ბავშვის ასაკობრივ განვითარებას არაერთი სირთულე ახლავს, რომელთანაც გამკლავება ზოგჯერ მშობელთა ძალებს აღემატება. მეტიც,ზოგჯერ უფროსების მხრიდან პატარებისთვის აუცილებელი და განსახილველი თემები ტაბუირებულია. რა უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა არ უნდა გამოგვეპაროს ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად, mshoblebi.ge-ს კითხვებს პასუხობს ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.
- როდიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა თავის მოვლა და ჰიგიენური პროცედურების დაწყება დამოუკიდებლად, ეს ცოტა ტაბუდადებული თემა იყო ჩვენში. ეს ალბათ სპეციალისტების ბრალიც არის და ამ საკითხის მიმართ ოჯახის მიმღებლობაც არ იყო. საკუთარი ხელებით დაბანა პატარამ ორი წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. როდესაც ბავშვს ვაბანავებთ, უკვე ვასწავლით, შენ თვითონ დაიბანე სხეულის ნაწილები და ნელ-ნელა ვაჩვევთ იმას, რომ გენიტალიების მიდამოები თვითონ დაიბანოს ჩვენი მეთვალყურეობით და დახმარებით, შეიძლება ჩვენ თვითონ ავიღოთ ბავშვის ხელი და ვაჩვენოთ, როგორ დაიბანოს, მერე თანდათან უნდა წავახალისოთ, რომ ეს გააკეთოს თვითონ.
ბავშვი, რომელიც ბაღში მიდის, სასურველია, რომ მოშარდვის მერე, ქაღალდის გამოყენებას დამოუკიდებლად ახერხებდეს, თუმცა კუჭში გასვლის შემდეგ მას უფროსის დახმარება დასჭირდება და ეს ბუნებრივია. ბავშვს ვუხსნით, რომ ეს არის ისეთი ადგილები, რომლებსაც შენ თვითონ უნდა მოუარო, აქ ზედმეტად სხვისი ხელი არ უნდა მოგხვდეს. ორი წლიდან თანდათან ვაგუებთ ბავშვს ამ აზრს, რომ შეიძლება დაგბანო თავი, ხელები, გენიტალიების მიდამო კი შენ თვითონ უნდა დაიბანო. ეს პროცედურა შესაძლოა, პატარამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გაკეთოს, მაგრამ თანდათან უნდა შევაჩვიოთ. თუ მანამდე ვეუბნებით, დედა დაგეხმარება, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ ბაღში დხმარება დასჭირდა, მისი დახმარება ვიღაცას შეუძლია და შეიძლება მივუთითოთ, რომ ეს არის ძიძა. სასურველია, ბავშვს ერთი ან ორი ადამიანის მიმართ ჰქონდეს ნდობა, როცა საქმე მის სხეულს ეხება და ბაღშიც ხშირად არ იცვლებოდნენ ძიძები. აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ბავშვს უცხო ადამინის შეხებისას უნდა გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა. თუ ვეხებით ნაჭრით, რბილი ღრუბელით, ეს შედარებით მისაღები უნდა იყოს მისთვის, მაგრამ, შიშველი ხელებით, შიშველ გენიტალიებზე შეხება ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ძალიან ცუდია, როცა მე-5-მე-6 კლასელ ბავშვს მშობელი ეხმარება ბანაობის დროს. რაღაც მომენტებში ოჯახს წევრებსაც გამოცდილება და ცოდნა გვაკლია ამ მხრივ.
- თვითონ მშობლის მიხმარებაში იმდენად არ არის პრობლემა და რისკი, მაგრამ ჩვენ ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ უცხო ხელი არ უნდა მოხვდეს, მშობლის შეხებაც კი უნდა იყოს გამონაკლისი. დედისგანაც, მამისგანაც, ბებიისგანაც, ბაბუისგანაც გენიტალიების მიდამოებში გადაჭარბებული ფერება, ღიად დემონისტრირება სხეულის ნაწილების აუდიტორიის წინაშე მისთვის უნდა იყოს მიუღებელი. ამას უნდა ვასწავლიდეთ ბავშვს და თუ შემთხვევით ვიღაცამ რაღაც გააკეთა, ბავშვს უნდა ჰქონდეს დისკომფორტის გრძნობა და ჰქონდეს განცდა, რომ ეს ცუდია. იგივე ბაღშიც, შეგვიძლია ვასწავლოთ, თუ საპირფარეშოში შეხვალ და გაგიჭირდა გამოსუფთავება, ძიძა ან მასწავლებელი დაგეხმარება. ორი წლიდან ვიწყებთ მეცადინეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორი წლიდან ბავშვი ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. სამი წლის ასაკში ბავშვები უკვე ხვდებიან განსხვავებული სქესის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერ ხსნიან. ამიტომაც არის მნიშვნლოვანი პატარა ასაკიდანვე მიეჩვიონ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ბაღში საპირფარეშოები უნდა იყოს გოგოების და ბიჭების იზოლირებული. უნდა ვასწავლოთ პატარებს, რომ ერთმანეთის გენიტალიებთან შეხება არ შეიძლება.
