ მათთან, მაგრამ მაინც თაობიდან თაობას გადაეცემა ოჯახური ტრადიციები და მშობლების მეთოდები.
8. საზოგადოება. უამრავი ლაპარაკი შეიძლება იმაზე, რომ ოჯახის გავლენა ბავშვზე უმთავრესია. მაგრამ თუ ეს ოჯახი გარკვეული საზოგადოების წევრია, თუ მის წესებს ემორჩილება, ბავშვი ვერსად გაექცევა ამავე საზოგადოებას.
9. თავისუფალი დრო, რომელიც საშუალებას იძლევა გაჩერდე და დაფიქრდე ცხოვრებაზე. შესაძლებლობა, დარჩე საკუთარ თავთან მარტო, იაზროვნო, იფანტაზიორო, მოიგონო.