უნდა მისცენ თუ არა მშობლებმა მცირეწლოვან შვილებს სოციალური ქსელის გამოყენების უფლება? მითუფრო, რომ სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ დადებითი, არამედ ნეგატიური ინფორმაციაც. ამ საკითხზე ფსიგოლოგ, ლელა მურუსიძეს გავესაუბრეთ.
-არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ ბავშვებს 10-12 ან უფრო მცირე ასაკში ჰქონდეთ პირადი სოციალური ქსელი?
- ვფიქრობ, ასე ადრეულ ასაკში არ უნდა ჰქონდეთ. სოციალური ქსელის გამოყენებას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ ინფორმაციას გაეცნოს ბავშვი, რაც ხშირად სოციალურ ქსელში უფრო ადრე ვრცელდება,ხელმისაწვდომიცაა. უარყოფითი მხარე არის ის, რომ სოციალურ ქსელს ბავშვები ხშირად იყენებენ ძალადობისთვის, ბულინგისთვის, ა.მ. ჭორების გავრცელება, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; ნაცნობ-მეგობრების საუბრის, ფოტოების გამოქვეყნება; ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება უცნობი პირების მიერ ძალადობრივ და აზრტულ თამაშებში ბავშვების ჩაბმა, მათზე არასასურველი გავლენის მოხდენა, სიცოცხლისთვის საზიანო ქმედებებისკენ მოწოდება და იძულება. ბავშვებისათვის სოციალურ ქსელებში გაწევრიანების კატეგორიული აკრძალვა გაგვიჭირდება; სასურველია მშობლებმა ინტერნეტ უსაფრთხოების წესები გააცნონ მათ და საუბარში გადაამოწმონ, რამდენად იცავენ ბავშვები ამ წესებს. ა.მ. ხომ არ ესაუბრება ბავშვი ქსელების მეშვეობით უცნობ პირს, რა სახის ინფორმაციას უზიარებს მათ და ა.შ.
-როგორ შეიძლება მშობლებმა გააკონტროლონ ის ინფორმაცია, რასაც ბავშვები სოციალური ქსელიდან იღებენ?
-მე ვთვლი, რომ ბავშვის პირადი სივრცე დაცული უნდა იყოს - ეს იქნება მისი ოთახი, დღიური, თუ ინტერნეტ გვერდი; სხვაგვარად ჩვენშვილში საკუთარი თავის მიმართ რწმენას ვერ აღვზრდით და ვერც ნდობას ვერ მოვიპოვებთ. ასევე, მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ბავშვი გაუმკლვდება იმ ნეგატიურ ზემოქმედებას, რასაც შეიძლება იგი წააწყდეს სოციალური ქსელის გამოყენებისას - დაცინვა, დაშინება, ბავშვისთვის მიუღებელი ქმედებისკენ წაქეზება, იგივეს შესაძლოა რეალურ სივრცეშიც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ეს მრავალი მოწმის თანდასწრებით და თანაც დოკუმენტირებულად ხდება.
მშობელი კარგია, რომ ეცნობოდეს მისი შვილის მიერ გამოყენებული საიტების ისტორიას , რათა იცოდეს, როგორ იყენებსის ინტერნეტს - განვითარების ხელშესაწყობად, სასწავლო ინფორმაციის მოსაძიებლად და ა.შ.. საშინელებათა ფილმებს, პორნოგრაფიულ კადრებს, ძალადობის ამსახველ მასალას თუ ძალიან პატარა ასაკში წააწყდებიან, ბავშვებს უჭირთ ინფორმაციის გადამუშავება, გაგება -შემდეგ ეს ყველაფერი შესაძლოაგამოიხატოს სხვა და სხვა სიმპტომატიკით, ფსიქიური აშლილობის, სახით.( კოშმარი, დევნის მანია, ნაადრევი სექსუალური ინტერესი, დანაშაულის გრძნობა, აკვიატებული აზრები, ქცევა და ა.შ.)
რაც შეეხება აკრძალვებს, მათი გამოყენება მინიმუმდე უნდა იყოს დაყვანილი, მხოლოდ აკრძალვებით ბავშვის აღზრდა არ შეიძლება. თითოეული აკრძალვის მიზეზი უნდა იყოს ახსნილი და არგუმენტირებული, რათა ბავშვს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მას ჩაგრავენ, აიძულებენ რაიმეს კეთებას, ან ძალადობენ მასზე.საურველია ბავშვთან ერთად წესების შემუშავება, მათზე შეთანხმება - მკაფიოდ განსაზღვრა თუ რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი; ამ შეთანხმების თანმიმდევრულად დაცვა და არა ისე, რომ ეს ჩვენ ხასიათზე იყოს დამოკიდებული, დღეს კარგ ხასიათზე ვარ და შეიძლება, ხვალ ცუდზე დ არ შეიძლება.
-ზოგადად, როგორია მშობლის როლი?
-მნიშვნელოვანია რა ურთიერთობები აქვს შვილთან მშობელს ჩამოყალიბებული, აღზრდის რა სტილს იყენებს, რამდენად სანდოა შვილისთვისმშობლის ავტორიტეტი. თანდათან უნდა მოხდეს ბავშვშვში თავისუფლების, დამოუკიდებლობის აღზრდა და საკუთარ ქცევაზე პასუხიმგებლობისაღება, არა მარტო სოციალურ ქსელთან მიმართებით, არამედ სხვა საკითხებთანაც. თუ გარკვეული თავისუფლება არჩევანის გაკეთებაში არ ასწვლეთ შვილს, ეს მას მოზრდილობაშიც გაუჭირდება,რაც შეიძლება სამი წლიდან დავიწყოთ, მაგალითად: საკვების, ტანსაცმლის არჩევიდან. ელემენტარულიდანიწყებს და შემდგომ მოზარდი თავიდუფლად ახერხებს მეგობრის, სასწავლო წრეების, პროფესიის არჩევას და არჩევანზე პასუხისმგებლობას. თუ აღზრდის დემოკრატიულ სტილს არ იყენებ,ხარ ავტორიტარი, აკრძალვებით ბავშვის შეჩერებას ვერ შესძლებ, იგი შენს ზურგს უკან გააკეთებს იმას, რასაც უკრძალავ.ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ხშირად მშობლების აღზრდის მეთოდები არ შეესაბამება იმ პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ მიღწევებს, რასაც გვთავაზობს თანამედროვე მეცნიერება. ვგრძნობ, რომ დღეს საზოგადოებაში განათლების ფსიქოლოგიის საკითხებში გათვიცნობიერების დეფიციტია. ამიტომ, სასურველია შეიქმნას მშობელთა მომზადების ტრენინგ ცენტრები, ჩატარდეს სემინარები მათთვის სასურველ საკითხებზე, რომ მარტო სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით კი არა, მშობლებმა მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები შვილის აღზრდის სხვა ასპექტებშიც. მზა რეცეპტები არ არსებობს,რომელ ასაკში უნდა მივცეთმოზარდს სოციალური ქსელის გამოყენების უფლება. ვიღაც 12-13 წლის ასაკში შედის ქსელში და სარგებლობას იღებს, თავის საქმეს აკეთებს( მაგ,სოც. კვლევას აწარმოებს)ძალიან დამოუკიდებლად და მიზანმიმართულად, ვიღაც კი 15 წლის ასაკში შესაძლოა არაკეთილმოსურნის მსხვერპლი გახდეს. .
თამარ იაკობაშვილი