- დათვის ტყავზე გაგორებული შიშველი ბავშვის ფოტოები მოდაში იყო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. საზოგადოებაც უნდა მიეჩვიოს, რომ ის, რასაც 2 და 3 წლის ბავშვს ვასწავლით, რომ ინტიმური ზონები თვალისგან და ხელისგან იყოს მოფარებული, იგივე უნდა გააკეთოს საზოგადოებამ. მოზრდილებიც უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ბავშვების შიშველი ფოტოების აფიშირება არ შეიძლება. განსაკუთრებით ბიჭების სხეულს ასაჯაროებენ, რაც თავმომწონეობასთან ასოცირდება. უფროსებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს უკვე არის ბავშვის უფლებების შელახვა და ზედმეტად სააშკარაოზე გამოტანა ინფორმაციის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ბავშვის საკუთრებაა, არის მიუღებელი. გარკვეული რეგულაციების შემოღებამდე, ეს ყველაფერი ჩვენ თვითონვე უნდა გავიაზროთ, რომ მიუღებელია. როგორც მოზრდილებმა არ შეიძლება ვიაროთ პლაჟზე შიშვლებმა, ბავშვებშიც უნდა დავიცვათ ეს წესი. თუ ეზოში მარტო ჭყუმპალაობს და თავისთვის ერთობა, კიდევ არა უშავს, თუმცა მაშინაც უპრიანი იქნება, ეცვას შესაბამისი შესამოსელი. არ უნდა წავახალისოთ ბავშვის ტიტლიკანა სიარული. პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ ეცვას საცურაო კოსტუმი, მით უმეტეს, თუ ეს ხდება პლიაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მანკიერი ტრადიციაა ბავშვის ინტიმურ ადგილებზე კოცნა და თავის მოწონება ამით. ზედმეტი სიყვარულის გამოხატვას ამ ფორმით, უნდა გადავეჩვიოთ. ასეთ ქცევას სიკეთისკენ არ მივყავართ. ბავშვმა ზუსტად ეს უნდა გააცნობიეროს, რომ კოცნაც და შეხებაც არ შეიძლება, თუ არ ვბანაობთ, ან თუ რამე სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა არ დგას. ორი წლიდან იმიტომ ვიწყებთ ბავშვთან ამ ყველაფერზე საუბარს, რომ ამის საჭიროება დღეს დგას. ბიუსტჰალტერის ფორმის საცურაო კოსტიუმს რომ ვაცმევთ გოგონას, ამით ის ეჩვევა, რისი დაფარვა არის აუცილებელი. ინტიმურ ადგილებში შეხების დროს ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის არაჯანსაღი. ჩვენ ზედმეტად ინფანტილურები ვართ ბავშვების მიმართ. ვთვლით, არის კი ბავშვი ამისთვის მზად? - აღმოჩნდა, რომ არის. რაც უფრო მალე დავანებებთ თავს ბავშვების ინფანტილიზაციას, რაც უფრო ადრე დავიწყებთ ადაპტურ უნარებზე მუშობას, მით უფრო უკეთესი შედეგი ექნებათ მათ.
- ეს საკამოდ გავრცელებული მდგომარეობაა, პრობლემასაც არ ვეძახით ამას. იმიტომ, რომ 5 წლამდე ეს ითვლება ასაკობრივ მდგომარეობად და მედიცინის კუთხით ბავშვის ამ ქცევას, როგორც პათოლოგიურს, ისე არ ვაფასებთ. რა ასაკიდან იწყება ბავშვებში ეს, არის ძნელად დასაკონკრეტებელი, იმიტომ, რომ ჩვილობის ასაკის ონანიზმიც კი არის აღწერილი. ნებისმიერ შემთხვევაში 5 წლამდე ბავშვებში, მათ შორის ტიპურად განვითარებულ ბავშვებში არც თუ ისე იშვიათია მასტურბაციის ფაქტები და ითვლება, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ყველა ბავშვის ცხოვრებაში ასეთი რამ. ამის საფუძველი არის ის, რომ ბავშვი საკუთარი სხეულის გამოკვლევას, იდენტიფიცირებას იწყებს, მეტნაკლებად სწორედ ეს 2 წლის ასაკიდან იწყება და სწორედ ეს არის ჩვენი რეკომენდაცია, რომ ამ ასაკიდან დაიწყონ ბავშვებმა დამოუკიდებელი უნარების გამომუშავება, ჰიგიენაზე ზრუნვა, ამ ორი, ორ-ნახევარი წლის ასაკიდან, როცა განსაკუთრებულ შესწავლას იწყებენ საკუთარი ორგანოების. როცა ბავშვი გადააწყდა ადგილს, რომლის შეხებაც და გაღიზიანებაც მისთვის სასიამოვნო შეგრძნებასთან ასოცირდება, ამ ფაქტს რამე პათოლოგიური დატვირთვა არ აქვს და პროგნოზულადაც რამე ცუდთან არ ასოცირდება.