"ბავშვის მთავარი უბედურება მისი მშობლების ამბიციებია" - ტატიანა ჩერნიგოვსკაია მშობლების როლზე
"ბავშვის მთავარი უბედურება მისი მშობლების ამბიციებია" - ტატიანა ჩერნიგოვსკაია მშობლების როლზე
ნეირომეცნიერი და შემეცნების თეორიის ავტორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ბავშვის წარმატებასა და ამ საქმეში მშობლის ჩარევის საკითხს შეეხო.

"წარმატების მიღწევა ბავშვთა აღზრდასა და მათი ფსიქიკის განვითარებაში პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, თუ რა სურთ მათ მშობლებს- ნახონ თავიანთი შვილები ბედნიერები თუ განახორციელონ საკუთარი ამბიციები და განუხორცილებელი ოცნებები მათ ხარჯზე.

ბავშვმა უნდა მიიღოს შესაძლებლობების სრული სპექტრი და შესაძლოა, როგორც თავად, ასევე მისმა აღმზრდელებმა, მშობლებმა დაინახონ, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და აქედან
არაფერი გამოვა. ჩემგან ბუღალტერი უნდა დამდგარიყო, მე კი საერთოდ არ მქონდა ბუღალტერიის ნიჭი, სამაგიეროდ სხვა რაღაცები მაინტერესებდა.
თუ ბავშვზე ზეწოლა ხდება მშობლების მხრიდან, ეს ცუდად დამთავრდება - ის იქნება უბედური, მშობლებისა და ახლობების რჩევით არჩეულ პროფესიას დატოვებს, მაგრამ დაკარგავს სიცოცხლის რამდენიმე წელს.

შეხედეთ მას. გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს ბედნიერი თუ გინდათ, რომ დაიკმაყოფილოთ საკუთარი ამბიციები. თუ თქვენი ამბიციების დაკმაყოფილება გინდათ, ეს ნიშნავს იმას, რომ კანიბალი ხართ და სინამდვილეში არ გადარდებთ საკუთარი შვილის ბედი" - ამბობს ცნობილი მეცნიერი.

altროცა მშობლები სიამაყით მეუბნებიან, ჩემს შვილს 2 წლიდან ვასწავლიო, მე ვპასუხობ - ჰოდა, ძალიან შემცდარხართ


alt5 თვისება, რომლითაც შვილის წარმატება შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ

altსკოლაში პოპულარობას არ მოჰყვება

ცხოვრებაში წარმატება

altრა განაპირობებს ბავშვის წარმატებას და არის თუ არა ეს მშობლის დამსახურება? - საჭირო რჩევები


7985
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```