"ბავშვის ჩაცმა და გამოკვება ეს ზრუნვაა და არა აღზრდა, ბევრ მშობელს ეს საკმარისი ჰგონია" - ფსიქოლოგის შეფასებები ოჯახურ წვრილმანებზე
"ბავშვის ჩაცმა და გამოკვება ეს ზრუნვაა და არა აღზრდა, ბევრ მშობელს ეს საკმარისი ჰგონია" - ფსიქოლოგის შეფასებები ოჯახურ წვრილმანებზე
30 წლიანი გამოცდილების მქონე ოჯახის ფსიქოლოგი, მიხეილ ლაბკოვსკი ამჯერად ისეთ თემას ეხება, რაც ყველა ოჯახში აქტუალუარია - როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვისგან გაზარდონ კარგი და წარმატებული ადამიანი. არაერთი მაგალითი გვინახავს, როცა მშობლების მცდელობას ამაოდ ჩაუვლია. არცერთი მშობელი არ ცდილობს წარუმატებელი და ხემოცარული ადამიანის გაზრდას, მაგრამ რატომღაც ზოგჯერ ასე გამოდის. აი, რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს, რომლებიც ძალიან ცდილობენ ბავშვი ღირსეულ დამიანად აღზარდონ. 
  1. უბედური ადამიანები ბედნიერ ბავშვს ვერ აღზრდიან. თუ მშობლები ბედნიერები
    იქნებიან, დამატებით არაფრის გაკეთება იქნება საჭირო.
  2. ბევრი თვლის, რომ ოჯახი ნორმალურია და პრობლემა ბავშვებშია. უკვირთ, როდესაც ერთ ოჯახში ორი განსხვავებული ბავშვი იზრდება: ერთი დარწმუნებულია საკუთარ თავში, წარმატებული და გამბედავია, ხოლო მეორე დაკომპლექსებული, წარუმატებელი და ხშირად აგრესიული. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ თავს ოჯახში. ვიღაცას ყურადღება არ ყოფნის, ვიღაც უფრო მგრძნობიარეა და სჭირდებათ უფრო მეტი სიყვარული, მშობლები კი ამას ვერ ამჩნევენ.
  3. ბავშვის უზრუნველყოფა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და საკვებით- ეს ზრუნვაა და არა აღზრდა. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ მატერიალურად ზრუნვა საკმარისია.
  4. როგორი ურთიერთობაც გექნებათ ბავშვებთან ბავშვობაში, ისე დაიწყებენ ისინი თქვენთან და უფროსებთან ურთიერთობას.
  5. სკოლამ უნდა ასწავლოს მათ არა მხოლოდ მათემატიკა, ან ლიტერატურა,
    არამედ ცხოვრებაც. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მიიღონ არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ, განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც: ისწავლონ კომუნიკაცია და ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანთან. ასევე, საკუთარი პრობლემების გადაჭრა. ეს უნარები დაეხმარება მათ ცხოვრებაში.
  6. გადაჭარბებული რეაქცია ბავშვის ცუდ ნიშნებზე- ეს უფროსების სარკეა. თუ მშობლები მშვიდად რეაგირებენ ორიანზე ან შვილების წარუმატებლობაზე სპორტში და ბავშვებს ეუბნებიან ,,ჩემო კარგო, არ ინერვიულო"- მაშინ ბავშვი მშვიდი და უფრო სტაბილურია და ის აუცილებლად მიაღევს წარმატებას სხვა საქმიანობაში.
  7. თუ ბავშვი დაწყებით კლასებში ვერ ძლევს პროგრამას და თუ უჭირს გაკვეთილზე გაჩერება, ეს ბავშვის ბრალი კი არა, სკოლის ბრალია. რთული არ ნიშნავს უკეთესს! პირველ კლასში საშინაო დავალების შესრულებისთვის უნდა გამოყოს 15-დან 45 წუთამდე.
