როგორ დავეხმაროთ ბავშვს კომპლექსების დაძლევაში
როგორ დავეხმაროთ ბავშვს კომპლექსების დაძლევაში
კომპლექსების თემა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით კი მოზარდებში. რა არის კომპლექსი, რატომ უჩნდება ის მოზარდს, როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ამ კომპლექსების დაძლევაში, როგორ უნდა დაეხმაროს, თუ ბავშვი რაიმეთი გამორჩეულია სხვებისგან და ამის გამო ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი ნინო ახალაია გვესაუბრა.


- მოზარდი მგრძნობიარეა თითოეული რეაქციის მიმართ, რომელსაც ირგვლივ მყოფებისგან ღებულობს. განსაკუთრებით მოწყვლადია შეფასებითი დამოკიდებულების მიმართ. ჩვენ ვცხოვრობთ შეფასებებით გაჯერებულ გარემოში. პიროვნების გატარება შეფასებით ფილტრში დაბადებისთანავე იწყება. განსაკუთრებით აქცენტირებულია შეუსატყვისობები არსებულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით. ხშირად

დეტალურად აღიწერება გარეგნული მონაცემები, ამას თან ერთვის შედარება ან და-ძმასთან, ან თანატოლებთან, კლასელებთან, მეზობლის ბავშვთან, შორეულ თუ ახლო ნათესავებთან და ა.შ. შედარება შეიცავს ინფორმაციას, რომ შენ წესრიგში არ გაქვს რაღაც, ამიტომ ცუდი ხარ, აი ის კი კარგია, გჯობნის. აქცენტირებულია, როგორც აკადემიური მონაცემები, მიღებული ან ვერმიღებული ქულები და ჯილდოები, ასევე გარეგნული ცვლილებები - მაღალი, დაბალი, მსუქანი, გამხდარი, სხეულის სხვადასხვა ნაწილების პროპორციულობა. როდესაც ამას თან ერთვის ეპითეტები, მძიმდება თვითაღქმა. აღსანიშნია, რომ ამ ასაკობრივი პერიოდისთვის ისედაც დამახასიათებელია საკუთარი გარეგნობის ფრაგმენტული აღქმა, შემდგომ ამ დეტალებზე კონცენტრირება. ასევე განცდა, რომ ირგვლივ მყოფები ამჩნევენ სწორედ იმას, რომელიც თავად არ
მოსწონს. ჩნდება ე.წ. "წარმოსახული აუდიტორიის სინდრომი".


- რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე კომპლექსები?

- არსებობს საფრთხე, რომ განვითარდეს დისმოროფობიული აშლილობა, როცა მეტისმეტად შფოთავს საკუთარი სხეულის თავისებურებებზე და საკუთარ თავს უკიდურესად მაღალ კრიტერიუმებს უყენებს. ან კვებითი აშლილობები, რომელიც ჯერ საკვების შეზღუდვით იწყება, შემდგომ კი ვითარდება ნერვული ანორექსია - კვების სასიცოცხლოდ საფრთხის მატარებელი რეჟიმის ჩამოყალიბება, უკიდურესად შეზღუდვა ამ ნერვული ბულიმია - ე.წ. გაუმაძღრობა დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური ქცევებით.
ნეგატიური შეფასებების და შედარებების, სხვადასხვა იარლიყების მიწებების დროს მოზარდი თავს უარყოფილად გრძნობს. ხვდება, რომ მის მიმართ დამოკიდებულება პირობითია. შედეგად იწყება უფრო დიდი პრობლემები - ან დისტანცირდება და იწყება ამბოხი, ან კიდევ ნევროტულად ცდილობს შეესატყვისოს გარკვეულ კრიტერიუმებს, რომ გახდეს მოსაწონი, უფრო უყვარდეთ. ორივე ტიპის რეაქციის მიღმა დგას შიში უარყოფის. არასრულფასოვნების კომპლექსი განვითარებისთვის ნიადაგი უკვე მომზადებულია. როდესაც ადრეული ასაკის წინაპირობა უკვე არის - ცუდი მოპყრობა, კრიტიკული თავდასხმები, ნეგატივიზმი, უყურადღებობა და უპატივცემულობა, ცხადია, მძიმდება და ღრმავდება კომპლექსი. აღსანიშნავია, ადრეული ასაკის კრიზისებს, როგორ გადალახავს ბავშვი. მაგ. სამი წლის ასაკის კრიზისი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოზარდობის ასაკის კრიზისის სიმწვავეს და სირბილეს.


- რამდენად ხშირია, როცა მშობლები უსვამენ ხაზს ბავშვის გარეგნობას და თავად აკომპლექსებენ მათ?

- კრიზისი არ არის საშინელი და საგანგაშო მოვლენა, რის გამოც ხშირად მშობლები უფრო მეტად შფოთავენ, ვიდრე საჭიროა და ამგვარი ემოციური მდგომარეობა გადამდები ხდება მოზარდისთვის. დიდი ალბათობით, ამ დროს უფრო დისტანცირდება, რომ თავი დაიცვას ემოციური შეტევებისგან. ეს არის გამოწვევა, რომლის ადექვატურად გადალახვაზე დამოკიდებულია შემდგომი ცხოვრების მრავალი ასპექტი. არიან ადამიანები, რომლებიც ასაკის მიუხედავად მოზრდილ ასაკშიც, კი გარდატეხის ასაკის კრიზისში იმყოფებიან, რაც ისახება მათი ცხოვრების ხარისხზე და სტილზე. ადექვატურად გადალახვაში ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს არ არის გზის უშეცდომოთ გავლა. შეცდომები ზრდის და გამოცდილების შესაძლებლობასაც იძლევიან. დაცემული ადამიანი უნდა წამოდგეს და იცოდეს, რომ ამის უფლება აქვს. რადგან ხშირად აღმოჩნდება, რომ დაცემით შეშინებულებს, როდესაც გარშემომყოფების იმედი არ აქვთ, ადგომის უფრო ეშინიათ.