სადღაც სამი წლის ასაკში შეგრძნებები უფრო მძაფრია, მერე კი უნდა დაიწყოს გაიშვიათების ტენდენცია და 5 წლის მერე კი ტიპური განვითარების ბავშვი სხვა მხრივ უნდა ახერხებდეს შფოთვისგან განტვირთვას, სიამოვნების მიღებასაც და საკუთარი თავის რეალიზებასაც. ბავშვი ამ ქცევას სახელს ვერ არქმევს. 5 წლამდე ასაკის მასტურბაცია არ არის ის, რასაც მერე მოზრდილი ადამიანი წინასწარგანზრახვით, გააზრებულად აკეთებს, თუმცა ბავშვისთვის ეს ვნებელობითი აქტია, ეს არ არის უნებლიე, მაგალითად, როგორც ტიკები. რეაქცია მშობლის ასეთ დროს უნდა იყოს მშვიდი და უნდა იყოს ერთი მხრივ იგნორირებული, იმ თვალსაზრისით, რომ არაფრით არ შეიძლება შეტევაზე გადასვლა, არაფრით არ შეიძლება მიზანმიმართულად ყურადღების გამახვილება და შენიშვნის მიცემა, რომ გაუშვი ხელი, გაჩერდი, ნუ აკეთებ და ა.შ. თუ შევნიშნეთ, რომ ბავშვი განმარტოვდა თავისთვის და მასტურბაციის ტიპის ქცევით არის დაკავებული, უნდა მოვახერხოთ, რომ ბუნებრივად გადაიტანოს ყურადღება სხვა რამეზე. ვითომ ვერც ვამჩნევთ ვერაფერს. ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ჩვენი ქცევა ბავშვისთვის არ უნდა გახდეს მატრავმირებელი. დანაშაულის განცდა არ უნდა დავუტოვოთ, ისინი არაფერს აშავებენ, მათ არ იციან, ეს რა მოვლენაა და თუ დავსჯით, ვერ მიხვდებიან რატომ დავსაჯეთ.
- ცალსახად რომ გითხრათ, რომ მარტო ფილმის სცენარში გათამაშებული ფაქტები იწვევევს ბავშვებში ამ ქცევას, ეს ასე არ არის. სერიალში თუ ფილმებში ასახული ეროტიული სცენების ყურება, ნებისმიერ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის. ის მძაფრი შეგრძნებები, რაც იმ ეტაპზე მოზრდილებისთის არის განკუთვნილი, ბავშვის არც ფსიქიკისთვის და არც ჰორმონალური სტატუსისთვის არ არის გათვლილი. რაც შეეხება მშობლების ინტიმურ ქცევებს ბავშვების თანდასწრებით, აქაც უკიდურესობაში ვვარდებით ხოლმე. ერთის მხრივ ბავშვი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ დედას და მამას ერთმანეთი ძალიან უყვართ, ხელჩაკიდებული სიარული, ლოყაზე კოცნა, გულში ჩახუტება და მოფერება, ეს პირიქით უკეთესია. თუმცა ამის იქით რა ხდება საძინებლში, არც ერთი ბავშვისთვის არ არის საყურებელი, არც საჭირო და არც სასარგებლო, იმიტომ, რომ ეს დამატებით ემოციებს და ინტერესებს აღძრავს, რომლისთვისაც ბავშვის ფსიქიკა არ არის მზად. ამიტომ ჯობია და საჭიროა ბავშვს ცალკე ოთახი ჰქონდეს, თუ ეკონომიკურად ამის საშუალება ოჯახს აქვს.
- ევროპული და ამერიკული სკოლა თვლის, რომ ნული ასაკიდან ბავშვს უკვე ცალკე ოთახი უნდა ჰქონდეს. სანამ ძალიან ჩვილია და პატარაა, საწოლი შეიძლება ძალიან ახლოს იყოს მშობლების საძინებელთან, მაგრამ თანდათან 5, 6, 7 თვიდან სასურველია, რომ საწოლი დაშორდეს მშობლების საწოლს. ასევე გასათვალისწინებელია ინდივიდუალურობის მომენტი, ბავშვი როგორი ემოციებისა და შეგრძნებების მატარებელია. უკვე წლის ასაკის შემდეგ უმჯობესია მშობლების ოთახთან კედელი ჰყოფდეს. რა თქმა უნდა, ეს ორი ჩაკეტილი ოთახი ვერ იქნება, მანძილი მშობლებისა და ბავშვის ოთახს შორის პატარა უნდა იყოს. კარები უნდა იყოს ღია. 2, 3, 4 წლის ბავშვი უნდა მიეჩვიოს, რომ იძინებს მარტო და ეს ოთახი არის მისი ციხე-სიმაგრე. უნდა ჰქონდეს განცდა: "თუ მე ჩემს ოთახში ვარ, სადაც ყველაფერი ჩემთვის არის გაკეთებული, რატომ უნდა გამიჭირდეს იქ ღამის გათენება".
რუსკა კილასონია