  8. ბავშვის დასჯა შეიძლება, ხანდახან აუცილებელიც კი არის. მაგალითად, თუ თქვენ მას წინასწარ შეუთანხმდით, რომ თქვენს მოსვლამდე უნდა მოამზადოს გაკვეთილები, ჭამოს და დაალაგოს თავად. სამსახურიდან მოსვლის შემდეგ კი გხვდებათ ესეთი სურათი: სუფი ხელუხლებელია გაზქურაზე, წიგნები გადაუშლელია, ხოლო ფურცლები აქეთ-იქით ყრია, ბავშვი კი პლანშეტში თამაშობს, თქვენ მას უნდა უთხრა: ,, მე შენ ძალინ მიყვარხარ, მაგრამ პლანშეტს ერთი კვირის განმავლობაში ვერ მიიღებ."
  9. ბავშვს ჯიბის ფული უნდა ჰქონდეს 6 წლის ასაკიდან. დიდი თანხა არა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის თნხა იმისათვის, რომ თავად გადაწყვიტოს, რაში დახარჯავს. არ გააკონტროლოთ მათი ხარჯები იმიტომ, რომ ასე მიეჩვევა დამოუკიდებლობას.
  10. ნუ ჩაერევით შვილის ცხოვრებაში, არ გადაჭრათ პრობლემები მათ ნაცვლად. არ მოახვიოთ თავს თქვენი ამბიციები და დამოკიდებულებები.
  11. მე მუდმივი კონტროლის წინააღმდეგი ვარ. ბავშვები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ოჯახში ის უყვრთ, აფასებენ და ენდობიან.
  12. არეულობა ოთახში გამოხატავს ბავშის შინაგან მდგომარეობას. ასე, რომ თუ ოთახში ქაოსია, ესე იგი მათ სულშიდაც არეულობაა. მოთხოვნა, რომ დაალაგოს ოთახი შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი შვილი გადადის ამ ოთახიდან.
  13. განათლება- არ ნიშნავს განმარტებას, როგორ უნდა იცხოვროს მან. ეს არ მუშაობს. ბავშვები იმეორებენ მშობლების ქცევებს. მათ თქვენი სიტყვები არ ესმით. მაგალითად, თუ მამა ამბობს, რომ დალევა საზიანოა და თავად ამ დროს სვამს, დიდი შანსია, რომ შვილი ალკოჰოლიკი გახდეს. ეს არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი.
  14. ისაუბრეთ ბავშვებთან ცხოვრებაზე ზოგადად და არა იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. თუ მშობლები მხოლოდ ცხობრებისეულ პრობლემებზე ესაუბრებიან თავიანთ შვილებს, მათაც ექნებათ პრობლემები.
  15. თუ ბავშვი ცდილობს უფროსების მანიპულირებას, მას ნერვოზი აქვს. თქვენ კი უნდა მოძებნოთ ამის მიზეზი, იმიტომ, რომ ჯანმრთელი ადამიანები არ მანიპულირებენ სხვებზე.
  16. არ გააკრიტიკოთ ბავშვები უხეშად საუბრის დროს. არ შეეხოთ პიროვნულად. არ უთხრათ მათ: ,,შენ ცუდი ხარ" ან ,,მე ვფიქრობ, რომ ცუდად იქცევი". გამოიყენეთ ასეთი ფორმულირება: ,, მე არ მომონს, როდესაც შენ..." ,,მე არ მინდა, რომ...".
  17. ბავშვები უნდა გრძნობდეს, რომ მისი მშობლები კეთილები არიან, მაგრამ ძლიერები, რომელთაც შეუძლიათ მათი და სიყვარული.

 

alt"დღევანდელი მშობლები ძალიან მძიმე დღეში არიან... ფულის შოვნა თვითმიზნად იქცა..."

 

alt7 კრიტიკული შეცდომა აღზრდაში, რის გამოც ბავშვები ოჯახში ტირანებად იქცევიან

alt"ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" - საოცარი გამონათქვამები აღზრდაზე


 


ტეგები: აღრზდა
26296
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```