- როგორ უნდა დავეხმაროთ შვილებს კომპლექსების დაძლევაში?

- მთავარია ყურადღება, სითბო და სიყვარული. ეს ცხადია. თუმცა, ეს სამივე სასურველი რეაქცია მშობლების და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან თუ კი ბალანსირებულად და ჰარმონიულად არ იქნება მიწოდებული, გამოვლენილი, შეიძლება ისეთივე ნეგატიური მოვლენების გამომწვევი გახდეს, როგორც უყურადღებობა და უზრუნველობა. ჰიპერმზრუნველობა არღვევს პიროვნების საზღვრებს, იჭრება მასში თუნდაც იმ დახმარებებით, რომელიც უკვე აღარ სჭირდება იმიტომ, რომ გაიზარდა, უნარები აქვს, შეუძლია საკუთარ თავზე გარკვეულწილად ზრუნვა. ასაკთან შესატყვისი დამოუკიდებლობის შესაძლებლობის მიცემა მოზარდისთვის ნიშნავს, რომ მას ენდობიან, მას შეუძლია.
ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს დღის რეჟიმს - უნდა იყოს მრავალფეროვანი, სკოლას ავსებდეს სპორტი, ცეკვა, განმავითარებელი აქტივობები. ცხადია, თანატოლებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის დრო და სივრცე.
ხშირად მშობელი ვერ უძლებს იმ გამოწვევებს, რომელსაც მოზარდი შვილი სთავაზობს, ამიტომ პარალელურ რეჟიმში საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი, საკუთარი ფსიქოემოციური ფონის გაცნობიერება, შესაძლებლობების გაანალიზება და მობილიზება მეტი შემართებით.


mshoblebi
ნინო ახალაია


- ხშირია კომპლექსები გარდატეხის ასაკში...

- მოზარდობის ხანის კომპლექსი - მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული, აქცენტირებული ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ასაკობრივ პერიოდთან. განვითარების მნიშვნელოვან და აუცილებელ ფაქტორს სქესობრივი მომწიფება წარმოადგენს. ფიზიოლოგიურ ცვლილებებს თან ახლავს ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს როგორც მოზარდი, ისე მოზარდის უახლოესი გარემოცვა, ოჯახი. ცვლილებები, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ იყოს, თვალსაჩინო ხდება - მიმდინარეობს ფიზიკური ზრდა, იცვლება სხეულის წონა და პროპორციები, ჩნდება მეორადი სასქესო ნიშნები, გამონაყარი სახეზე. საკუთარ სხეულში მიმდინარე ძვრებზე მოზარდები განსხვავებულად რეაგირებენ. ხშირ შემთხვევაში ეს არის უკმაყოფილობა საკუთარი გარეგნობით, თვითშეფასების დაქვეითება. ხასიათის ცვლილებები, გუნება-განწყობილების დაქვეითება, ან სწრაფი ცვლა - დადებითიდან უარყოფითისკენ და პირიქით. მაღალია იმპულსურობა, კონფლიქტურობა, აგრესიულობა.


- რამდენად მნიშნელოვანია ამ დროს მშობლების მობილიზება?

- ცხადია, მხოლოდ მოზარდი ვერ მოერევა ამგვარ მისთვისაც კი დამაბნეველ შეგრძნებებს და ემოციებს. მისთვის ხშირად დასმულ შეკითხვაზე - რა სჭირს, რა დაემართა მაშინ, როდესაც ყველაფერი რიგზეა. ამ დროს ხშირია პასუხი, რომ თავადაც არ იცის. განსაკუთრებულად იზრდება გარეგნობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ჩნდება კრიტერიუმები, რომელთა შესატყვისობა რთულია, თუმცა მთელი ძალისხმევით ცდილობს, რასაც დიდი ენერგია მიაქვს. ამიტომ იზრდება შფოთვა, დეპრესიული ფონი. შესაძლებელია სოციალურად შეიზღუდოს, უპირისპირდება ოჯახის წევრებს. კომუნიკაცია რთულდება თანატოლებთანაც. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ კრიზისის დაძლევაში ოჯახს მეტი პასუხიმგებლობა ეკუთვნის. შესაძლოა ოჯახის წევრებისთვის უფრო რთულიც კი იყოს სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენა, ამიტომ საჭიროა განათლება, სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღება, საკუთარი მოზარდობის ხანის გამოცდილების გახსენება, შვილის ინდივიდუალობის აღიარება, თანადგომა, უსაფრთხოების და დაცულობის განცდის მიცემა. რაც უფრო გამწვავდება დაპირისპირება, მით ოპოზიციური შეიძლება გახდეს კრიზისში მყოფი პიროვნება.

მერი ბლიაძე
5527
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```