სკოლის მოსწავლეების 10 პროცენტს აღენიშნება სხვადასხვა ფსიქიური აშლილობა თუ ბავშვი ჩაიკეტა თავის თავში, დაბნეულია და ვერ ახდენს კონცენტრირებას საშინაო დავალებაზე, უხასიათოდ არის და ერიდება კონტაქტს, შეიძლება ამის მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყოს.
საშუალოდ, სკოლის მოსწავლეების 10 პროცენტს აღენიშნება სხვადასხვა ფსიქიური აშლილობა, ზოგჯერ ეს ასაკობრივი თავისებურებებია, რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის. ზოგჯერ კი საგანგაშო ნიშნები ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ ტაქტი, მიმართოთ დასახმარებლად სპეციალისტებს, რათა დაადგინოთ, თუ რასთან გაქვთ საქმე.
ეს არის ის მინიშნებები, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
1. ხასიათის ცვლილება
ბავშვური ჭირვეულობები ნორმალურია, ისინი იცვლება დღითი-დღე. მაგრამ თუ ბავშვი გამუდმებით ცუდ ხასიათზეა, რაღაცით შეშინებულია - ეს არის მიზეზი იმისა, რომ გავერკვეთ, თუ რა პრობლემის წინაშე ვართ.
2. ძილის დარღვევა
ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელებულია ძილთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, უძილობა სხვა სიმპტომებთან ერთად უკვე საყურადღებო ჩივილია.
3. კონცენტრირების დეფიციტი
რთულია სიმშვიდე მოსთხოვო დაწყებითი კლასის მოსწავლეს. მაგრამ თუ ის გამუდმებით ვერ კონცენტრირდება საშინაო დავალებაზე სახლის კომფორტულ პირობებში, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ყურადღების მიქცევა. ასეთ დროს დამსჯელი ღონისძიებები შედეგს ვერ გამოიღებს.
4. მადის დარღვევა
წონის სწრაფი კლება ან პირიქით - მატება შეიძლება შეფასდეს კვებითი ქცევის დარღვევად. ნებისმიერ დარღვევას აქვს თავისი მიზეზი, რომელიც უნდა გავარკვიოთ.
5. თვითდაზიანების სურვილი
ფრჩხილებისა და ტუჩების კვნეტა, უნებლიე შარდვა - თვითდაზიანების ერთ-ერთი გამოვლინებაა. აუცილებელია ამ ქცევის მიზეზის პოვნა.
6. სხვადასხვა ნივთიერების ბოროტად გამოყენება
ეს ეხება უფრო მოზარდებს, ვიდრე პატარა ბავშვებს, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. მაშინაც კი, თუ თქვენი მოზარდი არ იღებს ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ ნივთიერებებს, თქვენ მაინც უნდა გაამახვილოთ ყურადღება მის დამოკიდებულებაზე ალკოჰოლთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და მედიკამენტებთან.
რა მოვიმოქმედოთ?
გახსნილად და მეგობრულად ესაუბრეთ ბავშვს. მოუსმინეთ ისე, რომ არ შეაწყვეტინოთ ლაპარაკი. მას უნდა აჩვენოთ, რომ მისი პრობლემა თქვენთვის მნიშვნელოვანია. პატივი ეცით მას. მოძებნეთ პრობლემის მოგვარების ერთობლივი ვარიანტები, რომელიც მოსახერხებელი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვისაც. სკოლის გარჩევები თანატოლებთან და თუნდაც პედაგოგებთან - ბავშვისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის ხომ თქვენი შვილია და მისი პრობლემები თქვენც უნდა მოაგვაროთ. შეუსრულეთ ყველაფერი, რაც დაპირდით. თუ ამის შემდეგაც ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ სპეციალისტს. თუ ბავშვი ვერ აყალიბებს თუ რა აღელვებს - მიმართეთ სპეციალისტს. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც ახლობლებმა გირჩიეს ან წაიკითხეთ ინტერნეტში. ექიმის ყველა დანიშნულება კიდევ ორ სპეციალისტთან გადაამოწმეთ.