მინახავს ის ბავშვები, რომელთა გამოც დედებმა ყველაფერი აიკრძალეს. ეს, სამწუხაროდ, ცუდი სანახავია... ფსიქოლოგი ოლგა ვალიაევა საუბრობს ფენომენზე, როდესაც მშობლები მთლიანად ბავშვს უძღვნიან ცხოვრებას:
- მათ ეს არა მხოლოდ არ სჭირდებათ, პირიქით ცუდიც კია. რამდენი წარუმატებლობა, გატეხილი გული, წყენა და გაუგებრობაა ამის გამო...
მე მინახავს ქალი, რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა შვილების გამო. შემდეგ კი მინახავს ის ბავშვები, რომელთა გამოც დედებმა ყველაფერი აიკრძალეს. ეს, სამწუხაროდ, ცუდი სანახავია...
დედამ ივანე მარტო გაზარდა. არასდროს გათხოვილა, მთელი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. უყიდა ბინა, გადაუხადა სწავლის თანხა უნივერსიტეტში. ივანე შესანიშნავი და წარმატებული კაცი დადგა. მხოლოდ მაშინ, როცა 50 წლის იყო. ის არასდროს დაქორწინებულა, არ ჰყავდა შვილები, მთელი ცხოვრება ცდილობდა, დედისთვის ამაგის დაფასებას. ელენეს მამა დღე და ღამე მუშაობდა ბავშვების გამო. მას დიდი გეგმები ჰქონდა, განსაკუთრებით ქალიშვილისთვის. ოცნებობდა, რომ გოგონა ექიმი გამხარიყო. თუმცა, გოგონას საკუთარი ცხოვრებით სურდა ცხოვრება. უნდოდა, მხატვარი გამხდარიყო. მამამ სცადა მისი გადარწმუნება, თუმცა უშედეგოდ. მაშინ კი მან დათვალა, თუ რა თანხა გადაიხადა მისი განათლებისთვის, სხვადასხვა წრეზე სიარულისთვის, ტანსაცმლისა და საკვებისთვის და მოითხოვა ამ თანხის უკან დაბრუნება. ელენეს მას მერე მამა აღარ უნახავს. 30 წელზე მეტი გავიდა... დედამ ირინას გამო უარი თქვა პირად ცხოვრებაზე. მას შემდეგ, რაც ქმარს გაეყარა, სულ ეშინოდა გოგონას ამ ფაქტით ტრავმირების. გოგონა გაიზარდა, თუმცა დედის მიტოვება არ შეეძლო. ვერ შეძლო დაქორწინება და არ იცოდა, რა აზრი ექნებოდა მის ცხოვრებას დედის გარეშე. ის უკვე 40 წლისაა. არც ქმარი ჰყავს და არც შვილი. ანა და ალექსანდრეს ძალიან კარგი მშობლები ჰყავდათ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი შვილებისთვის, რაც შეეძლოთ, რაც არ შეეძლოთ, იმასაც კი. მათი ოჯახი მეგობრული იყო და ერთად აღნიშნავდნენ საოჯახო დღესასწაულებსა თუ არდადეგებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მშობლებმა ოჯახი ვერ შეინარჩუნეს. მათ ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებდათ. მაინც ცხოვრობდნენ ერთად ოცდაათი წელი, როგორც მამა და დედა. და როცა ბავშვები გაიზარდნენ და თავიანთი გზით წავიდნენ, განქორწინდნენ. ანამ ვერასდროს გააანალიზა ეს დიდი ტყუილი, რომელშიც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. ის უკვე 27 წლისაა და არ სურს გათხოვება. ეშინია მშობლების ისტორიის გამეორების. დედამისი განქორწინების შემდეგ მალე გარდაიცვალა. ევგენი გვიან დაბადებული ბავშვი იყო და სულ თავს დასტრიალებდნენ და ზრუნავდნენ მასზე. სიმართლე რომ ითქვას, დედა ელოდა პრინცს და გადაწყვიტა ბავშვი თავისთვის გაეჩინა. ამით კი აესრულებინა თავისი განუხორციელებელი ოცნებები. ცდილობდა, შვილი ვუნდერკინდად ექცია. ბიჭი სწავლობდა რამდენიმე ენას, დადიოდა სხვადასხვა წრეზე, უკრავდა არფაზე... დედა ამაყობდა მისით და სტუმრებთან ერთად ხშირად სთხოვდა შვილს, დაეკრა რამე. არფა ხომ ძალია ეგზოტიკურია! ევგენი უკვე 40 წლისაა. ის განქორწინებულია. მის შვილებს სხვა მამაკაცი ზრდის. მან კი აქამდე არ იცის, რა უნდა ამ ცხოვრებაში. ვერ გახდა ვუნდერკინდი. ვერ გაუძლო და გატყდა. ახლა ის უბრალოდ სვამს... სამსახურამდე, სამსახურში და სამსახურის შემდეგ. დედა ამ ყველაფერს უკვე ვეღარ ხედავს.
