"ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ მარტივ ლიტერატურას, სიღრმისეული აზროვნება ვერ უყალიბდებათ"
"ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ მარტივ ლიტერატურას, სიღრმისეული აზროვნება ვერ უყალიბდებათ"
ყველაფერი, რასაც შვილებს კარგი განათლების მიღების მიზნით ვუკეთებთ, წყალში გადაიყრება, თუ ცოდნასთან ერთად ბავშვს ღრმად აზროვნების უნარი არ გამოუმუშავდა.

რუსი ნეირომეცნიერი, ფსიქოლინგვისტი და შემეცნების თეორიის ავტორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია თავის გამოსვლებში სწორედ  აზროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.  

გთავაზობთ მის რამდენიმე ციტატას:

დამოუკიდებელი აზროვნება

დამოუკიდებელი აზროვნება - მნიშვნელოვანი თვისებაა. ადამიანს, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, პრობლემები უკვე სკოლაში ეწყება. შემოქმედი ადამიანები თავიანთ ჩვეულ იდეებს, აღმოჩენებს არასდროს უწოდებენ ექსტრაორდინალურს. ეს მათთვის ჩვეული რამ არის. მათ ხშირად არ ესმით, რაში მდგომარეობს მათი დამსახურება, როდესაც ყველაფერი ისედაც ნათელია.
მაგრამ ნათელია მათთვის...
ასეთ ადამიანებს, ძირითადად, უსიამოვნება აქვთ სკოლაში, მათი უმრავლესობა მასწავლებელზე ჭკვიანია. მათ,  რა თქმა უნდა, არ იციან ის, რაც მასწავლებელმა იცის, მაგრამ მათ შეუძლიათ იყვნენ უფრო ჭკვიანები. ამიტომაც უწევთ რთულ სიტუაციებში ყოფნა, როდესაც საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ ექცევიან.
mshoblebi
არსებობს ასეთი ნამდვილი ამბავი: ბიჭმა, რომელიც სკოლაში ოროსანი იყო, გამოიგონა ორთქლის ძრავა და ააწყო კიდეც.
წარმოიდგინეთ: ორთქლის ძრავა მზესუმზირის ზეთზე, რომელიც მთელ სახლში გაცხელებული ზეთის წვეთებს ასხამს ! ბიჭს ყველა სულელად თვლიდა. ასე, რომ შემოქმედ ადამიანებს რთული კონკურენტული ბრძოლა უხდებათ.

alt3-6 წლის ბავშვებისთვის ეს საჭირო და სასარგებლოა


რატომ არის აუცილებელი კითხვა და რა წავაკითხოთ

განვითარებისთვის საჭიროა რთული ლიტერატურის კითხვა. ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ მარტივ ლიტერატურაზე, ვერ კითხულობენ დიდ ტექსტს სრულად. რაღაცას იღებენ აქედან, რაღაცას იქიდან... როდესაც შეეკითხები ბავშვს, თუ რაზე იყო ეს მოთხრობა, ვერ გიპასუხებთ.
თუ ბავშვები მხოლოდ კომიქსებით და სახალისო ლიტერატურით დაკავდებიან, მათ არც რთული ლიტერატურის კითხვის ალგორითმი გამოუმუშავდებათ, რომელიც აზროვნების ფორმირებას ახდენს, და არც ღრმად აზროვნების უნარი ექნებათ. ისინი იფიქრებენ მხოლოდ იმაზე, თუ რომელ ღილაკს დააჭირონ ხელი, რათა ჰამბურგერი მიიღონ.
დამტკიცებულია, რომ ტვინი სიცოცხლის ბოლომდე წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს. ნებისმიერი სამუშაო, გარდა მოსაწყენი და რუტინული საქმიანობისა, ტვინისთვის სასარგებლოა. მთავარია საქმე გქონდეს მუდმივად ცვალებად და რთულ ინფორმაციასთან.
2232
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```