"ისწავლეთ, არ იყოთ ფრიადოსნები, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული. მიეცით თავს უფლება, იყოთ ისეთი, როგორც ხართ" “ისწავლეთ, არ იყოთ ფრიადოსნები, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული. მიეცით თავს უფლება, იყოთ ისეთი, როგორც ხართ.
თქვენს შვილს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება - უბრალოდ იყოს.
შეეშალოს, ემსახუროს არა მოთხოვნებს და ნორმებს, არამედ შთაგონებას და ტალანტებს.
ბავშვებსაც ასწავლეთ თავსუფლება - თავისუფლება, იყო არავინ, საკუთარი თავის გარდა.
ფრიადოსნობა - როლია. მისი თამაში მარტივია - ყოველთვის უნდა იყო ისეთი, როგორც სურთ მასწავლებლებს, უფროსებს, მშობლებს.
"სწორი" ადამიანები ყოველთვის წააგებენ მათთან, ვინც ბედნიერია, ესე იგი, უფრო ენერგიულია და ცოცხალი.
ცხოვრება არ გვასწავლის წესებს. ის გვასწავლის, რომ დრო მიფრინავს, ქვა დევს, შენ კი იცვლები.
ბავშვი მომავლის გენერატორია, თქვენ - მისი დამტენი, მისი ასაწყობი წერტილი, ნუ ჩაუხრახნით ზედმეტი და ხელოვნური ვალდებულებების მძიმე დეტალებს.
ბავშვებს არ ჭირდებათ თავისუფლების დასწავლა - ის მათი აზროვნების ბუნებრივი სახეა.
ნება მიეცით ბავშვს და მიეხმარეთ, გადააადგილოს საკუთარი ოთახის ავეჯი, როგორც მას სურს და მომავალში ის სამყაროს შეცვლის, გახდება იდეებისა და წესების დიდი გადაადგილების ნაწილი.
აჩვენეთ, რომ თქვენც ცდებით, ბევრი რამ არ შეგიძლიათ, მაგრამ ცდილობთ შეასწოროთ და ყოველთვის სწავლობთ, სიამოვნებისთვის.
ჩაჭიდეთ ბავშვს ხელი და წაიყვანეთ თქვენს სამსხურში - აჩვენეთ თქვენი სამყარო, თქვენი მაგიდა, თქვენი კოლეგები. თუ თქვენს სამსახურში ეს შეუძლებელია - დაეთხოვეთ, გაერიდეთ სიცარიალეს და უაზრობას.
შედით თქვენი შვილის სამყაროში, იჯექით იატაკზე და კითხეთ, მის ნახატებზე, მის ისტორიებზე, მეგობრებზე.
იწექით იატაკზე, იყურეთ ჭერში და ილაპარკეთ.
თუ შვილი მოზრდილია, წადით ერთად მინდორში, იწექით ბალახებში და, უბრალოდ, ჩუმად უმზირეთ ცას.
ახლა ეს ცა თქვენია - სამუდამოდ, თქვენს შორის გაზიარებული.
ნუ მოახვევთ ბავშვს თქვენს წარმატებებს. თუ დიზაინერი ხართ, ნუ ასწავლით ბავშვს ხატვას. ნუ ასწავლით მუსიკას, თუ მუსიკოსი ხართ.
ჯერ არავინ იცის, რა არის უკეთესი თქვენი შვილისთვის - შესაძლებლობების სიუხვე თუ ერთადერთი შანსი, იყოს ისეთი, როგორიც არის.
ბედნიერება მათ ხელშია, ვინც საყვარელ საქმეს ემსახურება, და არა საძულველ სექციაში მილასლასებს.
ცხოვრება სავსე გარემოებებით, როდესაც იმარჯვებენ არა ჩემპიონები, არამედ ბედნიერი უიღბლოები, სავსე იმედებით და გეგმებით, გადაატრიალონ ნაცნობი ადამიანების მოლოდინები.
ასწავლეთ ბავშვს სიყვარული. მოუყევით თქვენს სიყვარულზე, როგორ შეხვდით მეუღლეს, როგორ გაიცანით.
მოუყევით, რომ ხანდახან სიყვარული მტკივნეულია, რომ უნდა ისწავლონ პატიება, უნდა ისწავლონ სიყვარული, ყველაფრის მიუხედავად - მხოლოდ ეს გვაძლევს საშუალებას, არ დავიმსხვრეთ და არ დავალეწოთ ძვლები სათუთ გრძნობებს.
მიეცით ბავშვს უფლება, თვითონ გავიდეს ეზოში ცარცების კოლოფით და სხვებს დაურიგოს. ხატონ, წერონ ასფალტზე, თქვენ კი შორიდან, მოზრდილების სხვა პლანეტიდან უცქირეთ, როგორ იზრდება თქვენი შვილი, როგორ ხდება ისეთი, როგორიც არის. თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენთან ერთად, მოშორებით.
ასე ის ბედნიერ ცხოვრებას გაივლის - ხანდახან ცას შეხედავს და ცარცს გაიხსენებს, მაგიდას, რომელიც თავის ოთახში გადადგა - თვითონ, ისე, როგორც იწვა მამასთან ერთად იატაკზე და წარმოიდგენდა იმას, რას დღეს მისი სამყარო გახდა - თქვენი საერთო სამყარო.
ნუ ასწავლით ბავშვს, იყოს გენიოსი, ნუ დააჩქარებთ ცოდნებს, ნუ ასწავლით 5 ენას.
გვერდიდან დააკვირდით, როგორ უყურებს წიგნებს ზედა თაროზე.
არ მიეხმაროთ - თვითონ აიღებს.
მთავარია, თქვენ ეს თაროები შესთავაზოთ, უხვად.
ისწავლეთ, არ იყოთ ფრიადოსანი. არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული.
უბრალოდ იყავით - ისეთი, როგორიც ხართ”.
მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი ეთერ ფილიპოვიჩი