ცოტაა ასეთი ისტორია? და მათ შორის ბევრს ბედნიერი დასასრული აქვს?
როდესაც ბავშვი სიცოცხლის აზრი ხდება მშობლისთვის, ეს ძალიან ძნელია თქვენთვის, შვილებისთვის. თითქოს ოთახში ხართ, რომელშიც ერთხელაც ჰაერი აღარ იქნება. შეიძლება თავიდან დაიწყოთ ცხოვრება, მაგრამ თანდათან დაიხრჩობით. ჰაერი აღარ გეყოფათ.
20 წლის ასაკშიც კი თქვენ სულიერად დაცლილი იქნებით. იგრძნობთ, რომ უბრალოდ სტუმარი ხართ და საკუთარ თავს უმასპინძლდებით. სხვა ვარიანტებიცაა. ბავშვს შეიძლება ამ ვალდებულების ტარებამ მოუწიოს მთელი ცხოვრება. მშობლების გადაჭარბებული ყურადღება და სამაგიეროდ, დაკარგული პირადი ცხოვრება, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მათზე. ზოგმა დალევით გამოხატა პროტესტი, ზოგმა საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი მშობლებთან. იშვიათად თუ შეინარჩუნეს მსგავს შემთხვევებში შვილებმა მშობლებთან კარგი დამოკიდებულება. დაფიქრდით, რატომ გჭირდებათ საკუთარი ცხოვრებისა და ინტერესების მსხვერპლად შეწირვა.
უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?
ამიტომ, გირჩევთ, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის! სხვა აზრიც უპოვნეთ ცხოვრებას, თუნდაც დედობის ან მამობის შემთხვევაში. იმისათვის, რომ თქვენი შვილები არ იყვნენ "მძევლები" და თქვენი ქველმოქმედება არ გამოიხატებოდეს ყველაფერზე უარის თქმით.
დაე, გაიზარდნენ ისეთები, როგორიც ღმერთს სურს. რასაც აძლევთ მათ - ეს სრულებით საკმარისია. ვიღაცას მილიონი აქვს, ვიღაც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს. ამან რ უნდა მოახდინოს ბავშვის აღზრდაზე ზეგავლენა. რაც მთავარია, მათ უნდა დაგინახონ თქვენ არა მსხვერპლად, არამედ ბედნიერ ადამიანად.
გიყვარდეთ თქვენი ქმარი. ბავშვები გაიზრდებიან, ის კი თქვენთან დარჩება. უნდა მისცეთ შვილებს მაგალითი, რომ მათაც უნდოდეთ ოჯახი, ბავშვები. შეგიძლიათ ყველა პრობლემას მოერიოთ ქმართან ერთდ.
გიყვარდეთ საკუთარი თავი. ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავი შვილების გამო. ნუ აიკრძალავთ ახალი კაბის ყიდვას სამსახურისთვის. ნუ ჩაანაცვლებთ კოსმეტოლოგს შვილის რეპეტიტორით. თუ თქვენს თავზე არ იზრუნებთ, როგორ მაგალითსა და სიყვარულს გადასცემთ სხვებს?
მატერიალურის გარდა, სხვა აზრიც უპოვნეთ ცხოვრებას. ეს ცხოვრება ერთ დღესაც დასრულდება. შეიძლება მაშინ, როცა ამაზე ფიქრი საერთოდაც არ გინდათ. სასულიერო პრაქტიკა, რელიგია, ლოცვა, წმინდა წერილების წაკითხვა... თქვენ შეგიძლიათ ამაში იპოვნოთ ძალა, შვილებისთვის ყველაფრის დათმობის ნაცვლად.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ იცხოვრებთ შვილების გამო. როდესაც მე ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც მშობლებმა ყველაფერი მისცეს, იმაზე მეტიც კი, რაც შეეძლოთ, მათ თვალებში ყოველთვის ტკივილს ვხედავ. მათ ტანჯვას, გატეხილ გულსა და სულს ვუყურებ. მათ თვალებში იგრძნობა ყვირილი დახმარების სათხოვნელად. ძალიან უყვართ თავიანთი მშობლები. მაგრამ უბრალოდ ვეღარ ცხოვრობენ.
მიეცით თქვენს შვილებს ცხოვრებისა და სუნთქვის საშუალება. მაშინ ისინი შეძლებენ გაზრდასა და განვითარებას იქ, სადაც მათ ბედი წაიყვანთ. ჩვენი, როგორც მშობლების, როლია დროულად დავიცვათ ბავშვები მავნე ზეგავლენისგან. შემდეგ კი ისინი თავად უკეთ გაუმკლავდებიან იმ დაბრკოლებებს, რომლებზედაც ადრე უკვე იზრუნეთ.
"ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად" - ცნობილი პედაგოგის რჩევები