"სამსახურიდან დაბრუნებულმა პირველ რიგში ბავშვს მიაქციეთ ყურადღება" - "პირველი სამი წუთის" ეფექტი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
"სამსახურიდან დაბრუნებულმა პირველ რიგში ბავშვს მიაქციეთ ყურადღება" - "პირველი სამი წუთის" ეფექტი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
აღმოჩნდა, რომ არსებობს "პირველი სამი წუთის" ეფექტი და მან ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ...
"პირველი სამი წუთის" ეფექტი ნიშნავს, რომ შეხვდეთ შვილს ისეთი სიხარულით, თითქოს, მრავალი წელი არ გინახავთ ერთმანეთი. და არა აქვს მნიშვნელობა მაღაზიიდან დაბრუნდით, სამსახურიდან თუ მივლინებიდან.
როგორც წესი, ბავშვს შეხვედრის პირველივე წუთს სურს, გაგიზიაროთ სიახლეები. ამიტომ, არ დაკარგოთ ეს ძვირფასი წუთები.
მშობლებს, ვინც "პირველი სამი წუთის" წესს იცავს, ადვილად ამოიცნობთ. ისინი ბავშვთან შეხვედრისას თვალებში უყურებენ ერთმანეთს, ეხუტებიან,
ლაპარაკობენ. ბავშვთან შეხვედრისას არასდროს საუბრობენ მობილურზე და ცალყბად არ მიაძახებენ: "წამოდი".
სამსახურიდან დაბრუნებულმა პირველ რიგში ბავშვს მიაქციეთ ყურადღება. მხოლოდ 3 წუთი გაქვთ, რომ მოგიყვეთ დღის განმავლობაში მომხდარი ამბები. თუ ასე არ მოიქცევით, ის მთელი საღამო დაგყვებათ უკან და თქვენგან ურთიერთობას, ყურადღებას, სიყვარულს მოითხოვს.
მნიშვნელოვანი დრო კი არა, ემოციური სიახლოვეა.
ზოგჯერ ბავშვთან გულახდილი სამწუთიანი საუბარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად გატარებული მთელი დღე, როცა ფიქრებით და საქმეებით სულ სხვაგან ხართ. ის, რომ მუდამ სადღაც გვაგვიანდება და საქმეები გვაქვს, ჩვენს შვილებს არ აბედნიერებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერს მათ საკეთილდღეოდ ვაკეთებთ.
"ერთად გატარებული დრო" - თქვენთვის და თქვენი შვილისთვის სრულიად განსხვავდება შინაარსობრივად.
უფროსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები
ახლოს ჰყავდეთ, როცა მაღაზიაში ან სტუმრად მიდიან. ბავშვისთვის კი მნიშვნელოვანია, მშობელს თვალებში უყუროს. ბავშვი ვერ გენდობათ, თუ იგრძნო, რომ თქვენთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ.
მართალია, ყველა მშობელს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი დღე შვილს ეთამაშოს, მაგრამ "პირველი სამი წუთის" წესის დაცვა აუცილებელია. ნუ შესთავაზებთ მას ვარიანტს "როცა თავისუფალი დრო მექნება". თავისუფალი დრო შეიძლება კარგა ხანს არ გამოგიჩნდეთ, ბავშვები კი მალე იზრდებიან და ამიტომ, ნუ დაკარგავთ დროს.

alt"დედა, არ წახვიდე!" - როგორ დავემშვიდობოთ ბავშვს, რომ არ გამოგვეტიროს

alt“მწვანე კალმის” მეთოდი - აღმოჩენა ნებისმიერი მშობლისა თუ მეუღლისთვის!

26548
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```